ყნოსვის ვექტორის ფუძე

 

როგორც იცით, სვფ-ს დამფუძნებელი ვიქტორ ტალკაჩოვი, შემდეგ იური ბურლანი და ვიაჩესლავ იუნევიც თვლიან, რომ ყნოსვის ვექტორის ფუძე – ესაა რანჟირება. სვფ-ს ქართული ჯგუფი თვლის, რომ ეს შეცდომაა. რანჟირება – ესაა ყნოსვის ვექტორის ერთ-ერთი თვისება მოძრაობის დონეში. შეუძლებელია, რანჟირება ფუძე იყოს, რადგანაც ფუძე – ესაა ფუნქცია, რომელიც ფუნდამენტალურია ვექტორისთვის და მისგან ვლინდება ყველა სხვა თვისება.

ყნოსვის ვექტორის ფუძე – ესაა სისტემის (მატერიის) შენარჩუნება. გადაარჩინოს სისტემა (მატერია) ნებისმიერ ფასად – ესაა სამყაროში ყნოსვური ზომის უმაღლესი ფუნქცია და დანიშნულება. სწორედ ამ ფუნქციიდან ამოიზრდება ყნოსვის ვექტორისთვის დამახასიათებელი ყველა ის თვისება, რომლის საშუალებითაც იგი თავის სახეობრივ ფუნქციას ასრულებს, და რანჟირება – ერთ-ერთი რგოლია ყნოსვის ვექტორის 40 თვისებას შორის.

რანჟირებაც, ინტუიციური აზროვნებაც, ფარული მმართველობაც, ძალაუფლების ქსელის შექმნაც და ყველა სხვა თვისებაც, მას ამ უმთავრესი – ფუძისეული ფუნქციიის შესასრულებლად სჭირდება. და ყოველი კონკრეტული ყნოსვის ვექტორიანი ადამიანი მეტ-ნაკლებად და სხვადასხვა მასშტაბით განაპირობებს მთლიანი ყნოსვური ზომის მასშტაბით ამ ფუნქციის შესრულებას – დაწყებული პატარა ჯგუფის (სისტემის) შენარჩუნებით, დამთავრებული კაცობრიობის გადარჩენით.

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ყნოსვური ზომა სისტემის ერთგვარი ანტივირუსია.

სვფ-ს ქართული ჯგუფი განაგრძობს ვექტორული ფსიქოლოგიის განვითარებაზე და დახვეწაზე მუშაობას, და მომავალში ბევრ საინტერესო სიახლეს გპირდებათ!

 

სტატიის ავტორი: მამუკა გურული