ყველა ფსიქოტიპი ამახინჯებს თუ არა ინფორმაციას?

კითხვა: ინფორმაციის დამახინჯება ერთი რომელიმე ვექტორის თვისებაა თუ ყველა ვექტორს შეიძლება ახასიათებდეს?
პასუხი: ინფორმაციას სხვადასხვა მიზეზის გამო ნებისმიერი ვექტორი შეიძლება ამახინჯებდეს. თუ ჩვენ ავიღებთ ჩვენს რეალობას, როგორც მინიმუმ ის მოიცავს მთელ სამყაროს. ადამიანი კი ამ მთლიანობის მხოლოდ პატარა ნაწილაკია. იმის გამო, რომ ის ნაწილაკია, ადამიანს არ შეუძლია გაცნობიეროს მთლიანობა (უიშვიათესი გამონაკლისების გარდა). ამიტომ ის საკუთარ წარმოდგენას იქმნის სამყაროზე და მის მოწყობაზე და საუბრობს არა გაცნობიერებული სინამდვილიდან, არამედ საკუთარი მსოფლმხედველობრივი მოდელიდან, რომელიც რეალური სინამდვილის მხოლოდ ვერსიაა. ამის გამო ადამიანი თავისდაუნებურად ხდება არასწორი ინფორმაციის გამჟღერებელი, ანუ თავისდაუნებურად ის თავის ყოველ სიტყვაში იტყუება. რატომ? იმიტომ რომ ის ცდილობს აღწეროს ის სამყარო, რომელიც რეალურად მისთვის გაუგებარია. თუ აბსოლუტურ გაცნობიერებაში არ იმყოფება, მაშინ თითოეული ჩვენგანი ცრუობს, ამახინჯებს ინფორმაციას, მათ შორის მეც და თქვენც. არის მეორე საკითხიც: იმის გამო, რომ ჩვენ ყველა რვავექტორიანი არ ვართ, ანუ არ გვაქვს სრული ვექტორული კომპლექტი, ჩვენ არ გვაქვს რვაგანზომილებიან პრიზმაში ხედვის საშუალება. შესაბამისად ჩვენთვის ძალიან ძნელია აღვიქვათ სამყაროსგან წამოსული ის სიგნალები, რომლების წამოსულია იმ ვექტორებისთვის, რომლებიც ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ გვიჭირს გავიგოთ იმ ვექტორების არსი და სურვილები, რომლებიც ჩვენში არ დევს. შესაბამისად ჩვენ ამ ვექტორების შეფასებისას ვართ სუბიექტურნი და არ გვაქვს სრული სურათი. ეს სუბიექტურობა თავს იჩენს არა მხოლოდ ვექტორები დონეზე, არამედ განვითარების დონეების, მდგომარეობების, რეალიზაციის და ა.შ. შეფასებისას. რაც ასევე ხდება ინფორმაციის დამახინჯების საფუძველი. არის კიდევ ერთი საკითხი: ესაა ინფორმაციის შეგნებულად დამახინჯება (ტყუილი). რაც გარკვეული დოზით ასევე ყველა ვექტორს აქვს. ორალები ცრუობენ მსმენელის მისაზიდად, კანები – სარგებლისთვის, ანალები – ტრაბახისთვის (მაგალითად იმაზე, რომ დიდი თევზი დაიჭირეს და მათსავით დიდი თევზი სხვას არ დაუჭერია), ურეთრალები იმისთვის, რომ გამარჯვებით დაიკვეხნონ, ვიზუალები – თანაგრზნობის გამოსაწვევად, ყნოსვები – მანიპულაციისთვის, სმენები იმისთვის, რომ მათი იდეა უფრო მიმზიდველი გამოჩნდეს, კუნთები კი მაშინ იტყუებიან თუ ასწავლეს რა და როგორ თქვან (თუმცა როგორც წესი ესეც ცუდად გამოსდით). ასე რომ როდესაც ინფორმაციის დამახინჯებაზე ვსაუბრობთ, ამას ყველა ვექტორი აკეთებს, ოღონდ ყველა თავისებურად.