ყნოსვითი ინტელექტი 3

ყნოსვის ვექტორის კლასიკური მაგალითის საჩვენებლად, განვიხილოთ ნაპოლეონის პოლიციის მინისტრი ჟოზეფ ფუშე (1759-1820).
მანამ, სანამ ნაპოლეონთან სამსახურს დაიწყებდა, ჟოზეფ ფუშე იყო იაკობიანელთა დაჯგუფების ხელმძღვანელობაში. ხოლო შემდეგ ბარასის დირექტორიის დროს ასევე ხელმძღვანელ პოსტს იკავებდა. ყოველ ჯერზე, როდესაც ადგილს იცვლიდა, ის ღალატობდა თავის პოლიტ-პარტნიორებს ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, როდესაც ხედავდა, რომ მათი დრო წავიდა. ფუშენ უბრალო გენერალში ამოიცნო საფრანგეთის მომავალი იმპერატორი. მან ბონაპარტზე ფსონი დადო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამისთვის თითქოსდა არანაირი წინაპირობა არ არსებობდა (ყნოსვის ვექტორის არსის უკეთ გასაგებად გირჩევთ წაიკითხოთ ცვაიგის ,,ჟოზეფ ფუშე“, მასში საკმაოდ კარგადაა ახსნილი ყნოსვის ვექტორის ხასიათის თვისებები – მთარგმნელის შენიშვნა).

გადატრიალების დღეებში, შეთქმულების ყოველი ძაფი ფუშეს ხელში აღმოჩნდა თავმოყრილი. შემდეგში ის ამაყად იხსენებდა, რომ სენ-კლუს რევოლუცია (ნაპოლეონის მიერ მოწყობილი გადატრიალება) ჩაიშლებოდა, თვითონ რომ ეს მოენდომებინა. აქ ჩვენ ვხედავთ კლასიკურ მაგალითს, თუ როგორ მიიღო ურეთრალმა ხელდასმა ყნოსვის ვექტორიანისაგან (გადატრიალებამდე რამოდენიმე დღით ადრე ფუშემ, რომელიც იმ დროს პოლიციის მინისტრის ადგილს იკავებდა, უკვე ზუსტად იცოდა გადატრიალების დაწყების დრო და შეთქმულთა სახელები. გადატრიალებამდე რამოდენიმე დღით ადრე, მან მოაწყო წვეულება, სადაც დაპატიჟა ყველა შეთქმული, გაატარა ისინი პოლიციელთა კორიდორში და მიახვედრა რომ ყველაფერი იცოდა, შემდეგ კი უბრალოდ გაუშვა – მთარგმნელის შენიშვნა).
გადატრიალებისთანავე ყნოსვის ვექტორიანმა ჟოზეფ ფუშემ დაიწყო საკუთარი პოზიციების გამყარება ურეთრალ ნაპოლეონთან იმით, რომ ყოველმხრივ უმტკიცებდა საკუთარ ერთგულებას. ის განუმარტავდა ყველა პოლიტიკოსს, რომ წინა მმართველობა ზედმეტად სუსტი იყო და ამიტომ ნაპოლეონის ხელისუფლებაში მოსვლა დიდი წყალობა იყო საფრანგეთისათვის.
როგორც ჩანს, ყნოსვის ვექტორიანი ფუშე საკუთარ არამყარ მდგომარეობას ნაპოლეონთან, ამიტომ მის წინაშე ცდილობდა საკუთარი ლოიალურობის და ერთგულების დემონსტრირებას. ზოგჯერ ეს საკმაოდ კომიკურ ფორმასაც იღებდა. ყნოსვითი მლიქვნელობა მას დაეხმარა პოზიციების გამყარებაში და ძალიან მალე მან ნაპოლეონთანაც დაიკავა პოლიციის მინისტრის პოსტი. სხვათა შორის ფუშე ტყუილად არ ცდილობდა გაემყარებინა საკუთარი პოზიციები ურეთრალ ნაპოლეონთან. ის ბევრს ძულდა ხელისუფლებაში მყოფთაგან. მის მიმართ განსაკუთრებულად ნეგატიურად იყო განწყობილი ტალეირანი (საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), ასევე ყნოსვის ვექტორიანი. სხვათა შორის მათში რაღაც შტრიხების მსგავსებას ბევრი ამჩნევდა, მათზე წერდნენ: ,,ტალეირანი, ფუშეს არისტოკრატული ვერსიაა, ხოლო ფუშე – გაიძვერა ტალეირანი“. ბონაპარტზე განხორციელებული ერთერთი თავდასხმის შემდეგ, ტალეირანი ამბობდა რომ აქ ფუშეს ხელი ურევია და ურჩევდა ნაპოლეონს, რომ ფუშე დაუყოვნებლივ დაეხვრიტა. როგორც ვხედავთ ორი დაახლოებით ერთნაირი ტემპერამენტის ყნოსვა ერთ ჯგუფში ერთმანეთს ვერ ეგუება.
მაგრამ ფუშე ბონაპარტს ძალიან ჭირდებოდა და ის გადარჩა თავის ყნოსვური ნიჭით, რომელმაც ის შეუცვლელი გახადა უეთრალისათვის. ფუშეს მიერ შექმნილი ჯაშუშური ქსელი, მოიცავდა ყველა შტოს, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე მის შიგნით. მან შექმნა ისეთი ორგანიზებული ჯაშუშთა ქსელი და გეგმავდა ისეთ პროვოკაციებს, როგორიც ისტორიას მანამდე არ უნახავს. მას თავისი ჯაშუშები ყავდა ყველგან, პოლიტიკოსებთან, კაფეებში, სათამაშო სახლებში, საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში (ზოგი ვერსიით თვით ნაპოლეონის ცოლი – ჟოზეფინაც ფუშეს ჯაშუში იყო – მთარგმნელის შენიშვნა). ქვეყნის შიგნით არსებული შეთქმულებების შესახებ ინფორმაცია ხვდებოდა მისი აგენტების ხელში, ხოლო შეთქმულები იგზავნებოდნენ დასახვრეტად. როგორც ვხედავთ ყნოსვის ვექტორიანმა ადამიანმა ოსტატურად შექმნა ისეთი პირობები, სადაც ინფორმაციის შეგროვება სხვებზე ატარებდა ტოტალურ ხასიათს. ამ ინფორმაციის დახმარებით ინარჩუნებდა ჯგუფზე კონტროლს და უზრუნველყოფდა მის უსაფრთხოებას. ფუშეს მიერ გატარებული საპოლიციო რეფორმა იყო იმდენად გენიალური, რომ დამნაშავეს პრაქტიკულად არ რჩებოდა მიმალვის შანსი.

