ყნოსვა შეიგრძნობს ეგოს სუნს

ყველაფერი რაც არის ჩვენს გარშემო არის თავისებური სახის ეგოიზმი. რაღაც ეგოიზმი რაღაც სირთულის დონით. ეს პრიმიტიული ეგოიზმი თითქმის არ ყარს, მხოლოდ განვითარებულ ყნოსვა შეიგრძნობს არაცოცხალი ეგოს სუნს. აი „აყროლებულ“ ფორთოხალს სულ სხვა სუნი აქვს. მცენარე ურთიერთქმედებს გარემოსთან. იპყრობს ყურადღებას, ყვება საკუთარ თავზე, მაგრამ ქვა – არა. ფორთოხალიც ყვება, თან ინტენსიურად. ვიზუალი მასზე იტყვის რომ ფორთოხალს სასიამოვნო სუნი აქვს, მაგრამ ყნოსვისთვის ასე არ არის. ის ყარს უფრო დიდი ეგოიზმით, ვიდრე ქვა. რატომ აქვს ასეთი გამომეტყველება ყნოსვას, რომელიც არაფრით „ირეცხება“? წარმოიდგინეთ, რომ არის სამყარო და მე მასში, როგორც ყნოსვის ვექტორი, როგორც აზრი ამ სამყაროსი, ყველაზე უფრო კონცენტრირებული ეგოიზმი, ყველაზე მაღალი წესრიგის ცხოველი ცხოველურ დონეში სხვა ვერაფერს შევიგრძნობ. ყნოსვა არის ის ადამიანი, რომლისთვისაც ეს ხდება, მისი სუვრილებია მთავარი და სხვა სურვილები საერთოდ არ უნდა არსებობდნენ. დანარჩენი სურვილები პრიმიტიულია მის ეგოიზმთან შედარებით. მე, ჩემი ეგოიზმით მაქვს სურვილი არაფერს ვგრძნობდე რათა ჩემს ძალაუფლების სურვილს, გზას მისკენ, არ შეხვდეს არანაირი დაბრკოლება. აქ კი ყველაფერი ყარს. კანი ყარს თავისი მყრალი კანური სურვილებით, თავისი მომხვეჭელობით და თავის გამოჩენის სურვილით, ანალი ყარს თავისი სურვილით მუდამ ამტკიცოს თავისი, თავისი პირდაპირობით, მათი და ყნოსვის ეგოიზმი შეუთავსებელია ერთმანეთთან. ვიყიდე ტორტი და ღვინო, გავშალე სუფრა და მაქვს სურვილი მარტო გავატარო დრო, დავჯექი, სანთელი ავანთე, არაჩვეულებრივი საღამოა. მე და ჩემი ეგოიზმი მხოლოდ და ამ დროს კარზე მიკაკუნებს ჩემი მეზობელი. მომიწევს მისი გამასპინძლება, ულუფის გაყოფა, ხვდებით? სხვა ეგოზიმი ყარს მხოლოდ იმით, რომ ის ხელს უშლის ყნოსვისას. ეს უშლის ხელს იმას რომ ყნოსვა არაფერს შეიგრძნობდეს. შეუძლებელია იპოვო ისეთი ადგილი, სადაც არაფერი ყარს. არაცოცხალი ბუნებაც კი, რომელსაც ვერ გაექცევი. ყნოსვის ვექტორიანის თავში, მის რუკაზე დახატულია ეგოიზმის ყველა ზომისა და სიმაღლის ტიპი, მაგრამ ეს არ არის ის, რის ძაფებსაც ათამაშებს. ძაფები, ეს სულ სხვაა, ეს ის „გამოშვერილებია“ კონკრეტული ეგოიზმიდან და დაკავშირებულია გარე სამყაროსთან. ახლა განვმარტავ. ნებისმიერი ცალკე აღებული ეგოიზმი, მაგ: ქვა, რომელიც დევს უდაბნოში, დასაკვირვებელი ობიექტია, ხოლო უდაბნო ეს ერთგვარი ფონია. ნებისმიერი ადამიანი ცხოვრობს გარემოს ფონზე. მნიშვნელობა არ აქვს ეს ქვა იქნება თუ ადამიანი, მაინც ორივე