ყნოსვითი ფსიქოტიპის გამოვლინებები (2)

როდესაც ვსაუბრობთ ყნოსვის ვექტორის კომბინირებაზე ქვედა ვექტორებთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ყნოსვა დომინანტი ვექტორია. ამიტომ მისი სურვილები უპირობოდ დომინირებენ ოთხიდან სამ ქვედა ვექტორთან (კუნთი, ანალი, კანი). თუმცა ამის მიუხედავად, დართული ვექტორი მნიშვნელოვნად ცვლის არა მხოლოდ ყნოსვის ვექტორის გარეგან გამოვლინებას, არამედ მის ფუნქციურ მოდელსაც. ანალ-ყნოსვა და კან-ყნოსვა, ორი რადიკალურად განსხვავებული ყნოსვის ვექტორიანია, განსხვავებულია მათი სარეალიზაციო სფერო და ფუნქციური მოდელი. სიტუაცია მნიშვნელოვნად იცვლება მაშინაც, როდესაც ყნოსვის ვექტორიანს ერთვის კანიც და ანალიც. რა თქმა უნდა, აქ უკვე გადამწყვეტ როლს თამაშობს ის, თუ რომელი მათგანია სცენარში.

სვფ-ს რუსულ ჯგუფებში გავრცელებულია ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა. კერძოდ: რუსულ ჯგუფებში (ბურლანიც და იუნევიც) საუბრობენ, რომ ყნოსვის ვექტორიანის უმთავრესი რეალიზაციაა: იყოს ბელადის მრჩეველი. ეს მთლად ასე არ არის. რეალურად რუსულ ჯგუფებში განხილული ყნოსვითი ფსიქოტიპის დახასიათება არ სცება კან-ყნოსვას, ხოლო დანარჩენი კომბინაციები თითქმის ყურადღების მიღმა რჩება. საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა კომბინაციაში ყნოსვის ვექტორიანის ფუნქციური რეალიზაცია სხვადასხვაა. თუ კან-ყნოსვა ფუნქციურად ნამდვილად ბელადის მრჩეველია, ურეთრალ-ყნოსვა უკვე თავადაა ბელადიც და მრჩეველიც, ხოლო ანალ-ყნოსვა ჯგუფის უსაფრთხოებაზე საერთოდ სხვა მოცემულობიდან ზრუნავს.

თუ ყნოსვის ვექტორს ერთვის ანალური ვექტორი, ეს მის ინტუიციას ამარაგებს კიდევ ერთი უნიკალური მექანიზმით: ინფორმირებულობით. ანალური ვექტორი, თავისი არსით მიდრეკილია ინფორმაციის დაგროვება-დაარქივებისაკენ. ის აგროვებს ინფორმაციას და აარქივებს საკუთარი ტიტანური მეხსიერების საწყობში.

როდესაც წარსულიდან გადმოსული ინფორმაცია და ფენომენალური მეხსიერება, ერწყმის ინტუიციას, მათი სიმბიოზი ქმნის უნიკალურ მექანიზმს. ანალ-ყნოსვა, ეს ინფორმირებული ყნოსვაა, მას შეუძლია იცოდეს უწვრილმანესი დეტალები, იყოს ნებისმიერი მოვლენის საქმის კურსში. მის ხელთ არსებული ინფორმაცია კი საოცრად ეხმარება მის ფენომენალურ ინტუიციას. თუმცა მეორე მხრივ, ანალური ვექტორის მცირედი დაზიანების შემთხვევაშიც კი, ანალური ვექტორის სადიზმი, ერწყმის ყნოსვის ვექტორის ბუნებრივ სისასტიკეს და სიბრალულის უქონლობას, ამიტომ ამ კომბინაციაში არც თუ ისე იშვიათად გვხვდებიან სადისტი მანიაკები, დესპოტები, ინკვიზიტორები და ა.შ.

ყნოსვის ვექტორიანი ფლობს ადამიანის ცხოველური ბუნების, მისი ეგოიზმის შეგრძნების უნარს და მისით მანიპულირების შესაძლებლობას. მას შესანისნავად ესმის, რომ მისი უსაფრთხოება დამოკიდებულია ჯგუფის გადარჩენაზე. მეტისმეტად დაზიანებულ ინდივიდს (შეშლილ სმენას, აწყვეტილ ურეთრალს, ვექტიმურ კან-ვიზუალს და ა.შ.), შეუძლია მთელი ჯგუფი დაღუპოს, ამიტომ ყნოსვა ასეთ ადამიანებს იშორებს, ან ჯგუფისგან იზოლირებას უკეთებს. ყნოსვის ვექტორიანს აქვს ადამიანის ქვეცნობიერის ინტუიციურად შეგრძნების უნარი, ხოლო ანალურ ვექტორთან ერთად მის ამ უნარს ემატება ინფორმირებულობა რაც ანალ-ყნოსვას ბრწყინვალე ფსიქიატრად აქცევს (ხოლო თუ ვიზუალიც ერთვის – ფსიქოტერაპევტადაც).

(სრული ტექსტი დაიდება სვფ-ს ფასიან ჯგუფში)

 

ავტორი: სერგო ღამბაშიძე