უკვე ნაპოლეონის მმართველობის დასასრულისკენ, ფუშემ იგრძნო იმპერატორის მოსალოდნელი მარცხი და და დაიწყო უკან დასახევი გზების ძიება. ფუშე იყო მხოლოდ იმ მმართველობის ერთგული, რომელიც უზრუნველყოფდა მის მინისტრის პოსტზე დარჩენას. მან ფრთხილად დაიწყო კავშირების გაბმა ნაპოლეონის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან და ბონაპარტის დაცემის შემდეგ, პოლიციის მინისტრის პოსტი დაიკავა უკვე ბურბონების ხელისუფლებაშიც. როგორც ნებისმიერი ყნოსვა, ფუშეც მუდმივად მზად იყო გასაქცევად და როგორც კი არსებულმა ხელისუფლებამ ჩამოშლა დაიწყო, ფუშემ ეს ხელისუფალნიც დაუყოვნებლივ მიატოვა. სხვათა შორის პოლიტიკური ორიენტაცია ასევე მასთან ერთად შეიცვალა მეორე ყნოსვამ – ტალეირანმა (რაღაც ეტაპზე ფუშემ და ტალეირანმა კავშირიც კი შეკრეს ერთმანეთთან, თუმცა თითოეული მაინც მეორის მოცილებაზე ფიქრობდა. შემდგომში ფუშეზე საუბრისას ნაპოლეონი ამბობდა: ,,მე მხოლოდ ერთ სრულყოფილ მოღალატეს ვიცნობდი, ეს იყო ფუშე“ – მთარგმნელის შენიშვნა).