«ყველაზე ადამიანური ადამიანი»

სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს

ვიზუალი ადამიანის ამოცნობა რთული არაა. ეს ადამიანები ყოველთვის გამოირჩევიან თავისი გარეგნობით, რადგანაც ყოველთვის ლამაზად და ჰარმონიულად იცვამენ. მნიშვნელობა არ აქვს, მოდის კაპრიზებს მიჰყვებიან თუ საკუთარ სტილს ამუშავებენ — ნებისმიერ შემთხვევაში მათი გარეგნობა თვალშისაცემია.

თუ გახსოვთ, ანალურ ვექტორზე საუბრისას, მე ხაზი გავუსვი მათ განსაკუთრებულ აკურატულობას ჩაცმულობაში. მაგრამ აკურატულობა ჯერ კიდევ არაა სილამაზე, ეს მხოლოდ წესრიგისკენ სწრაფვაა, ვიზუალებს კი შესაძლოა უწესრიგობაც კი მშვენიერი ჰქონდეთ.

არიან რა ბუნებისგან სხვადასხვა მხატვრული უნარებით დაჯილდოებულნი, ვიზუალები ზუსტად გრძნობენ სილამაზეს და შეუძლიათ შექმნან იგი არა მხოლოდ ჩაცმულობაში. საიტის ან სარეკლამო პროსპექტის დიზაინი, ვიტრინის ან კლიენტთა მომსახურების წერტილების გაფორმება, მხიარული გარემოს შექმნა მკაცრ და მოსაწყენ ოფისში — ყველაფერი ეს შეგიძლიათ ვიზუალ თანამშრომელს დაავალოთ და ეჭვიც არ შეგეპაროთ შესანიშნავ შედეგში. ოღონდ არც კი გაიფიქროთ მასთან სილამაზის შესახებ კამათი და მის ნიჭიერებაში დაეჭვება — განაწყენება ასევე ამ ადამიანების თანდაყოლილი თვისებაა.

მართლაც, მწვანეები ცდილობენ, რომ გაალამაზონ, მიმზიდველი და დასამახსოვრებელი გახადონ ყველაფერი, რაც მათ გარშემოა ყოველდღიურ ცხოვრებაში. საგანთა მნიშვნელოვან ნაწილს სახლში და სამუშაო ადგილზე სხვა ფუნქცია არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ მათი მფლობელის და გარშემომყოფების თვალი გაახარონ. განსხვავებით უკიდურესად პრაქტიკული კანებისგან და საკმაოდ ხელმომჭირნე ანალებისგან, ვიზუალები მზად არიან ხშირად ბევრი ფული დახარჯონ სიმპათიურ საგანზე, მიუხედავად მისი უსარგებლობის ხარისხისა. და ყველაფერი ეს იმიტომ, რომ ვიზუალური ვექტორისთვის საგანთა (მოვლენათა, ადამიანთა) გარეგნული მხარე ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაგანი.

ამ «ვიზუალურ» თვისებას უკვე რამდენიმე ასწლეულია იყენებს მსოფლიო წარმოება და მომსახურეობის სფერო, რადგანაც მეწარმეები დიდი ხანია მიხვდნენ: თუ «რაიმეს» აკურატულად და ლამაზად შევფუთავთ, მყიდველებს შორის ბევრი აღმოჩნდება ისეთი, რომლებსაც სინამდვილეშ ეს ნივთი ან მომსახურება მეტწილად არ ჭირდება. ან ჭირდება, მაგრამ არა იმდენად, რომ სწორედ დღეს და სწორედ ამ ფასად იყიდოს. სხვათაშორის, არცერთი დანარჩენი ვექტორი არ «წამოეგება» «ლამაზ შეფუთვაზე», ამიტომ თუ საქონელი ვიზუალებისთვის არაა განკუთვნილი (შესაძლოა არის ასეთი საქონელიც), მაშინ მისი განსაკუთრებით მიმზიდველად შეფუთვა — კომერციული თვალსაზრისით უსაფუძვლოა.

მომატებული ყურადღება გარეგნული მხარისადმი ვიზუალის ცხოვრების ყველა სფეროში ვლინდება. თუ მაგიდა უგემოვნოდაა გაწყობილი, ამან შესაძლოა დიდი ხნით დაუკარგოს მადა. თუკი გასაუბრებაზე ვაკანსიის პრეტენდენტი დალაქავებული კოსტუმით მოვიდა, მას ვიზუალური ვექტორის მქონე პერსონალი არ მიიღებს, მიუხედავათ მთელი მისი ნიჭისა. და რა თქმა უნდა, ვიზუალის ყველაზე შესანიშნავ საქონელსაც კი არ იყიდის, თუ მას არაპრეზენტაბელური სახე ან შეფუთვის უმნიშვნელო დეფექტები აქვს. საიდუმლო არაა, რომ მრავალი ადამიანი დიდ დროს კარგავს თავისი შენაძენის ჭვრეტაზე, სანამ მის პრაქტიკულ გამოყენებას შეუდგება.

