ყნოსვის ვექტორის როლი ისტორიის მანძილზე

ყნოსვა კუნთურ ფაზაში

აზრობრივად დავბრუნდეთ 40 000 წლით უკან: მშვენიერი ეპოქა, როდესაც მთელი კაცობრიობის ჯოგი ერთი მთლიანობა იყო და ყველა ასრულებდა სამუშაოს არა საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი თემისთვის. აქედან იწყება ყნოსვის ისტორია. ვინ გამოეყო პირველად ჯოგს და განიცადა სხვებისგან გაუცხოების გრძნობა, მოყვასის მიუღებლობა? რა თქმა უნდა ყნოსვის ვექტორიანები. სანამ სხვები მთლიანის ნაწილად გრძნობდნენ თავს, ყნოსვა უკვე ხვდებოდა, თუ რა მძიმე იყო მისთის ამ „ჯოგთან“ ცხოვრება. თემის წევრები საუბრების მოსმენა მათ პრობლემებზე, ავადმყოფობებზე, შიშებზე და სხვა განწყობებზე, ერთი მხრივ – მთელი გამოცდაა ყნოსვის ვექტორიანისთვის. მეორე მხრივ კი – პოზიტიური ეფექტი იმაშია, რომ შესაძლებელია გაიგო ჯგუფზე ყველაფერი და უფრო მეტიც.

სხვათაშორის, სწორედ ეს ცოდნა აძლევს საშუალებას ყნოსვას, რომ ნელ-ნელა ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. შესაძლოა დაგებადათ კითხვა: „და ურეთრალური ბელადი როგორღაა?“ გპასუხობთ: ძალიან მარტივად. ბელადი უპირობოდ არსებობს. იგი ჯგუფის წინაა, ჯგუფი მის გარშემოა, მაგრამ ნამდვილი ძალაუფლების მქონე ადამიანი არასოდეს წარმოაჩენს მას გარეგნულად. ყნოსვები საერთოდ ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობენ: მათ ბევრი არც სჭირდებათ, ისევე, როგორც არ სჭირდებათ თავიანთი ცოდნისა და რესურსების ჩვენება. ბელადი ტახტზე – სამიზნეა. სწორედ მას ჩამოაგდებენ ან მოიტაცებენ, და არც კი იფიქრებენ მასთან ბრძოლას, ვინც ჩრდილშია.

ყნოსვის ვექტორიანი მრჩეველი ყოველთვის ბელადის გვერდითაა, ყურში ჩასჩურჩულებს მას საჭირო გადაწყვეტილებებს და სვლებს, და გამუდმებით აკვირდება ჯგუფს. წარმოიდგინეთ: ბელადმა ვიღაცის სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. მაცნემ მთელ ქალაქს ამცნო ეს ამბავი. ყველა შეიკრიბა და ადიდებს (ან პირიქით, აძაგებს) ბელადს. სწორედ ბელადს და არა მის მრჩეველს, მათ ხომ არც კი იციან, ვისია სინამდვილეში ეს გადაწყვეტილება.

მეორე მაგალითი: გადაწყვიტა ბელადმა ომის დაწყება. ვინ უკარნახებს, როდის ჯობია? რა თქმა უნდა ყნოსვის ვექტორიანი მრჩეველი. ბელადს პატივს სცემენ: იგი ახდენს ხალხის ორგანიზებას, მას უჯერებენ და ეშინიათ კიდეც მისი, მაგრამ ბელადი თავის დროზე სწორედ ყნოსვის ვექტორიანს უსმენს. როგორ მოიპოვებს ყნოსვა ბელადის პატივისცემას? ძალიან მარტივად: მან ყოველთვის უფრო მეტი იცის, ვიდრე დანარჩენებმა. სიტუაცია: ჯგუფში რომელიმე ადამიანი ავად გახდა და მოკვდა. ყნოსვა გრძნობს ხრწნის სუნს და დაიჟინებს, რომ გვამი უნდა დაიწვას. დანარჩენი ჯოგი წინააღმდეგია, რადგან აქამდე კი არ წვავდნენ, მარხავდნენ. ამასთან გარდაცვლილთან დამშვიდობებაც საჭიროა. დაემშვიდობნენ, და კიდევ ორი დაავადმყოფდა. ისინიც მოკვდნენ. ისინიც დამარხეს, და კიდევ ოთხი დაავადმყოფდა. ბელადი ხვდება, რომ ყნოსვა მართალი იყო და რჩევას ეკითხება. შედეგად – მრჩეველის დარიგებით ყველას გვამს წვავენ. შესაძლოა მათაც, ვინც ყველაზე ხმამაღლა გამოდიოდა  ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ყნოსვის ვექტორიანს დიდად არ იცნობენ, მაგრამ მისი ეშინიათ. ყველამ იცის, რომ იგი ბელადთან დაახლოებული პირია, შესაბამისად, როცა ყნოსვა შედის სადმე, სხვები ჩუმდებიან, რადგან ეშინიათ, ზედმეტი არ წამოსცდეთ. საზოგდოები ნება რომ ყოფილიყო, შუაზე გაგლეჯდნენ მრჩეველს, მაგრამ ბელადი უფრთხილდება მას. სწორედ ამიტომ არ ეხება არავინ – მეფის ბრძანებაა.

 

ყნოსვის ვექტორი ანალურ ფაზაში

ყნოსვის ისტორია ისე მოეწყო, რომ ანალური ფაზა კიდევ უფრო საინტერესო გახდა ამ ვექტორისთვის: ხელსაწყოების სპექტრი გაფართოვდა, რადგანაც ადამიანს ტვინი გაუჩნდა. რა ადვილია აუბნიო ეს ტვინი და აიძულო იფიქრონ ის, რაც საჭიროა. სმენებმა, მაგალითად, მისცეს ყნოსვას ასეთი ხელსაწყო, როგორიცაა რელიგია. უპირობოდ, ყნოსვებს არ სჯერათ მთელი ამ მცნებებისა და ქადაგებების, მაგრამ მოსწონთ, როდესაც საზოგადოება ამას უსმენს და მუხლს იყრის. ყველა რომის პაპი წარსულიდან მოყოლებული დღემდე იყვნენ და არიან ყნოსვები. თავად დაფიქრდით: რომის პაპი – ეს არაა უბრალოდ მღვდელი. მას უსაზღვრო ძალაუფლება და ხალხის ნდობა აქვს. სწორედ პაპს შეუძლია თავისი გამოსვლით, რომ შთააგონოს ადამიანები შტურმისკენ, ან პირიქით, დააწყნაროს გაავებული ბრბო. სწორედ რომის პაპმა დაადო თავზე გვირგვინი მონარქს. ხედავთ? იგივე სქემაა. ადამიანებს უყვართ და პატივს სცემენ მეფეს, მაგრამ ვინ დგას მის უკან?

გარდა რელიგიისა, ყნოსვის ვექტორიანმა მრჩევლებმა საუკუნის შუაში საკუთარი თავი დიპლომატიასა და დაზვერვაში იპოვნეს, და ასევე შეინარჩუნეს თავისი ძირითადი ფუნქცია – ბელადის მრჩეველი. ნამდვილი ძალაუფლება ყნოსვებს დარჩათ, მაგრმ დასანახად არ გამოჩნდნენ და იმპერატორების, ან თავად ღმერთის ჩრდილში დარჩნენ.