ყნოსვის ვექტორიანი მანიაკი

ასეთები ხშირად ხდებიან სერიული მკვლელები, მზაკვრები, მოუხელთებლები და დაუნდობლები. მათი ქმედებების წინაშე შეიძლება შიშით ძრწოდეს ნებისმიერი ქალაქის მოსახლეობა. სწორედ ასეთი მანიაკები გუდავენ ვექტიმურ მდგომარეობაში მყოფ კან-ვიზუალ მდედრებს, ისინი ამით ასრულებენ თავის არქეტიპულ როლს. ყნოსვის ვექტორიანში მელანქოლიის მდგომარეობა ახდენს ემოციათა გაძევებას, ემოციათა არქონა კი მას უქმნის მეტ-ნაკლებად კომფორტულ მდგომარეობას. ყნოსვის ვექტორიანები გრძნობენ სხვა ადამიანებს, მათ ფერომონებს (ფერომონები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომლებსაც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის სპეციალური უჯრედები და ენდოკრინული ჯირკვლები გამოიმუშავებს. მათ შედარებით მცირე მოლეკულური მასა აქვთ და ჰაერში უმნიშვნელო კონცენტრაციით მოხვედრის შემთხვევაშიც კი მაღალ აქტიურობას ამჟღავნებენ. ფერომონებს საკმაოდ მრავალფეროვანი ქიმიური შედგენილობა აქვთ. ცნობილია შიშისა და განგაშის, სქესობრივი სიმწიფის, ქცევის, სიხარულის, სიყვარულისა და ვნების ფერომონები. ყველა მათგანი მფრინავი არომატია, ადვილად გამოიყოფა ჰაერში და სწრაფადვე იშლება.), მათ სუნებს და ემოციებს. ყველაზე მძლავრი სუნი ესაა ვექტიმური კან-ვიზუალის გამოცემული სუნი სიკვდილის შიშისას. კან-ვიზუალი გოგონას გაგუდვისას, ყნოსვა იმყოფება მელანქოლიის მდგომარეობაში (შესაბამისად არ განიცდის არანაირ სიბრალულს), კან-ვიზუალის შიში სიკვდილის წინაშე და ამ დროს მის მიერ გამოშვებული ფერომონების სუნი, ყნოსვის ვექტორიან მანიაკს უზარმაზარ სიამოვნებას ანიჭებს.