ყნოსვითი ფსიქოტიპის გამოვლინებები (4)

ურეთრალ-ყნოსვა

ურეთრალ-ყნოსვები იყვნენ მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული მხედართმთავრები და დამპყრობლები: თემისტოკლე, ჰანიბალი, იულიუს კეისარი, სალადინი, ჩინგიზ ყაენი, თემურ ლენგი, იასუ ტოკუგავა, გიორგი ბრწყინვალე, ერნან კორტესი, შაჰ აბას პირველი, იოსებ სტალინი.

როცა ეს ორი ვექტორი ერთ ადამიანშია გამოვლენილი, მაშინ მას საზოგადოების დამოუკიდებლად მართვა შეუძლია და ამასთან ერთად ყველა საფრთხეს წინასწარ გრძნობს რაც რომელიმე წამოწყებას შეიძლება დაემართოს. ბელადი და მრჩეველი ერთ სხეულში ხვდება, ასეთი შერწყმა კი ურეთრალს შორსმჭვრეტელობას სძენს რასაც თავის მხრივ მეტი წარმატება მოაქვს. ის ერთდროულად არანჟირებს და სამყაროში გარღვევასაც ახდენს. შეუძლია უფრო უკეთ გათვალოს და უკეთ გაუგოს ჯგუფის ყველაზე შორს მდგომ წევრს (ის რაც არ ყოფნის ურეთრას – ის ვერ ხედავს სრულ სურათს და ვერ უკვირდება დეტალებს) და ამავე დროს მთელი ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. თუ ადამიანს ყველაზე განვითარებული სმენის ვექტორი აქვს, მაშინ ის ურეთრასთან ერთად ყნოსვაზე დომინირებს, ყნოსვა კი ამ ორი ვექტორის დასახმარებლად მოქმედებს.

თავის მხრივ ურეთრალური ვექტორი ყნოსვის ინტუიციას და მანიპულატორობას, აჯილდოებს ჯგუფისგან უკუკავშირის მიღების უნარით. ურეთრალ-ყნოსვა, სხვა ყნოსვებისაგან განსხვავებით, ჯგუფის წევრთათვის არაა მიუღებელი და საზიზღარი. პირიქით – ესაა გამორჩეული ინტუიციით და სტრატეგიული უნარებით დაჯილდოებული სარდალი. ბელადი, რომელმაც ზუსტად იცის ჯგუფის თითოეული წევრის ამბები. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ურეთრალ-ყნოსვამ იცის მისი ჯგუფის თითოეული წევრის ცხოვრების უმნიშვნელო წვრილმანებიც კი და მათი სატკივარი საკუთარივით მიაქვს გულთან (არსებობს თქმულება, რომ იულიუს კეისარმა თავისი ყველა ლეგიონერის და მათი ოჯახის წევრების სახელებიც კი იცოდა). ბელადი, რომელიც არა მხოლოდ გენიალური მხედართმთავარი, არამედ კარგი და ჯგუფის თითოეულ წევრზე მზრუნველი პიროვნებაა.

სინამდვილეში ასეთი უნიკალურობა განპირობებულია ამ ორი ვექტორის თვისებათა შერწყმით. როცა ყნოსვით ინტუიციციურობას და სტრატეგიულობას ერთვის ურეთრალური არწივის ხედვა, ვნება და გულმოწყალება, თვისებათა ეს გაერთიანება გვაძლევს გამორჩეულ ბელადს, ერთდროულად ლომსა და მელას. გენიალურ მხედართმთავარს და მოქნილ დიპლომატს. ადამიანს რომელსაც ერთდროულად შეუძლია არმიის მეთაურობაც და მოლაპარაკებათა წარმართვაც. ურეთრალს, რომლისთვისაც დამარცხება არ ნიშნავს უპირობოს სიკვდილს (როგორც ეს სხვა ურეთრალების შემთხვევაშია) და რომელსაც მარცხის გამარჯვებით შეცვლა შეუძლია.

იმისთვის რომ მეტი გავიგოთ ურეთრალ-ყნოსვის, ამ ლომ-მელიის მოქმედების მექანიზმებზე, მაგალითად მოვიყვანოთ ურეთრალ-ყნოსვა იულიუს კეისარი. და ორი მაგალითი მისი ცხოვრებისეული ქმედებებიდან. ერთი კარგად აღწერს ურეთრალ-ყნოსვას ბრძოლაში, მეორე კი პოლიტიკაში:

1) როდესაც მას დაუპირსპირდა გნეუს პომპეუსი, მთელ რომში სახელგანთქმული და იმ დროისთვის უძლიერესი სარდალი. თუ ამ დაპირისპირების ქრონიკას გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ მთელი ამ დაპირისპირების მანძილზე, პომპეუსის მხარეს იყო ცალსახა უპირატესობა, როგორც ხალხის, ისე ფინანსური თუ სხვა რესურსების მხრივ, მას მხარს უჭერდა რომის სენატიც. მაგრამ კეისარმა საბოლოოდ მაინც მოახერხა მისი დამარცხება.

