ყნოსვის ვექტორი (ბურლანის მიხედვით)

დამახასიათებელი გამოთქმები:

ვინც გაფრთხილებულია – ის შეიარაღებულია…

სიჩუმეში ეშმაკები დააბიჯებენ…

არ ჩაყო შენი ცხვირი სხვის საქმეში…

 

საერთო მახასიათებლები:

რაოდენობა: 1%-ზე ნაკლები.

არქეტიპი: გადარჩეს ნებისმიერ ფასად.

სახეობრივი როლი: სტრატეგიული მზვერავი, ბელადის მრჩეველი, შამანი.

კომფორტის ფერი: იისფერი (მაგრამ ამჯობინებს, რომ ნაკლებად გამორჩეული რუხი ატაროს).

კომფორტის ფიგურა: ზიგზაგი.

ადგილი მეოთხედში: ენერგიის მეოთხედის შიდა ნაწილი, ინტრავერტი.

აზროვნების ტიპი: ინტუიტიური, არავერბალური, სტრატეგიული.

 

ფსიქიკის თავისებურებანი:

 

ადრე ითვლებოდა, რომ ადამიანური ყნოსვა – ცხოველური ბუნების ატავიზმია. მაგრამ სწორედ მისი წყალობით ხდება უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის აღქმა: გარდა გაცნობიერებული სუნებისა, იგი აღიქვამს გაუცნობიერებელს – ე.წ. ფერომონებს.

ნებისმიერი სენსორისგან ინფორმაციის ნაწილი ცნობიერებაში შედის, ნაწილი კი, ცნობიერების გვერდის ავლით, პირდაპირ არაცნობიერში ხვდება. ასე, მაგალითად, კანით ვგრძნობ, როგორ შემეხო სხვა ადამიანი, მაგრამ მაისურის გამუდმებულ შეხებას ვერ ვამჩნევ, ვერ ვაცნობიერებ.

იგივეა ყნოსვაზეც. ცხვირში არის რეცეპტორები, რომლებიც პასუხს აგებენ სუნების ცნობიერ დიფერენცირებაზე: სასიამოვნო – უსიამოვნო. ხოლო ეგრეთწოდებული «ნულოვანი ნერვი» განასხვავებს არა სუნებს, არამედ ფერომონებს. ფერომონები – საფუძველია ყველაფრის, რაც ადამიანებს შორის ხდება. მათი მეშვეობით ხდება ორი უმნიშვნელოვანი პროცესი: რანჟირება (ანუ რანგების შესაბამისად განლაგება) მამაკაცებში და ლტოლვის გაჩენა ქალებსა და მამაკაცებს შორის. სწორედ «ნულოვანი ნერვია» – ყნოსვის ვექტორიანის ეროგენული ზონა.

ფერომონები – არაცნობიერი სუნებია, რომლებიც ადამიანზე იმაზე მეტს ამბობენ, ვიდრე მას თავად შეუძლია თქმა. ისინი – ჩვენი ემოციების, მდგომარეობების, არაცნობიერი სურვილების ანარეკლია. იცვლება მდგომარეობა – იცვლება არაცნობიერი სუნიც. მეორე მხრივ, გარკვეულ სუნს შეუძლია გარკვეული ემოციური მდგომარეობა გამოიწვიოს ადამიანში.

ასე, სუნის შეგრძნებით, ყნოსვა  «იყნოსავს» თქვენს მდგომარეობასაც და თქვენს აზრებსაც. ყნოსვის ვექტორიანისთვის ამ აზრებს «სუნი ასდით» იმაზე მეტად, ვიდრე ყველაზე მყრალ ნაგავსაყრელს. მისთვის მთელი სამყარო ყველა შესაძლო სუნის წყაროა, და მათ შორის არ არსებობს სასიამოვნო სუნები. ყოველი მდგომარეობის, ყოველი აზრის სუნი გასცემს ადამიანური ბუნების ყველა არასრულყოფილებას, ყველა ნაკლს. ამიტომ მის სახეზე – გამუდმებული ზიზღის შეგრძნების ნიღაბია. დაბადებისას ყნოსვა მაშინვე ხვდება ამ მუდმივ «სიმყრალეში». მას ეზიზღება ადამიანები. მისი შეგრძნებაა: «თქვენ ყველანი ჩემზე დაბლა ხართ». იგი არ ისწრაფვის ადამიანებთან კონტაქტისკენ.

ყნოსვის არქეტიპია – გადარჩეს ნებისმიერ ფასად. გასაღები გადარჩენისკენ – ინფორმაციის ფლობაა. ყნოსვა ფერომონების აღქმის მეშვეობით ღებულობს უნიკალურ, სხვასთვის ყველასთვის მიუწვდომელ ინფორმაციას. სწორედ ეს აძლევს მას საშუალებას – მართოს, დაყოს, იბატონოს.

