ყნოსვის ვექტორი – მოძრაობა

ყნოსვის ვექტორი, ყველა სხვაზე უკეთ შეიგრძნობს გარე სამყაროში არსებულ აქტუალურ მდგომარეობას. ყველა მოძრაობა, ზუსტად რომ ვთქვათ, მოძრაობის ყოველი მიმართულება იმყოფება მისი კონტროლის ქვეშ. მაგალითად ანალური ვექტორი ნაწყენ მდგომარეობაში  – მისგან იგრძნობა შურისძიების მუქარა. ან ბალანსდარღვეული კანის ვექტორი – მისგან მოდის დანაშაულის სუნი. სხვების ასეთი სტრესული მდგომარეობები ნათელია მხოლოდ ყნოსვის ვექტორიანისთვის (ჯერ კიდევ მანამ სანამ ეს სტრესები გამოვლინდება, ყნოსვის ვექტორიანისთვის გასაგებია მათი პოტენციალი), იმიტომ რომ ის სტრესებს გრძნობს თავისი ბუნების სიღრმიდან, სადაც ყველანაირი ურთიერთკავშირი წინასწარ გათვლილია.

ეგოიზმის მდგომარეობები იცვლება ერთი და იგივე სცენარით, ეგოისტური სურვილები მიედინებიან წინასწარ გაკვალულ კალაპოტში. მოძრაობის თვისებები ყნოსვით ზომაში დაკავშირებულია შესაძლებლობასთან – სწრაფად შეიგრძნოს ცვლილებები და მიმართოს ენერგია განსაზღვრულ კალაპოტში. ყველაზე უბრალო შესაძლებლობა მოძრაობის თვისებათა განვითარებისას – ესაა ჯგუფში ფუნქციების სწორად განაწილება. ყოველი ადამიანი ყნოსვის ვექტორიანის კონტროლის ქვეშ განაწილებული იქნება თავისთვის ყველაზე შესაფერის  საქმიანობაში. უფრო რთულ სიტუაციაში – ესაა მმართველობა ფინანსებით, ან საარსებო რესურსების განაწილებით. არსებობს მაგალითები, როდესაც ფინანსურ ბირჟაზე მანიპულაციებს ფატალური შედეგი მოუხდენია მთელი სახელმწიფოს ეკონომიკაზე.

ყნოსვის ვექტორიანი ყოველთვის ხიფათის ზღვარზე თამაშობს. ხიფათის შეგრძნება აიძულებს მას მოიკრიფოს ყურადღება და იმოქმედოს სიტუაციის შესაბამისად. მაგრამ მისი მოქმედებები არ გავს კანის ვექტორიანის ხელმძღვანელობას. ყნოსვის ვექტორიანი თავს არიდებს პირდაპირი ბრძანების გაცემას.

სწრაფი და ზუსტი რეაგირების უნარი ბავშვობიდანვე ფორმირდება. ყნოსვის ვექტორიანი ბავშვი მომჩვარულია, მელანქოლიური (ყნოსვითი მელანქოლია არ აგერიოთ სმენის დეპრესიაში), გარეგნულად გამოიყურება პასიურად და უსიცოცხლოდ. წყნარ, მზრუნველ და სიყვარულით სავსე გარემოში, ყნოსვის ვექტორიანი მოშვებულია და უმოძრაო ნეტარებაშია. და პირიქით, რაც მეტი სირთულე და ხიფათი ხვდება მას ზრდის პროცესში, მით უფრო მკვეთრად იწყებს მუშაობას მისი ინტუიცია.

ყნოსვის ვექტორიანის მისწრაფებაა – გააფართოვოს თავისი გავლენის სფერო, მოიპოვოს მაქსიმალური ძალაუფლება. გარეგნულად ეს ჩანს, როგორც გარემოს მასშტაბური ცვლილება: მაგალითად, ის მუშაობდა ფინანსურ ბირჟაზე, შემდეგ ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა ფონდებს, შემდეგ კი გვევლინება მსხვილ საერთაშორისო ინვესტორად.