როდესაც პომპეუსის ჯარების იმედით, რომის სენატმა კეისარი კანონგარეშედ გამოაცხადა, მას მხოლოდ ერთი ლეგიონი ჰყავდა (ისიც ამბოხებულები), მაგრამ კეისარი მარტო მივიდა ამბოხებულ ლეგიონში და არათუ ამბოხი ჩაახშო, არამედ სიკვდილითაც კი დასაჯა ამბოხის მეთაურები. მან ყნოსვურად ,,გათვალა“ საკუთარი ავტორიტეტის ძალა, კუნთის და ანალის ვექტორიან ლეგიონერებთან. შემდეგ კი ურეთრალურად ისე სწრაფად ჩაიყვანა ჯარი რომში, რომ პომპეუსმა არათუ ჯარის შაეკრება, გაქცევაც ძლივს მოასწრო. მოგვიანებით პომპეუსმა მაინც მოახერხა ჯარის შეკრება და ერთ ბრძოლაში კეისარი კიდეც დაამარცხა, მაგრამ ამ გამარჯვების გამოყენება ვერ შეძლო. დამარცხებული კეისარი (რომლის ადგილზეც ნებისმიერი სხვა სადღაც გადაიკარგებოდა) ელვისსისწრაფით მოტრიალდა და პომპეუსის ლეგიონები ისე დაამარცხა, პომპეუსმა გონს მოსვლაც ვერ მოასწრო.

2) კვლავ იულიუს კეისარი, მას სურდა გაეტანა სენატში კანონი ,,მიწის რეფორმის” შესახებ. გასაგებია, რომ იულიუს კეისრის ამ კანონს ყავდა როგორც მომხრეები – ისე მოწინააღმდეგეები. მისი ერთერთი მოწინააღმდეგე თვით რომის კონსული იყო. ერთ მშვენიერ დღეს რომის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი შეიკრიბა ქალაქის მთავარ მოედანზე, იმისთვის რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი გადაეჭრათ. ერთი მხრივ თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ კაცობრიობა მაშინ განვითარების ანალურ ფაზაში იმყოფებოდა. კაცობრიობას ანალური ფასეულობები და ავტორიტეტებით აზროვნება წარმართავდა, ამიტომ მოქალაქეებს არ ჰქონდათ უფლება ხმის მიცემა მანამ დაეწყოთ, სანამ კონსული არ იტყოდა, რომ ღმერთები ამ კანონის წინააღმდეგნი არ არიან. ეს იმ დროისთვის იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ, რომ მაშინაც კი თუ კონსული დროს წელავდა და ელოდა ,,ღმერთების ნიშანს”, რომის მთავარ მოედანზე შეკრებილი ხალხი მაინც ხმისამოუღებლად ელოდა თუ როდის გამოვიდოდა და რას იტყოდა კონსული. რომის მაშინდელ კონსულს კი ,,მიწის კანონის” განხილვა არანაირად არ სურდა. ამიტომ მან ხალხს უთხრა: ,,ღმერთები ნიშანს არ იძლევიანო”. შეიძლება დღეს სასაცილოდ გეჩვენებათ, მაგრამ მაშინდელი ხალხისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი იყო. რა მოიმოქმედა ურეთრალ-ყნოსვა კეისარმა? კეისარმა განახორციელა ძალზე უბრალო ქმედება, მან ხალხს მოუწოდა იმდროისთვის გაუგონარი რამის გაკეთებისკენ, კერძოდ თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობს კონსული. თუ კონსულს ასე სურს შეუძლია სიკვდილამდე ელოდოს ,,ღმერთების ნიშანს”, ჩვენ კი ვიმოქმედოთო. მან გამოიყვანა გარეთ რომის მთელი მოსახლეობა და სახალხო განხილვით და კონსულის გვერდის ავლით, მიიღეს ,,კანონი მიწის შესახებ”. ამით დაირღვა მრავალსაუკუნოვანი და მანამდე ხელშეუხებელი ტრადიცია.

 

ავტორი: სერგო ღამბაშიძე