ყარს. ობიექტსა და გარემოს შორის ყოველთვის არის რაღაც სახის ურთიერთობა. ქვას აქვს პრიმიტიული, თითქმის არ აქვს საკუთარი სურვილი. ამიტომაც თითქმის არ არსებობს ურთიერთობა. მომდევნო დონეს კი, მცენარეულს უკვე აქვს ურთიერთქმედების სურვილი გარემოსთან, სრულფასოვანი რეაქცია. ცხოველურ დონეს კი იმდენად მყრალი სურვილები აქვს, რომ აღარ იცი სად გაექცე იმიტომ, რომ ცხოველები უკვე რანჟირდებიან. ქმედების სურვილი აქვთ, რომელიც ფსიქიკაში რანჟირების სურვილით არის გამოხატული. ადამიანებს კი ერთდროულად აქვთ ყველაფერი ის, რაც ახლა ჩამოვთვალეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია იმიტომ, რომ ყნოსვის ვექტორიანი ადამიანში შეიგრძნობს მხოლოდ ცხოველურ დონეს და სხვას არაფერს. სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი ყნოსვის ვექტორის ინტუიციისათვის. შეიგრძნობს მხოლოდ ცხოველურ დონეს, რანჟირებას, ცხოველურს, სექსუალურს, ზეწოლას, მკვლელობის ბუნებას, სექსის ბუნებას, ძალადობრივ ბუნებას, ყველაფერი რაც გვაქვს ცხოველური ის ამას შეიგრძნობს, ადამიანურს კი – არა. ადამიანურ ბუნებაში ის უკვე არ არის დაშვებული. ადამიანური ცოცხალი ნივთიერება, თავისთავად არის ეგოიზმის ელემენტები და ეს ეგოიზმის ელემენტები ძალიან მნიშვნელოვანნი არიან, რადგან ისინი იცვლან მდგომარეობებს. აი მიდის ნორმალური ანალი ტროლეიბუსით, ყველაფერი კარგად აქვს სამსახურში, ცოლთან, მალე ბავშვებთან ერთად უყრებს ტელევიზორს, ძილის წინ წაუკითხავს და უსურვებს სიკეთეს დაძინებამდე. ყველაფერი კარგად აქვს მას და ის გამოსცემს „ერთ სუნს“, ანუ ურთიერთობას გარემოსთან. ჩამოვიდა ტროლეიბუსიდან, საფულე აღარ აქვს და იწყებს ჯუჯღუნს, რასაც იმ დროს დავინახავთ ეს განაწყენებული ანალი იქნება. ამ დროს საერთოდ სხვა სუნი ექნება ამ ადამიანს, ანუ ამ დროს სულ სხვა დამოკიდებულება უჩნდება გარე სამყაროსთან. მას აქვს რაღაც შიგნით რაც დაგროვდა და რის გარეთ გადმოღვრაც სურს, ეს არის შურისძიების სურვილი. ჯანმრთელი ანალი ეს სულ სხვა ძაფია, რომელსაც თითქმის ვერ მოქაჩავ, მაგრამ განაწყენებული ანალი საერთოდ სხვაა. ეს თითქმის ისეთია, როგორც ის კაცი, მწარმოებელი კანი ბიზნესმენის მაგივრად. მას უკვე აქვს გადახრა ნორმიდან და როგორც კი ეს გადახრა ჩნდება, ჩნდება ძაფებიც, რითიც შესაძლებელი ხდება მისი მართვა. სწორედ ამიტომ, განაწყენებული ანალისათვის მიმართულების მიცემა მარტივი ხდება იქითკენ საითკენაც ყნოსვის ვექტორიანს აწყობს.

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში:https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=bookmarks