ყველაზე ადამიანური ადამიანი

ვიზუალი ადამიანის ამოცნობა რთული არაა. ეს ადამიანები ყოველთვის გამოირჩევიან თავისი გარეგნობით, რადგანაც ყოველთვის ლამაზად და ჰარმონიულად იცვამენ. მნიშვნელობა არ აქვს, მოდის კაპრიზებს მიჰყვებიან თუ საკუთარ სტილს ამუშავებენ — ნებისმიერ შემთხვევაში მათი გარეგნობა თვალშისაცემია.

თუ გახსოვთ, ანალურ ვექტორზე საუბრისას, ჩვენ ხაზი გავუსვით მათ განსაკუთრებულ აკურატულობას ჩაცმულობაში. მაგრამ აკურატულობა ჯერ კიდევ არაა სილამაზე, ეს მხოლოდ წესრიგისკენ სწრაფვაა, ვიზუალებს კი შესაძლოა უწესრიგობაც კი მშვენიერი ჰქონდეთ.

არიან რა ბუნებისგან სხვადასხვა მხატვრული უნარებით დაჯილდოებულნი, ვიზუალები ზუსტად გრძნობენ სილამაზეს და შეუძლიათ შექმნან იგი არა მხოლოდ ჩაცმულობაში. საიტის ან სარეკლამო პროსპექტის დიზაინი, ვიტრინის ან კლიენტთა მომსახურების წერტილების გაფორმება, მხიარული გარემოს შექმნა მკაცრ და მოსაწყენ ოფისში — ყველაფერი ეს შეგიძლიათ ვიზუალ თანამშრომელს დაავალოთ და ეჭვიც არ შეგეპაროთ შესანიშნავ შედეგში. ოღონდ არც კი გაიფიქროთ მასთან სილამაზის შესახებ კამათი და მის ნიჭიერებაში დაეჭვება — განაწყენება ასევე ამ ადამიანების თანდაყოლილი თვისებაა.

მართლაც, ისინი ცდილობენ, რომ გაალამაზონ, მიმზიდველი და დასამახსოვრებელი გახადონ ყველაფერი, რაც მათ გარშემოა ყოველდღიურ ცხოვრებაში. საგანთა მნიშვნელოვან ნაწილს სახლში და სამუშაო ადგილზე სხვა ფუნქცია არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ მათი მფლობელის და გარშემომყოფების თვალი გაახარონ. განსხვავებით უკიდურესად პრაქტიკული კანებისგან და საკმაოდ ხელმომჭირნე ანალებისგან, ვიზუალები მზად არიან ხშირად ბევრი ფული დახარჯონ სიმპათიურ საგანზე, მიუხედავად მისი უსარგებლობის ხარისხისა. და ყველაფერი ეს იმიტომ, რომ ვიზუალური ვექტორისთვის საგანთა (მოვლენათა, ადამიანთა) გარეგნული მხარე ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაგანი.

ამ «ვიზუალურ» თვისებას უკვე რამდენიმე ასწლეულია იყენებს მსოფლიო წარმოება და მომსახურეობის სფერო, რადგანაც მეწარმეები დიდი ხანია მიხვდნენ: თუ «რაიმეს» აკურატულად და ლამაზად შევფუთავთ, მყიდველებს შორის ბევრი აღმოჩნდება ისეთი, რომლებსაც სინამდვილეშ ეს ნივთი ან მომსახურება მეტწილად არ ჭირდება. ან ჭირდება, მაგრამ არა იმდენად, რომ სწორედ დღეს და სწორედ ამ ფასად იყიდოს. სხვათაშორის, არცერთი დანარჩენი ვექტორი არ «წამოეგება» «ლამაზ შეფუთვაზე», ამიტომ თუ საქონელი ვიზუალებისთვის არაა განკუთვნილი (შესაძლოა არის ასეთი საქონელიც), მაშინ მისი განსაკუთრებით მიმზიდველად შეფუთვა — კომერციული თვალსაზრისით უსაფუძვლოა.

მომატებული ყურადღება გარეგნული მხარისადმი ვიზუალის ცხოვრების ყველა სფეროში ვლინდება. თუ მაგიდა უგემოვნოდაა გაწყობილი, ამან შესაძლოა დიდი ხნით დაუკარგოს მადა. თუკი გასაუბრებაზე ვაკანსიის პრეტენდენტი დალაქავებული კოსტუმით მოვიდა, მას ვიზუალური ვექტორის მქონე პერსონალი არ მიიღებს, მიუხედავათ მთელი მისი ნიჭისა. და რა თქმა უნდა, ვიზუალის ყველაზე შესანიშნავ საქონელსაც კი არ იყიდის, თუ მას არაპრეზენტაბელური სახე ან შეფუთვის უმნიშვნელო დეფექტები აქვს. საიდუმლო არაა, რომ მრავალი ადამიანი დიდ დროს კარგავს თავისი შენაძენის ჭვრეტაზე, სანამ მის პრაქტიკულ გამოყენებას შეუდგება.

ვიზუალი ადამიანის ავტომობილიც ასევე ლამაზად გაფორმების ობიექტი ხდება: ნახატები საბარგულზე, მრავალი სათამაშო და სურათი სალონში, და რა თქმა უნდა არანაირი დაბურული შუშები — აბა ვინღა დაინახავს მთელ ამ სილამაზეს.

და მაინც, ვიზუალი ადამიანის ძირითად მოედანს მხატვრული უნარების რეალიზაციისთვის მისივე საკუთარი გარეგნობა წარმოადგენს. ამით განისაზღვრება მისივე სიყვარული სარკეებისადმი, რომლებიც ყველა შენობაში უნდა იყვნენ და გამუდმებით ადასტურებდნენ, რომ იგი შესანიშნავად გამოიყურება. მისი მთავარი მოთხოვნილება ხომ — გარშემომყოფების ყურადღების მიპყრობაა, რომელთა კომპლიმენტებსაც ვიზუალი ადამიანი ყოველთვის ელოდება, მიუხედავად სქესისა და ასაკისა.

 

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=bookmarks