ყველაზე ჭკვიანი.

სმენითი ფსიქოტიპის გამოეჩეული ღირსება მაღალი ინტელექტი, ერუდიცია და შემოქმედებითი აზროვნებაა. მართლაც ისინი რვა ვექტორს შორის ყველაზე კარგად ეწყობიან ინტელექტუალურ სამუშაოს. მშვენიერი მეხსიერება საშუალებას აძლევს დიდი მოცულობის ინფორმაცია დაიმახსოვროს და ცხოვრების სხვა და სხვა სფეროში რის შედეგადაც ის ინტელექტუალური კლუბებისა და შეკრების წევრი ხდება.

ინტელექტუალურ სფეროში მათი ერთადერთი პრობლემა ინფორმაციასთან მუშაობის დაბალი სიჩქარეა. ეს სწორედ ის ბავშვებია რომლებიც ნიჭიერების მიუხედავად ხშირად იღებენ დაბალ ნიშნებს სკოლაში – მათ სხვებზე მეტი იციან, მაგრამ ინფორმაციის სწრაფად დამუშავებას ვერ ახერხებენ – ასე მოწყობილი მათი უნიკალური მეხსიერების მექანიზმი. იმ კითხვებზეც კი რომლებზეც მასწავლებლის აზრით მან დაუფიქრებლად უნდა უპასუხოს სმენური პატარა მაინც პატარა პაუზის შემდეგ პასუხობს თუმცა მისი პასუხი უკიდურესად ზუსტი და ამომწურავი იქნება. ზრდასთან ერთად მათ გონებაში ინფორმაციაც იზრდება მაგრამ მისი გამომჟღავნების სიჩქარე ისევ ისეთი რჩება. ამიტომ მთვარი წესი რომელიც მათთან ურთიერთობისას უნდა დავიცვათ, არ უნდა ავაჩქაროთ პასუხის გაცემისას და ყოველთვის მივცეთ დაფიქრების საშუალება. მათი ცხოვრებისა და აზროვნების ტემპი ძალიან გამოზომილია მათ არსად ეჩქარებათ და ძალიან ნელა მოძრაობენ.

დუმილი თანხმობის ნიშანია?

სიღრმე და მაღალი ინტელექტი სმენის ვექტორიანები ძალიან გამჭრიახ ადამიანებად აქცევს. ისინი კარგად გრძნობენ გარშემომყოფებს, თავი არ მოაქვს თავისი გონებით, მაგრამ თავსაც არავის გააცურებინებს. ისინი კარგად არჩევენ სიცრუეს ხმის ჟღერადობის მიხედვით, ამიტომ მათთვის ტყუილის თქმა სრულიად უსაფუძვლოა. მაგრამ თუ მაინც მოატყუეთ დელიკატური ლურჯი არასოდეს გაგრძნობინებთ რომ მიხვდა ამას, ის უბრალოდ თქვენთან ურთიერთობის გაგრძელების საკითხს გადახედავს.
პირადი კონტაქტისას ძალიან საინტერესო თავისებურება იჩენს თავს – თუ სმენის ვექტორიანი ვინმეს ყურადღებით უსმენს პერიოდულად თავს აქნევს. ამ დროს მოსაუბრეს ექნმება შთაბეჭდილება, რომ მას ეთანხმებიან. სინმდვილეში კი ის თავს იმიტომ უქნევს, რომ უსმენს და ესმის რასაც ეუბნებიან, თუმცა შეიძლება სულაც არ ეთანხმება.
მსგავსი სურათის ნახვა აუდიოაპარატურისა და კომპიუტერების მაღაზიაში შეგიძლიათ. ახალგაზრდა ორალი კონსულტანტი მთელს თავის მჭევრმეტყველებას იყენებს რათა დაწვრილებით აღწეროს შეთავაზებუი საქონლის ღირსებები, მის გვერდით სმენის ვექტორიანი მყიდველი დგას, რომელმაც უკვე დიდი ხანია გაიგო რაშია საქმე, მაგრამ მაინც ყურადღებით უსმენს და თავს უქნევს, მომხმარებლის ასეთი ყურადღებით მოხიბლული კონსულტანტი ბოლოს და ბოლოს ამთავრებს საქონლის ქებას და ეკითხება “აბა რა ვქნათ გამოვწეროთ ჩეკი?” და რა თქმა უნდა ესმის პასუხი “არა იცით მე ეს არ მჭირება” ახლა წარმოიდგინეთ იმ ადამიანის მდგომარეობა როელსაც მთელი 5-10 წუთი ეთანხმებოდნენ და მერე მშვიდად უთხრეს უარი. ასეთ უსიამოვნებებში რომ არ გავეხვეთ, საჭიროა არა მხოლოდ ორატორულ ხელოვნებაში ვარჯიში, არამედ მსმემლისთვისაც რომელიც ამდენი ხანია ყურადღებით გისმენსთ კითხვის დასმა და მისი აზრის გამთქმის საშუალების მიცემა.
როგორი საოცარიც არ უნდა იყოს ფსიქოლოგიურ ტრენინგებზე გამყიდველები არა აგრესიულ და თავისმომაბზრებელ მომხმარებლებზე – მათთან მიდგომა წლების განმავლობაში ისედაც უმუშავებათ – არამედ მათზე ვისი გაგებაც პრინციპში შეუძლებელია. ასეთები როგორც წესი სმენები და ყნოსვები არიან.