ყნოსვითი ინტელექტი 2

საჭირო დროს გაჩუმების უნარით ყნოსვის ვექტორიანი ხდება უაღრესად ფრთხილი და შენიღბული. ის ყოველთვის გვერდითაა გაწეული მთავარი ჯგუფისგან, არ ერთვება სახალხო დებატებში, ცდილობს საერთოდ არაფერი თქვას იმის შესახებ, რამაც შეიძლება ცხადი გახადოს მისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე. რას ფიქრობს ის – სხვებისთვის გამოცანაა. უკიდურეს შემთხვევაში მან შეიძლება კითხვაზე გასცეს ორაზროვანი პასუხი, რომელიც კიდევ უფრო მეტად დააბნევს მის თანამოსაუბრეს.

მიუხედავად ამისა, იმისთვის, რომ განსაკუთრებულად არ გამოირჩეს ძირითადი მასისგან, ყნოსვის ვექტორიანს შეუძლია ჩაატაროს ცრუმანევრები: ჩაებას ნაკლებმნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიაში, იქ მთელი ძალით დაიცვას საკუთარი პოზიცია, ანდა გასცეს თავის შესახებ მარტივი, სტანდარტული ინფორმაციები, იმისთვის, რომ ხალხმა მასზე იფიქროს, ისიც ჩვეულებრივი, ,,რიგითი მოქალაქეაო“.