ყნოსვის ვექტორი – ინტელექტი

ყნოსვითი ინტუიტიური ინტელექტი ეფუძნება პოტენციური საფრთხეების და შესაძლებლობების შეგრძნების უნარს.

ნებისმიერ ვექტორს ადამიანში აქვს პრაქტიკულად მიუღწეველი იდეალური მდგომარეობა, იგულისხმება მისი ბუნებრივი ფუნქციების მკაფიო ავსება, გადახრების გარეშე. მაგრამ ადამიანი ფსიქიკურად არასტაბილურია. შესაძლებელია ფსიქიკის განსხვავებულ დონეზე წაბორძიკება: სადღაც გარემომცველი წრე ზედმეტად აგრესიულია, სადღაც გარეზემოქმედება არასაკმარისია, მაგრამ ტემპერამენტი თავისას ითხოვს. ეს წარმოშობს გადახვევას ვექტორის იდეალური თვისებებისგან, რომლებიც გამოიხატებიან როგორც მძიმე და დაუბალანსებელი მდგომარეობა. თუკი ადამიანი დისბალანსისას განიცდის სიძულვილს, მაშინ ადრე თუ გვიან, ეს სიძულვილი აისახება მის ქცევაზეც. მაშინ იგი სახიფათო ხდება მთელი ჯოგისთვის. ყნოსვით ზომას შეუძლია გამოავლინოს დისბალანსის მდგომარეობა, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის გამოვლინდება ქცევაში ან გარეგნობაში.

ყნოსვის ვექტორი გამოითვლის ნებისმიერი გამოვლინების პოტენციურ ეფექტს თავის სიცოცხლეზე. მოქნილი, მაგრამ გაუაზრებელი გათვლა, ეფუძნება შეგრძნებებს, და მისი საბოლოო მიზანია აღმოაცენოს პირადი ძალაუფლება და უსაფრთხოება, – სწორედ ესაა ყნოსვის ვექტორის ინტელექტის საფუძველი. მთელი ინფორმაცია სამყაროზე წარმოუდგენია როგორც ,,რუქა” პოტენციური საფრთხეებით. გვერდიდან სამყაროს ასეთი ხედვა მისტიკურად გვეჩვენება. ყნოსვის ვექტორიანი ადამიანს მიაწერენ მომავლის წინასწარმეტყველების შესაძლებლობას. ის ,,ხედავს” ადამიანების საიდუმლო სურვილებს. მაგრამ მისი სტიქია – არის არამატერიალური სუნების სისტემა, ბუნების გაუცნობიერებელი კანონები, რომლებითაც ეწყობა სხვებისთვის უხილავი ურთიერთკავშირები. მდგომარეობის მართვა, პოტენციური ურთიერთკავშირების ქსელის გამოთვლის მეშვეობით – სწორედ ესაა ყნოსვითი ინტუიცია.

ყველა ადამიანი არის ეგოისტური სურვილები. მათ შეუძლიათ ურთიერთწინააღმდეგობით ხელი შეუშალონ ჯგუფის განვითარებას. ყნოსვის ვექტორიანი პირად უსაფრთხოებას იმ ჯგუფს უკავშირებს, რომლის ნაწილიც თვითონაა. ნებისმიერი ჯგუფი, იქნება ეს მუშების კოლექტივი თუ სახელმწიფო, ესაა შეთავსებული ეგოიზმი, მიღების საერთო სურვილით. და მათზე დგას ეგოიზმის ყველაზე დიდი შეკვრა – ყნოსვის ვექტორი. ის მართავს და არანჟირებს ადამიანებს ჯგუფში – მათი გამოსადეგობის მიხედვით.

ინტელექტის განუვითარებლობა ყნოსვის ვექტორში – ესაა სკანირება ადამიანთა ყველა ცუდი მდგომარეობისა. თვითგადარჩენის ინსტიქტი ამ დროს მუშაობს ძალზე პრიმიტიულად, პირველყოფილ დონეზე: ის კლავს საფრთხის გამომწვევს (კლავს განუვითარებელ, მინუსში მყოფ ადამიანებს). ამის მაგალითები საკმაოდ ბევრია – ყველა ცნობილი მანიაკი მკლელი მაგ: ანდრეი ჩიკატილოს ტიპისა.

ყნოსვის ვექტორის ინტელექტის უმაღლესი განვითარება – ესაა საკაცობრიო მასშტაბის საფრთხეების შეგრძნება. ასეთი შესაძლებლობა ეხმარება გახდეს მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფინანსისტი. მიკროორგანიზმები, ბუნების გამოუვლენელი კანონები, რესურსების გადანაწილება – ყველა ამ სფეროში საჭიროა ყნოსვის ვექტორის ინტელექტის გამოყენება.