ამასთან არავინ არაფერი იცის თავად ყნოსვის ვექტორიანზე. იგი ყოველთვის გვერდზეა, მაგრამ ისე, რომ ყველაფერი თვალთახედვის არეში ჰქონდეს, და… ახლოს იყოს გასასვლელთან იმ შემთხვევაში, თუ გაქცევით მოუწევს თავის შველა. ყნოსვის ვექტორიანის სუნები დაფარულია, რათა თავად მისი «წაკითხვა» ვერავინ შეძლოს. სუნის არარსებობა გაუგებარი შიშის რეაქციას იწვევს სხვა ვექტორის ადამიანებში. თითქოს ვხედავთ ადამიანს, მაგრამ ის თითქოს არ არის: რადგან ვერ ვგრძნობთ მის სუნს, საერთოდ ვერ აღვიქვამთ მას, როგორც სულიერ ობიექტს. ამგვარად, ყნოსვის ვექტორიანი არაცნობიერ დონეზე ზემოქმედებს სხვა ადამიანებზე.

ყნოსვა მხოლოდ ჯოგის გადარჩენით რეალიზდება. მას ეზიზღება ყველა კაცუნა, პირველ რიგში კი მათი მყრალი სისულელე.

«ჩემი სიცოცხლე არაფერია, ჯოგის სიცოცხლე ყველაფერია», – ასე ფიქრბს ურეთრალი. ყნოსვას კი ადამიანები არცერთი აზრით და არცერთი მიზეზით არ აინტერესებთ, გარდა ერთისა: ჯოგი აუცილებელია საკუთარი თავის გადარჩენისთვის (ვერავინ გადარჩება მარტო). ასე ხდება პირველყოფილ ჯოგში ყნოსვა ბელადის მრჩეველი. იგი დაკავებულია შიგა კონტრდაზვერვით და გარე სტრატეგიული დაზვერვით.

გარე დაზვერვა – ესაა დაზვერვა ლანდშაფტის საფრთხეების შესახებ. როცა ვიზუალები მიმოიხედავენ და იტყვიან, რომ საფრთხე არაა, და როცა სმენები მიაყურადებენ და ასევე იტყვიან, რომ საფრთხე არაა, სწორედ ყნოსვა შენიშნავს რაღაც უცნაურს. მოვა და იტყვის, რომ იქით წასვლა არ შეიძლება. გაურკვეველია რატომ, მაგრამ ეს ასეც აღმოჩნდება. აღმოჩნდება, რომ იქ საფრთხე იმალებოდა.

შინაგანი დაზვერვა – ესაა დაზვერვა საფრთხეების შესახებ ჯოგის შიგნით. ჯოგი მხოლოდ მაშინ გადარჩება, თუ მასში ყველა თავის სახეობრივ როლს შეასრულებს. ამიტომ ყნოსვა ყველგან ყოფს თავის ცხვირს. თვალყურს ადევნებს, რომ ყველამ იმუშაოს, ყველამ თავისი სახეობრივი როლი შეასრულოს, და თავიდან იშორებს ჯოგისთვის უსარგებლო ინდივიდებს. აქედან მოდის ვიზუალების პირველყოფილი შიში ყნოსვებისადმი, რაციონალიზირებული სიტყვებით: «არაა კარგი ადამიანი, ვგრძნობ».

ურეთრალ ბელადსა და ყნოსვით მრჩეველს შორის არსებობს არაცნობიერი შეთანხმება. ურეთრალი – ერთადერთია, რომელიც იტანს ყნოსვას, რადგანაც იგი ბელადს ლანდშაფტზე გადარჩენის საუკეთესო გზას სთავაზობს. ყნოსვა კი იმიტომ ხდება ბელადის მრჩეველი, რომ ურეთრალი ჯოგის სიძულვილისგან იცავს მას.

ნებისმიერ ფასად გადარჩენის ამოცანას არ აქვს შესვენება არცერთი წამით, რადგანაც თუ პირობითად წარმოვიდგენთ, რომ მისთვის ბუნებაში არსებობს შესვენება თუნდაც ერთი წამით წელიწადში, მაშინ სწორედ ამ ერთ წამში დამთავრდება ყველაფერი.

ამიტომ ყნოსვის ეროგენული ზონა არასოდეს არ ისვენებს. მისი ძილი ყოველთვის ზედაპირულია. იგი ყველაზე კრიტიკულ მომენტში იღვიძებს, თვითონაც არ იცის რატომ. სწორედ ყნოსვები ხდებიან ისტორიის გმირები ამ ტიპისა: «შუაღამისას გავედი მაღაზიაში, ამ დროს კი ჩემი სახლი დაიწვა» ან «გადავწყვიტე შევყოვნებულიყავი სახლში და დავაგვიანე თვითმფრინავზე, რომელიც დაიმტვრა».

ყნოსვებს უნიკალური არავერბალური გონება აქვთ. მათ არ აქვთ გონება ამის ჩვეული გაგებით. ისინი არ აზროვნებენ ლოგიკურად, არ ახდენენ სიტუაციის ანალიზს, არ ცდილობენ მის წარმოდგენას, არ ცდილობენ ზუსტად აღწერას, სახელის დარქმევას. ამის ნაცვლად ყნოსვას გააჩნია უზუსტესი, მძლავრი, მკაფიო შეგრძნებები, თუ რა და როგორ უნდა გააკეთონ, დაფუძნებულია გარშემომყოფების ფერომონული ფონის აღქმაზე. ეს შეგრძნებები არ ლაგდება სიტყვებად და არ ითქმება ხმამაღლა.

 

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=bookmarks