ყნოსვის ვექტორიანის წყვილში ურთიერთობები

 

ყნოსვის ვექტორიანებს ხშირად აქვთ დემონური ქარიზმა, რაც უცნაურად ატყვევებს საპირისირო სქესს. ყნოსვები არ არიან ლამაზები, მომხიბვლელები, ერთი შეხედვით არც სექსუალურები, თუმცა მათი ქარიზმის ,,გაძლება“ ნებისმიერს უჭირს.

ყნოსვის ვექტორიანები წყვილში ხშირად რანჟირდებიან სხვა ყნოსვებთან, მათ კარგად ესმით ერთმანეთის, აქვთ ერთნაირი ინტერესები და ერთმანეთს ეხმარებიან წარმატების მიღწევაში, ეს არ არის ვნებიანი ურთიერთობა, უფრო საქმიანი გარიგებაა.

თუ ყნოსვა მამრს ერთვის ანალი, მას არცთუ იშვიათად უჩნდება ლტოლვა ურეთრალი მდედრისადმი. ერთი მხრივ ეს მას საშუალებას აძლევს რანჟირდეს ბელადთან (ყნოსვურად) და მასზე გავლით მიიღოს ჯოგზე ძალაუფლება. ხოლო მეორე მხრივ საქმე გვაქვს ბუნებრივ ლტოლვასთან.

თუ გახსოვთ ანალურ ვექტორში ვთქვით, რომ ანალი მამრი ირჩევს ურეთრალ მდედრს, ხოლო ურეთრალი მდედრი თავის მხრივ ხსირად თანხმდება ანალს დროებითი წყვილის შექმნაზე, თუმცა როგორც წესი ეს ურთიერთობა დიდხანს არ გრძელდება. თუმცა როდესაც საქმე ეხება ანალ-ყნოსვა მამრს და ურეთრალ მდედრს, ამ შემთხვევაში შესაძლოა შედარებით ხანგრძლივი ურთიერთობაც მივიღოთ. რადგან არსებობს უკუკავშირი ურეთრალი მდედრის მხრიდანაც. ანალს საკმაოდ დიდი ლიბიდო აქვს და შეუძლია გაუძლოს ურეთრალი მდედრის მხურვალებას, ხოლო ყნოსვის დემონური ქარიზმა ასევე იზიდავს ურეთრალ მდედრს.

თუმცა პირიქით (ანალ-ყნოსვა მდედრი და ურეთრა მამრი) ეს ურთიერთობა არ მუშაობს, რადგან ყნოსვა მდედრი ურეთრალ მამრს ვნებას არ აღუძრავს, შესაძლოა მათ ჰქონდეთ ერთდღიანი ურთიერთობა, მაგრამ არა ხანგრძლივი რომანი.

ყნოსვის ვექტორიანებს არც თუ იშვიათად უჩნდებათ ლტოლვა კან-ვიზუალებისადმი. ეს გამომდინარეობს მათი ფუნქციიდან (შეარჩიონ ბელადისთვის კან-ვიზუალი მდედრი). თუ კან-ვიზუალი ყნოსვის (ეს ერთნაირად მუშაობს როგორც ყნოსვა მამრის, ისე ყნოსვა მდედრის შემთხვევაში) ვნების ობიექტი გახდა, მას პრაქტიკულად არ უტოვებს შეწინაღმდეგების შანსებს. ყნოსვა ნელა და მიზანმიმართულად აქცევს ლტოლვის ობიექტს თავის მარწუხებში, მანიპულირებს მისი შიშებით, სტრესებით, ეცნობა მის სუსტ მხარეებს, შეიძლება ითქვას, რომ ,,მის სულში ძვრება“. მალე ის შეუცვლელი ხდება კან-ვიზუალისათვის, კან-ვიზუალს ეჩვენება, რომ ყნოსვა მას უფრო უკეთესად იცნობს, ვიდრე თვითონ საკუთარ თავს და რაღაც აზრით ეს ასეცაა, რადგან ყნოსვამ ყველაზე უკეთ იცის სხვების ფარული სურვილები (ისეთებიც კი, რომლებშიც ადამიანები საკუთარ თავს არ უტყდებიან).

თუმცა არსებობს ყნოსვის ვექტორიანის მეორე, უკიდურესად ბნელი მხარეც. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თუ ვექტორი დარჩა განუვითარებელი, ის გადადის არქეტიპულ მდგომარეობაში. ყნოსვის ვექტორიანის არქეტიპულ რეალიზაციაში შედიოდა ჯოგის არასასურველი ელემენტებისგან გაწმენდა. განსაკუთრებით ბელადის დაცვა ვიქტიმური სცენარის მქონე კან-ვიზუალისაგან და ამ მდედრის მოშორება. დღეს განუვითარებელი ყნოსვები ხშირად ხდებიან მანიაკი მკვლელები, რომლებიც ნადირობენ ვექტიმურ კან-ვიზუალებზე და გუდავენ მათ. ხოლო თუ ყნოსვას ერთვის ანალი ნაწყენ მდგომარეობაში, შესაძლოა მსხვერპლი კიდეც გააუპატიუროს.

 

სტატიის ავტორი: ს.ღამბაშიძე.