ვიზუალი ადამიანის ავტომობილიც ასევე ლამაზად გაფორმების ობიექტი ხდება: ნახატები საბარგულზე, მრავალი სათამაშო და სურათი სალონში, და რა თქმა უნდა არანაირი დაბურული შუშები — აბა ვინღა დაინახავს მთელ ამ სილამაზეს.

და მაინც, ვიზუალი ადამიანის ძირითად მოედანს მხატვრული უნარების რეალიზაციისთვის მისივე საკუთარი გარეგნობა წარმოადგენს. ამით განისაზღვრება მისივე სიყვარული სარკეებისადმი, რომლებიც ყველა შენობაში უნდა იყვნენ და გამუდმებით ადასტურებდნენ, რომ იგი შესანიშნავად გამოიყურება. მისი მთავარი მოთხოვნილება ხომ — გარშემომყოფების ყურადღების მიპყრობაა, რომელთა კომპლიმენტებსაც ვიზუალი ადამიანი ყოველთვის ელოდება, მიუხედავად სქესისა და ასაკისა.

გონება და გრძნობები

მაგრამ ალბათ არა მხოლოდ ამ მშვენიერ თვისებებს აფასებენ გარშემომყოფები, განსაკუთრებით საქმიან ურთიერთობებში. მათი უფრო მნიშვნელოვანი ღირსებებია — უმაღლესი ინტელექტი და ერუდიცია, რომლებსაც მხოლოდ სმენის ვექტორის წარმომადგენლები თუ შეეჯიბრებიან. დიახ, დიახ, არანაირი ურეთრალები მათი გამომგონებლობით და კანები ბრწყინვალე ლოგიკით, არანაირი ანალები გონების ანალიტიკური წყობით ან ყნოსვები შეუდარებელი ინტუიციით — ვერცერთი ვერ შეედრება ვიზუალურ ვექტორს სხვადასხვა სფეროში ცოდნის რაოდენობით, თვალსაწიერის სიფართოვით და შესანიშნავი მეხსიერებით. სწორედ ამიტომ არიან ვიზუალები შეუცვლელნი იმ სფეროებში, სადაც საჭიროა ინფორმაციასთან მუშაობის უნარი. თუ ამას დავამატებთ აზროვნების სისწრაფეს და დეტალებისადმი მათ ყურადღებას, გასაგები ხდება, რომ სწორედ მათი წყალობით ხდება ნებისმიერი ინტელექტუალური პროდუქტის შექმნა.

ვიზუალი ერუდიტის მკაფიო მაგალითია — „ზნაიკა“ ფერადი ქალაქიდან. რა თქმა უნდა ანალური ვექტორის არსებობა ერთგვარ «უგერგილობას» (занудность) სძენს მას (რაც უბრალოდ ვიზუალ ადამიანებს არ ახასიათებთ), მაგრამ მისი აზროვნების ტიპი კარგად აღწერს «ვიზუალური» ინტელექტის თავისებურებებს. (ისევე, როგორც ნებისმიერ კარგ ზღაპარში, ვიზუალური ერუდიტის გვერდზე აღმოჩნდა ურეთრალი ხულიგანი და გამომგონებელი «ნეზნაიკა», ღორმუცელა ორალი «პონჩიკი», სმენითი მუსიკოსი «გუსლია», ანალი ექიმი «პილიულკინი», კანური «ვინტიკი» და «შპუნტიკი» და ა.შ.).

მაგრამ მაინც, ვიზუალური ვექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება მისი მშვინვიერი (душевные) თვისებებია. ეს ადამიანები ყოველთვის კეთილგანწყობილნი არიან გარშემომყოფებისადმი, არიან ტაქტიანები, დელიკატურები და მიმღებლები. მათ ახასიათებთ ემპათია (თანაგანცდის უნარი), ხოლო თანდაყოლილი არტისტულობის გამო კარგად ირგებენ ერთმანეთისგან ყველაზე განსხვავებული ადამიანების როლებს. უფრო მეტიც, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში ვიზუალებს შეუძლიათ გამოიყენონ ურთიერთობის სხვადასხვა სტილი, და ეს ხდება არა შინაგანი დაძაბულობის გზით, არამედ სრულიად იოლად და სპონტანურად.

