ქვეცნობიერი, ცნობიერი და არაცნობიერი

თუკი არაცნობიერი ადამიანთა საზოგადოების წინაშე აყენებს გადარჩენის საერთო კოლექტიურ ამოცანას, ყოველი ცალკე აღებული ადამიანის წინ კერძო ამოცანა დგას, რომელიც ასევე არაცნობიერიდან მოდის – შეიტანოს თავისი წვლილი ამ საერთო ამოცანის შესრულებაში, შეასრულოს თავის როლი ერთი მთლიანის მოძრაობაში. როგორ ხდება ამის უზრუნველყოფა, რა არის ჩვენი ცნობიერი და არაცნობიერი ამ პროცესში? ის, თუ როგორ ჩაიფიქრა ბუნებამ მრავალი ცაკლკე აღებული «მე»-ს შეთანხმებული და უშეცდომო მოქმედება, მხოლოდ არაცნობიერმა იცის.

სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია – ესაა ფსიქოლოგია არაცნობიერის შესახებ. იგი განსაზღვრავს ადამიანს მისი არაცნობიერი სურვილებით. სურვილები – სწორედ ესაა ის საფუძველი, რომელიც პიროვნებას შეადგენს, თავისი არსით სწორედ ისინია ჩვენი ქვეცნობიერი და წვრილი ძაფი არაცნობიერისკენ. ყოველი «მე» – ესაა სურვილების ნაკრები ქვეცნობიერში, რომელთა რეალიზაციასაც ტკბობა მოაქვს. სურვილების ეს ნაკრები ქმნის ბუნებრივ სახეობრივ როლს, რომელიც ჩადებულია ადამიანის არაცნობიერში თავისი ფუნქციის შესრულებისთვის, გადარჩენის კოლექტიური ამოცანის უზრუნველყოფისთვის.

ყველაფერი ეს – ადამიანთა გარესამყაროსთან ურთიერთქმედების იდეალური, ზუსტად აწყობილი სისტემაა, ცნობიერის და არაცნობიერის გადახლართულობაა, როცა ჩვენ უბრალოდ კი არ მივყვებით ქვეცნობიერ სურვილებს, რომლებსაც არსაით მივყავართ: ჩვენ სიამოვნებას ვღებულობთ ჩვენი იმ სურვილების რეალიზებით, რომლებიც არაცნობიერიდან მოდიან, ხოლო მისი რეალიზების შედეგად ვასრულებთ აუცილებელ ფუნქციას, რომელიც მთელი სოციუმის გადარჩენისთვისა საჭირო. სწორედ ასე გვხელმძღვანელობს ჩვენი არაცნობიერი.

სურვილის ავსების დონე, როგორც ცნობიერში, ისე არაცნობიერში, განიცდის კოლოსალურ მერყეობას დიდიდან მცირესკენ, რაც მეტად განვითარებულები ვართ, რაც მეტი წვლილის შეტანა შეგვიძლია ჯგუფის განვითარებაში, მით მეტი ტკბობის უნარს გვაძლევს ჩვენი არაცნობიერი. სწორედ ამაში მდგომარეობს ბუნების კიდევ ერთი გენიალური ჩანაფიქრი – ჩვენ ვიღებთ მი უფრო დიდ ტკბობას, რაც უფრო მეტს გავცემთ. ამავდროულად ჩვენი თვისებების არასაკმარისი განვითარების შემთხვევაშიც კი, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ტკბობის შესაბამისი მარცვალი, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი სრული ბედნიერებისა და თვითკმარობის შეგრძნებისათვის. სვფ დაგეხმარებათ გახსნათ საკუთარი არაცნობიერი და მიიღოთ მეტი ტკბობა.

ჩვენი ბუნება, ჩვენი ცნობიერი და არაცნობიერი მუდმივად გვიბიძგებენ მეტი განვითარებისკენ, რადგან ჩვენ მუდმივად გვსურს უფრო მეტი ტკბობის მიღება. ამის რეზულტატის ნახვა ჩვენ შეგვიძლია კაცობრიობის მიღწევებში: ბორბალის გამოგონებიდან – კოსმოსური ხომალდების შექმნამდე, პირველი ფოლოსოფიური მსჯელობებიდან – კვანტურ ფიზიკამდე. სწრაფვა, რომელიც მოდის არაცნობიერიდან, გვეხმარება განვითარებაში.