ყნოსვითი ფსიქოტიპის გამოვლინებები

მოცემულ ლექციაში ზოგადად განვიხილავთ ყნოსვის ვექტორს და მის კომბინაციებს. თუმცა მანამდე საჭიროა, რამოდენიმე სიტყვით განვიხილოთ თავად ყნოსვითი ფსიქოტიპის არსი. ყნოსვის ვექტორის ფუძეა რანჟირება. ყნოსვის ვექტორი ძალიან საინტერესო, იშვიათი, ყველა მხრივ გასაიდუმლოებული ვექტორია. შეგახსენებთ, რომ ეს ვექტორი გახსნა ვიქტორ ტალკაჩოვმა (რომელსაც სხვათა შორის თვითონაც ჰქონდა ეს ვექტორი) და წარმოადგინა თუ როგორ ფიქრობს ის და მისი აზროვნების ტიპის აღწერას შეურჩია ზუსტი სიტყვა – ინტუიციური აზროვნება. ვიქტორ ტალკაჩოვმა აღწერა ყნოსვის ვექტორის ინტუიცია საკუთრი თავიდან ძალიან ზუსტად. მისი აღწერისას მას მოჰყავდა ასეთი მაგალითი, რომ მამრი კალია გრძნობს მდედრ კალიას 5 კმ დისტანციით. ის მას გრძნობს სუნით. არის ამ სუნის მატარებელი ისეთი მოლეკულა, რომელსაც შეიგრძნობს ყნოსვა. ბურლანმა განავითარა ეს ფერომონების დონემდე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის რასაც გრძნობს ყნოსვა არ არის მხოლოდ ფერომონები. ფერომონებს შეიგრძნობს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ახლა კითხულობს ამ ლექციას, ისიც გრძნობს ფერომონებს. ფერომონები ეს იმ სუნის ფიზიკური გამოვლინებაა, რომლითაც შეიგრძნობს ყნოსვა. მაგრამ რა იმალება ამ სუნის ქვევით, ეს საერთოდ სხვაა, ესაა ადამიანის ეგო, მისი მიღების სურვილის ფორმა. ყნოვის ვექტორის ინტუიციის მექნიზმის მუშაობა მდგომარეობს იმაში, რომ ის შეიგრძნობს ცოცხალი ნივთიერების კაფსულის მდგომარეობას, მდგომარეობას კონკრეტულ მომენტში მოცემული ეგოიზმისა.

ყნოსვითი ფსიქოტიპი ინტუიტიურად გრძნობს ადამიანის ეგოს, მის ფარულ სურვილებს, მისი ,,მინდას“ ფორმას და აძლევს მას ჯგუფისთვის საჭირო მიმართულებას. ამ ფუნქციის შესრულებას ჭირდება განსაკუთრებული სტრატეგიული აზროვნება.

ვიაჩესლავ იუნევის რუსულ ჯგუფში გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ ყნოსვის ვექტორიანს სურს მხოლოდ ძალაუფლება, რომ მისი მიზანი მხოლოდ ძალაუფლების ძაფების ხელში აღებაა და ამის მიღმა არ დგას რაიმე სხვა სურვილი. ეს ფუნდამენტური შეცდომაა და გვაძლევს ყნოსვის ვექტორის სრულიად არასწორ გაგებას. რეალურად ყნოსვის ვექტორი, საკუთარი არსით, მატერიის (ფიზიკური სამყაროს) მცველია. ის თავისი მთელი არსით მატერიისთვის შენარჩუნების, მისი საფრთხისაგან დაცვისკენაა მიმართული. ძალაუფლემა მისთვის ამის მიღწევის ერთადერთი საშუალებაა. მისი პირველადი მიზანია გადარჩეს ნებისმიერ ფასად. ის ჯგუფს იცავს არაცოცხალი დონის საფრთხეებისაგან, არიდებს მას დაზიანებული ფსიქიკიდან გამომავალ საფრთხეებს, ჯგუფისგან აცალკევებს არასაჭირო ინდივიდებს. ამ ურთულესი ფუნქციის შესასრულებლად ყნოსვას ჭირდება ძალაუფლება.

ამ ფსიქოტიპს, აქვს უნარი შეიგრძნოს ნებისმიერი ადამიანის ფუნქციური როლი და მიუჩინოს მას ჯგუფში საკუთარი ადგილი, მაგრამ მას არ შეუძლია ჯგუფი დამოუკიდებლად მართოს, გაუძღვეს მას მომავლისაკენ. ამისთვის არც სმენური აბსტრაქტული აზროვნება აქვს და არც ურეთრალური ,,არწივის მზერა“ (სრული სურათის ხედვის უნარი). მას შეუძლია შეიგრძნოს არსებული სიტუაციიდან, ან კონკრეტული ინდივიდიდან გამომდინარე საფრთხე და უზრუნველყოს მისი არიდება, მაგრამ არ შეუძლია გათვალოს მთლიანი ჯგუფის მომავალი.

მაშინ როგორ უნდა უზრუნველყოს ძალაუფლების ძაფების საკუთარ ხელში თავმოყრა? მართალია მას არ აქვს ძალა ჯგუფის დამორჩილებისათვის, მაგრამ ის ფლობს თითოეულის ეგოს დანახვის უნარს. ყნოსვის ვექტორიანმა იცის, რომ დამოუკიდებლად ვერ გადარჩება, სასიცოცხლოდ მას აუცილებლად ჭირდება ჯგუფი. ის ჯგუფის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ჯგუფი – მისას. ამ ყველაფერს ის აღწევს ბელადზე (ურეთრალურ ფსიქოტიპზე) გავლით. ურეთალი აზროვნებს პოტენციალებით, ის ,,ხედავს“ როგორც ჯგუფის, ისე მისი შემადგენელი ელემენტების პოტენციალსა და საჭიროებას. ბელადმა იცის, რომ ყნოსვის ვექტორიანი ფლობს ინტუიციის გასაოცარ უნარს, შეუძლია წინასწარ ,,იყნოსოს“ ნებისმიერი საფრთხე და გააფრთხილოს ჯგუფი. ამიტომ ეს ორი ფსიქოტიპი ქმნის ერთგვარ კოალიციას: ურეთრალი ჯგუფის სათავეში, ხოლო ყნოსვა ბელადის უკან, მის სტარტეგიულ მრჩევლად. სწორედ ბელადზე გავლით იღებს ის ხელში ძალაუფლებას.

(სრული ტექსტი იხილეთ სვფ-ს ფასიან ჯგუფში)

 

ავტორი: სერგო ღამბაშიძე