ყნოსვითი ზომა მსოფლიოს გადარჩენს

კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ თეორიულად ერთმა ადამიანმა, ან ადამიანთა მცირე ჯგუფმა მთელი კაცობრიობა განადგუროს? მაგალითად შექმნან და გაუშვან რაღაც ქიმიური იარაღი?

პასუხი: არა, ეს შეუძლებელია. მთლიანობას მისი პატარა ნაწილი ვერ გაანადგურებს. ქმნილებას იმისთვის არ გაუვლია ამხელა გზა ადამიანურ დონემდე, რომ რამდენიმე შეშლილ სმენის ვექტორიანს განადგურებინოს თავი. რა გვაძლევს ასე ფიქრის საფუძველს? ესაა ყნოსვითი ზომა. აქ საუბარია ჯანმრთელ ყნოსვით ზომაზე. არა ისეთზე ძალაუფლებისთვის რომ ყველაფერს აკეთებს. არამედ იმაზე, ვინც რეალურად ასრულებს თავის ფუნქციას: შეინარჩუნოს მატერია ნებისმიერ ფასად. ისეთი ყნოსვა, რომელიც იცავს გარემომცველი სამყაროს ინტერესებს. შეიძლება ირგვლივ ბევრია ისეთი, ვინც ყნოსვით ზომას ეჭვით უყურებს და აკრიტიკებს. მაგრამ რეალურად ყნოსვის ვექტორიანი გრძნობს დაზიანებულ ადამიანთა ეგოიზმს. ვის სურს გაანადგუროს ყველა და ყველაფერი? ძირითადად ესენი არიან ნაწყენი ანალები, გადარეული სმენის ვექტორიანები, აწყვეტილი ურეთრალები. ანუ ჯგუფის დესტრუქციული ელემენტები. ყნოსვის ვექტორის ფუნქცია სწორედ იმაში მდგომარეობს, შეიგრძნოს ეს დეტრუქციული სურვილები და დაიცვას ჯგუფი ამ პოტენციურად სახიფათო ელემენტებისგან. ყნოსვის ვექტორი უზრუნველყოფს, რომ გადარეულ სმენის ვექტორიანებს არ მოაკლდეთ ნარკოტიკი, ან ათავსებენ საგიჟეთებში, სადაც ასევე ყნოსვის ვექტორიანი ფსიქიატრი ადევნებს მათ თვალყურს. ამიტომ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. ყნოსვის ვექტორიანის წყალობით კაცობრიობას ერთი პატარა ჯგუფი ვერასოდეს გაანადგურებს.