ღია კარის დღე ვ.იუნევის სვფ-ს აკადემიაში

კითხვა: რატომ არ აქვს ადამიანს ზესისტემის გაგების უნარი?
პასუხი: ამის საპასუხოდ საჭიროა მოვიყვანოთ ანალოგია. წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი ირემი (ან ნებისმიერი სხვა ცხოველი). ის არის განსაზღვრული წესრიგის არსება. არსებობს ბევრი ქმნილება, რომელიც მასთან შედარებით კიდევ უფრო უბრალოა. მაგ: ბალახი, ხოჭოები. ირემი თავისთვის დადის, ბალახს ჭამს, შეიძლება შემთხვევით ხოჭოც გაჭყლიტოს. სხვა ირმებთან კი ჩვეულებრივად ურთიერთობს (თანასწორად), ხან ერთ ჯოგად დარბიან, ხან წყვილდებიან, ხან ერთმანეთს ეჩხუბებიან და რქენენ. ეს ყველაფერი მისთვის ჩვეულებრივი და გასაგებია. მაგრამ შეუძლია თუ არა ირემს აღიქვას თავისზე მაღალი წესრიგის სისტემა?! მაგალითად გაიაზროს თუ რა არის ადამიანი? ან შეაფასოს ლიტერატურული შედევრი? რა თქმა უნდა არა. რატომ? იმიტომ რომ ირემი, ამისთვის მეტისმეტად უბრალო ქმნილებაა. მას ბუნებაში საკუთარი ფუნქცია აკისრია. სამაგიეროდ ირემი, ბევრად უფრო მაღალი წესრიგის სისტემაა ბალახთან შედარებით. ზუსტად ასევე სამყაროსთან შესაბამისობაში (ამ დონიდან მნიშვნელობა არ აქვს მას ვუწოდებთ სამყაროს არსს, ზესისტემას, ღმერთს, თუ კოსმიურ კანონზომიერებას, აბსოლუტს თუ რაიმე სხვას) ჩვენ უფრო ქვედა წესრიგის სისტემა ვართ. ამიტომ ჩვენ მასთან შესაბამისობაში ისევე ვართ, როგორც ბალახი – ირემთან, ან ირემი – ჩვენთან შედარებით. მოცემულ ეტაპზე ჩვენ არ გაგვაჩნია მისი სრულყოფილად აღქმისთვის საჭირო თვისებები. თუ ჩვენ გაგვიჩნდება ადამიანურ დონეზე მაღლა მყოფი სისტემის აღქმისთვის საჭირო თვისებები, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავხდით ის (თუმცა ადამიანში ჩადებულია თვითშეცნობის თვისებები, რაც გარკვეულწილად იძლევა საშუალებას, რომ მან თვითშეცნობით, აღიქვას თავისზე მაღალი წესრიგის სისტემა და შეცნობის წყალობით მას მიუახლოვდეს – მთარგმნელის შენიშვნა).
კითხვა: როგორ შეეთავსება ერთმანეთს ურეთრალური და კანის ვექტორები ერთ ადამიანში, არსებობს თუ არა შინაგანი წინაღმდეგობა ამ დროს და შეიძლება თუ არა ამ კომბინაციაში ერთერთი ვექტორი დაითრგუნოს?
პასუხი: თუ შევხადავთ, ბავშვობაში გადაჭარბებული ზეწოლის გამო შეიძლება დაითრგუნოს ნებისმიერი ვექტორი. არსებობენ მშობლები, რომლებიც მთელ თავის სიმძიმეს, არარეალიზებულობას, სტრესებს და კომპლექსებს ოჯახის წევრებზე ანთხევენ. ასეთი მშობლების გამო, შეიძლება ბავშვს დაესტრესოს ნებისმიერი ვექტორი. რაც შეეხება კომბინირებას, ისინი ჩვეულებრივად ეთავსება ერთმანეთს, დომინანტი ამ დროს ურეთრაა, კანი კი უკეთებს ერთგვარ შემოსაზღვრას და არ აძლევს საშუალებას ურეთრალურ ვექტორს, რომ იყოს ზედმეტად აწყვეტილი. თუ ერთვექტორიანი ურეთრა ყველაფერს უკანმოუხედავად აკეთებს, კანთან ერთად მას ემატება ფსიქიკის მოქნილობა. კანს შეუძლია გარკვეულწილად დააბალანსოს ურეთრალური აწყვეტილობა.
კითხვა: თუ ადამიანს აქვს ოთხივე ქვედა ვექტორი, ის ყველა სიტუაციაში უპირობოდ ურეთრალი იქნება თუ შეუძლია საჭიროების მიხედვით გახდეს კანი ან ანალიც?

პასუხი: დომინანტი ვექტორი ამ დროს რა თქმა უნდა ურეთრა იქნება და დანარჩენ ვექტორებს ის უკარნახებს მიმართულებას. დანარჩენი ვექტორები იქნებიან უბრალოდ შემავსებელი ფაქტორი, რომლებსაც გამოიყენებს საჭიროების მიხედვით. მაგალითად განვიხილოთ ურეთრალ-ანალი პილოტი (როგორც წესი პილოტებს შორის საკმაოდ ხშირად ნახავთ ურეთრალის ვექტორიანებს – მთარგმნელის შენიშვნა). ურეთრალურად ის იყო პილოტი, რომელიც ახდენდა თვითმფრინავის ახალი მოდელების გამოცდას, ანალურდ კი ასევე იყო ინჟინერი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ახალი მოდელის თვითმფრინავების აწყობაში. ამიტომ რა თქმა უნდა ურეთრა დომინირებს, მაგრამ სხვა ვექტორები არსად არ იკარგება და მათი მატარებელი ამ ვექტორებსაც ჩვეულებრივად იყენებს ურეთრალურის პარალელურად.

მალე! სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში

შემოგვიერდით ჩვენს Facebook ჯგუფში და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები! მოუთმენლად ველოდებით თქვენს კითხვებს!