ყნოსვის ვექტორი – განვითარება

ქველმოქმედება და ფილანტროპია ყნოსვის ვექტორიანის შესრულებით არის უზარმაზარი გავლენის მოპოვების მცდელობა.

განვითარების შესაძლებლობა ყნოსვის ვექტორში – ეს არის გავლენის სფეროს გაფართოებისა და ძალაუფლების საკუთარ ხელში თავმოყრის სწავლა. ფსიქიკის ამ დონეზე ვექტორული თვისებების წარმატებული რეალიზაციისას მისგან შეიძლება დადგეს მსხვილი პოლიტიკოსი, საერთაშორისო ინვესტორი და ფინანსისტი. ბუნებრივ ტემპერამენტზე დამოკიდებულებით იზრდება და ფართოვდება ყნოსვის ვექტორიანის ამბიციები.

წარმატებული, რეალიზებული ყნოსვის ვექტორიანი, მარიონეტებივით ძაფით ათამაშებს მთელ სახელმწიფოს. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ როგორ ხდება რევოლუციები, ჯერ ირღვევა ეკონომიკური და პოლიტიკური მდგრადობა, ჩნდება ახალი კულტურული ფასეულობები, და ხშირად არც ისე აშკარად შესამჩნევია რომ ამ ცვლილებების უკან დგას ყნოსვის ვექტორიანი. მხოლოდ მოგვიანებით გასაიდუმლოებული დოკუმენტის გახსნისას ან უშუალო მოწმეთა მონაყოლით, ჩვენამდე აღწევს რეალური ფაქტები მომხდარის შესახებ.

ყნოსვის ვექტორიანი ადამიანის ფასეულობები, ასე თუ ისე ტრიალებენ ძალაუფლების გარშემო. ყნოსვის ვექტორის დომინანტური ბუნება ყოველთვის ემორჩილება მისწრაფებას ძალაუფლებისკენ. ყნოსვის ვექტორი შესანიშნავად ინიღბება. იქმნება საინვესტიციო ფონდები, აქტიურდება საქველმოქმედო ფონდები, მიმდინარეობს ტოლერანტობის პროპაგანდა, გვიქადაგებენ მოთმინებას და გულმოწყალებას – და ეს ყველაფერი იმყოფება ყნოსვის ვექტორის ფხიზელი კონტროლის ქვეშ.

ყნოსვის ვექტორს არ გააჩნია კეთილშობილება და მორალი (თუ ვიზუალი არ ერთვის). არ განასხვავებს ცუდს და კარგს: ბუნების გამოუვლენელ კანონებში ნებისმიერი მოვლენა განსხვავდება მხოლოდ თავისი ინტენსიურობით და პოტენციური საფრთხით. სიკეთისა და სამართლიანობისკენ მოწოდება ყნოსვის ვექტორიანის შესრულებით – სხვა არაფერია თუ არა რეალური სურვილების შენიღბვა. ყოველთვის არსებობს მთავარი, გაცნობიერებული მიზანი ყნოსვის ვექტორიანისთვის – ესაა უსაზღვრო ძალაუფლება.