ვიზუალებისგან გამოდიან შესანიშნავი გამყიდველ-კონსულტანტები: მათ შეუძლიათ დიდხანს და გაგებით უსმინონ კლიენტს, ამასთან მათ სახეზე ყოველთვის შესამჩნევია თანამოსაუბრისადმი არაყალბი ინტერესი. ზოგჯერ შეუძლიათ იმდენად კარგად იგრძნონ მყიდველის სურვილები, რომ მაშინვე მზად არიან შესთავაზონ ის, რაც მას დიდი ხანია სურდა, მაგრამ აქამდე ფორმულირებას ვერ ახდენდა. რა თქმა უნდა, საქონლის მკაფიო და ემოციური პრეზენტაციისთვის აუცილებელია ასევე ორალური ვექტორიც, ამიტომ სწორედ «ორალ-ვიზუალური» კომბინაცია წარმოადგენს განმსაზღვრელს თანამშრომლების ამ ვაკანსიაზე შერჩევისას. თავისი კეთილგანწყობის წყალობით, ვიზუალებს შეუძლიათ კარგად შეარბილონ კონფლიქტები, როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევ მის გარეთ, მაგალითად უკმაყოფილო კლიენტებთან ან პარტნიორებთან. ერთადერთი პრობლემა ამ სიტუაციაში შესაძლოა გაჩნდეს მათი თანდაყოლილი მოწყვლადობისა და წყენიანობის გამო: შეურაცხყოფაზე ვიზუალები ხშირად პასუხობენ ცრემლებით, ამასთან არა ჩუმი და მოკრძალებულით, არამედ ეფექტურით და დაუფარავით. წყენის შეკავების უუნარობა კარგად აისახება მათ ჯანმრთელობაზე (არ ხდება ნეგატიური ემოციების დაგროვება), მაგრამ მკაცრი ბიზნესის პირობებში, განსაკუთრებით კი ცივსისხლიანი ხელმძღვანელის თვალწინ, შესაძლოა ასეთი ქცევა თანამშრომლის გაშვების მიზეზი გახდეს.

თავიანთი მგრძნობელობის და გულისხმიერების გამო ვიზუალები ხშირად სხვათა ცრემლების მსხვერპლნი ხდებიან, რადგანაც ბევრს ხომ ასე უყვარს თავისი პირადი პრობლემებით დამძიმება მათი, ვინც ისე განიცდის ამ პრობლემებს, როგორც საკუთარს.

თეორიულად, მათ შეეძლოთ კლიენტთა მომსახურების სატელეფონო ცხელ ხაზზეც ემუშავათ, მაგრამ თანამოსაუბრის თვალებთან კონტაქტის არარსებობამ, რომელიც ასე აუცილებელია ვიზუალური ვექტორის კომფორტისთვის, შესაძლოა მისი სწრაფი გამოფიტვა გამოიწვიოს.

მთავარი პრობლემა

ყველაზე სერიოზულ პრობლემად ვიზუალი ადამიანისთვის საქმიან ურთიერთობაში რჩება არა მისი მოწყვლადობა, არამედ «არა»-ს თქმის ელემენტარული უუნარობა. მათთვის, პლანეტაზე ყველაზე კეთილი და გულისხმიერი ადამიანებისთვის, ვინმესთვის უარის თქმა — უმძიმესი ამოცანაა, და არც ისე პატიოსანი კოლეგები ხშირად სარგებლობენ ამით. უფრო მეტიც, ვიზუალები ხშირად განიცდიან დანაშაულის გრძნობას, მაშინაც კი, თუ ამისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. სწორედ ამიტომ მოცემული ვექტორის წარმომადგენლები ყველაზე იოლი ობიექტები ხდებიან მანიპულაციისთვის სხვა ადამიანთა (განსაკუთრებით ურეთრალების, კანების და ყნოსვების) მხრიდან.

ცინიკური ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ასეთი თანამშრომლის წახალისებისთვის ფული არაა საჭირო. მათი ფანდი ვიზუალებთან ურთიერთობაში მარტივია: ყველასთან თანდასწრებით უთხრან მრავალი კომპლიმენტი, აჩუქონ ყვავილები, ბოლოს კი დაამატონ: «მთელი ზაფხული დასვენებების გარეშე ვმუშაობთ» ან «დამატება ხელფასზე არ იქნება». შედეგად უბედური მსხვერპლი მორჩილად მიდის სამუშაოდ და ამართლებს ხელმძღვანელს როგორც საკუთარ, ასევე სხვების თვალებში.

მაგრამ კეთილსასურველ პირობებშიც კი ვიზუალი ადამიანები არც თუ იშვიათად არიან მართულნი საკუთარი არაპრაქტიკულობის გამო: უმეტესობა მათგანი იმდენად ამაღლებულია და დაშორებულია სასტიკი რეალობის სამყაროს, რომ მძიმე პირობებში არ შესწევთ საკუთარ კეთილდღეობაზე დამოუკიდებლად ზრუნვის უნარი. ვიზუალის გვერდით აუცილებლად უნდა იყოს ის, ვისაც ძალუძს, რომ ყველაფერი აუცილებლით უზრუნველჰყოს იგი და შეუქმნას პირობები შემოქმედებისა და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, — ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია ბოლომდე იყოს რეალიზებული ცხოვრებაში. თუ მოვლენები სხვაგვარად ვითარდება, ნიჭიერი ვიზუალი ადამიანი რისკავს, რომ ვერშემჩნეულ გენიოსად იქცეს, რომელიც მთელი ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავისთვის ქმნის. რადგან მრავალი ვიზუალი, შესანიშნავი განათლების მიღების შემდეგ, არამოთხოვნადი რჩება მხოლოდ იმის გამო, რომ არ შეუძიათ პრაქტიკული სარგებლის მოცემა თავიანთი მრავალმხრივი და დიდი ცოდნისგან.

 

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/