ყნოსვის ვექტორის მახასიათებლები

ყნოსვის ვექტორი – ინტუიცია. გამოვიდვარ იქიდან, რომ მათ ვინც ამ ლექციას ეცნობა უკვე გავლილი აქვთ კანის, ანალური და ურეთრალური ვექტორები. იმედი მაქვს ის საწყისი ბაზა, რაც ამ ლექციის გასაგებად არის საჭირო, უკვე ყველას აქვს. ყნოსვის ვექტორიანი ადამიანები, ვინ არიან ისინი? ოდესღაც თუ სადმე ოდესმე არსებობდნენ ადამიანები, ყველამ გაიარა პირველყოფილი მოწყობის საზოგადოება. როდესაც ჩვენ ვიყავით ერთ სხეულად შეკრულნი, ერთი მთლიანობა, კანის ვექტორიანებს არ შურდათ არავისი, ანალები იღებდნენ დამსახურებულად საკუთარ წილს, არავინ მათ არ ატყუებდა, არავინ არაფერს იხდიდა ჩვენს საიტზე, აი ამ დროსაც კი ჩვენს ჯგუფში მყოფებოდა ადამიანი, არასასიამოვნო, ამრეზით უყურებდა ყველას და ყველაფერს, რაც მის გარშემო იყო. არასოდეს ტოვებს სახეზე ამრეზილი გამომეტყველება ყველაფერთან მიმართებაში რასაც კი ხედავს, რასაც კი გრძნობს. და აი ასეთი ადამიანი იყო ჩვენს ჯგუფში და რა თქმა უნდა ის არავის უყვარდა. ვიზუალებს ეშინოდათ მისი ყოველთვის. ანალები გადასცემდნენ თაობიდან თაობას, რომ ეს არ იყო პატიოსანი ადამიანი, რომ მასთან ურთიერთობა არ შეიძლება. არაფერს კარგს არ მოუტანდა. (გრძნობდნენ თავისი ეროგენული ზონით). კანებს მისი ძალიან შურდათ, რადგან ის ყოველთვის ახერხებდა ყოველგვარი სიტუაციიდან გამოძვრომას და ყოველთვის ურეთრალის გვერდით იყო. არავის ის არ უყვარდა, მაგრამ ყველამ იცოდა თუ მას თითს მაინც დაადებდით, თუ ერთ ღერ თმას მაინც ჩამოუგდებდით, თავად ბელადი ჩამოგკიდებდათ ერთი ადგილით ყველაზე მაღალ ხეზე. ყველამ კარგად იცით ვინ არის ჩვენი ბელადი, გულკეთილი, გულუხვი, ბრძოლებში გამარჯვებული, ქალების ოცნება, ეჭვიანობის მიზეზი სხვა ყველა დანარჩენი მამაკაცებისთვის. სამართლიანი, გულუხვი, თუ ვისვენებთ-ვისვენებთ, თუ ვერთობით-ვერთობით, თუ ვისვრით-ვისვრით. თუ ვინმე ღირსია იჯდეს სამეფოს სათავეში რა თქმა უნდა ეს ბელადია, მაგრამ ყნოსვის ადამიანი მასზე გეტყვით, რომ ის სხვებისაგან დიდად არ გამოირჩევა, რადგან ის (ბელადი) როგორც ყველა სხვა, თავისი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავს. ეს არის მისი პრობლემა. სწორედ ამ პრობლემიდან გამომდინარე ჩნდება მათი (ყნოსვის და ურეთრალის) სიახლოვე. აი ამიტომაც ღელავს ბელადი მის უსაფრთხოებაზე. ბელადს შეუძლია მოიგოს ბრძოლა, შეუძლია ორიენტირება ბრძოლაში, შეუძლია გააქციოს მტერი, მაგრამ მას ვიღაცამ უნდა ურჩიოს, რომ ეს ბრძოლა დასაწყებია. მას შეუძლია დასაჯოს დამნაშავე, მას ყავს მეგობარი, ერთგული ჯარი, რომელიც ბელადის ერთი ხელის მოძრაობით გააკეთებს ყველაფერს რასაც უბრძანებს ურეთრალი. ურეთრალი და მისი ჯარი ეს ერთი მთლიანობაა. ეს არის განუყოფელი მუშტი ჯოგში, მაგრამ მას უნდა ურჩიოს ვიღაცამ ვინ როგორ დასაჯოს, თუ დააკვირდებით ნამდვილი ძალაუფლება ბელადის კი არა, ყნოსვის ვექტორიანის ხელშია. ბელადი ტერორისტებისა და სნაიპერის მიზანია. ზის ის ამაღლებულ სკამზე, თავი მოაქვს ვინ იცის რად. ტახტს აქვს ჩრდილი და ეს ჩრდილი ისეთი შავია, იქ ისეთი წყვდიადია, როგორც ადამიანის ქვეცნობიერში, სადაც შეიძლება ჩავარდე და კვალიც არ დარჩეს. ამ წყვდიადში ტახტის უკანა, მარცხენა მხრიდან ბელადს ესმის ყნოსვის ვექტორიანის მისიკვდილებული ხმა, ძლივს რომ ისმის, რომლითაც კარნახობს თუ რა უნდა გააკეთოს. არაფრის გაკეთება არ არის საჭირო, აი ასე. მის უკან გაბმულია ძალიან წვრილი, თითქმის უხილავი ძაფები, როგორც ქირურგიული ძაფები, რომელსაც ყნოსვა ათამაშებს და ჯოგს მიმართავს იქითკენ, საითკენაც იტყვის.

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში:https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=bookmarks

წყარო: http://academy8.ru/