ყნოსვითი ინტელექტი

ყნოსვის ვექტორის აზროვნების შესაძლებლობები ძალზე ორიგინალურია და იწვევს დიდ ინტერესს. ძალაუფლებისკენ სწრაფვა, აბსოლუტური კონსპირაციულობა, თითოეული თითოეული მოვლენის გათვლა და უნიკალური ინტუიციური შესაძლებლობები – ეს ყველაფერი დიდწილად განსაზღვრავს ამ საიდუმლოებით მოცული პერსონაჟის ინტელექტს.

მას არ აქვს არაფერი, რაც არ გაივლის რისკის შეფასების შინაგან ფილტრს, ყველაფერი წინასწარ განხილული და მოფიქრებული აქვს: დაცვის ყველაზე მძლავრი სისტემა და უძლიერესი სტრატეგიული ტალანტი ამ ვექტორის წარმომადგენლებს უღელვებს ფანტაზიებს. შევხედოთ ყნოსვის ვექტორიანის ინტელექტის მუშაობის დეტალებს.

ყნოსვის ვექტორიანი ავსებას ჰპოვებს ძალაუფლების ფლობით და ასეთი რეალიზებისკენ სწრაფვა მას უბიძგებს იბრძოლოს გავლენის მოპოვებისათვის. ამ ვექტორის მატარებლები ბრწყინვალედ ახერხებენ ორიენტირებას ნებისმიერ გარემოში. ახალ ჯგუფში მისვლისას, ის მაშინვე გამოარჩევს იმ სუბიექტს, რომლის ხელშიც ძალაუფლებაა თავმოყრილი და იწყებს მასთან ფრთხილად დაახლოვებას. რა თქმა უნდა ამის განხორციელება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელი მზადაა ითანამშრომლოს ჩვენს ,,გმირთან“. ასეთ ადამიანდ ყველაზე ხშირად გვევლინება ურეთრალის ვექტორიანი ბელადი, რომელსაც თავისი ცხოველური ალტრუიზმის წყალობით შეუძლია ნებისმიერის მიღება.

ბელადთან დაახლოებას შეიძლება მოყვეს წინააღმდეგობა ჯგუფის სხვა წევრების მხრიდან. ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე შეიძლება საერთოდ ,,თამაშგარე“ აღმოჩნდეს და ყნოსვა ამას აკეთებს ძალიან სწრაფად და რაც მთავარია – ის ახერხებს დარჩეს ,,სუფთა“ და დაიზღვიოს თავი დადანაშაულებისგან.

თანდათანობით, ყნოსვის ვექტორიანი თითქოსდა შემთხვევით აწვდის ბელადს საკუთარ იდეებს, ისე, რომ ბელადი ფიქრობდეს, თითქოს ეს გადაწყვეტილება მისი მიღებულია. რაღაც დროის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ბელადის თითქმის ყველა გადაწყვეტილების ავტორი ჩვენი ,,რუხი კარდინალია“, რითაც პრინციპში საბოლოოდ მყარდება მისი პოზიციები.