ყნოსვის ვექტორი – ურთიერთობა

ყნოსვის ვექტორიანს არ შეუძლია აღიქვას ცალკეული ადამიანი, როგორც პიროვნება. ვექტორის მატარებელს ან ცალკეულ ინდივიდს ის აღიქვამს როგორც გადახრას იდეალური მდგომარეობიდან. ყნოსვის ვექტორიანი სხვა ადამიანთან ყოველთვის ურთიერთობს მხოლოდ იმიტომ რომ დაინახოს ამ ადამიანის სასარგებლობა ჯგუფისთვის. არსობრივად ყნოსვის ვექტორში ჩადებულია მისწრაფება შეინარჩუნოს საკუთარი არსებობა ჯგუფის ერთიანობის შენარჩუნებით (ჯგუფი ხდება მისი სიცოცხლის გარანტი), ამის მისაღწევად ის მზადაა გამოიყენოს ყველანაირი ადამიანური რესურსი.

ნებისმიერი ურთიერთობა ჯგუფში კავშირშია ბუნებრივ სუნებთან. ყნოსვის ვექტორს (თუ სხვა ვექტორი არ ერთვის) სუნი არ აქვს. მას თითქმის არ აქვს გადახრები და ცუდი მდგომარეობები. შეიძლება ითქვას რომ ეს არის იდეალური, თითქმის დაუსტრესავი ვექტორი. ყნოსვის ვექტორის ფუნქციაა – შეიგრძნოს ჯგუფის ყველა ცხოველური სურვილი, ცალკეული ეგოისტური მდგომარეობები ჩართოს თავის უსასრულო ეგოიზმში. ის არის როგორც მიზიდულობის კანონი, უჩინარი და გაუცნობიერებელია, მაგრამ მასთან დაკავშირებულია ყველა დავარჩენი გამოვლინება ფიზიკურ სამყაროში.

სუნის არქონა აიძულებს სხვა ვექტორებს მის მიმართ გრძნობდნენ ეხერხულობას და შიშსაც კი. სუნებზე (ფერომონებზე) აწყობილი, ბუნებრივი რანჟირება, მასზე არ მუშაობს. ყნოსვის ვექტორს სუნი არ აქვს ე.ი. არ გასცემს ინფორმაციას საკუთარი ფუნქციის შესახებ, ეს კი სხვებისთვის საგანგაშო სიგნალია. ქვეცნობიერად ყველა მიესწრაფვის შეასრულოს საკუთარი ბუნებრივი ფუნქცია და ამით ხაზი გაუსვას საკუთარ რანგს. ასე მიმდინარეობს ბუნებრივი რანჟირების პროცესი. ყნოსვის ვექტორის არსებობა კი ვლინდება წაბიძგებით, მდგომარეობის ენერგეტიკული ცვლილებით.

ყნოსვის ვექტორიანი ადამიანის ურთიერთობა გარე სამყაროსთან იცვლება მისი ინტელექტის განვითარების დონის შესაბამისად. განვითარებული ყნოსვის ვექტორიანი – ბრწყინვალედ ინიღბება, მის მანიპულაციებზე ვერავინ ვერასოდეს ვერ იეჭვებს. განუვითარებლობა ყნოსვის ვექტორში ვლინდება როგორც ცუდად დამალული მიზანთროპია (მიზანთროპია – ნიშნავს კაცთმოძულეობას) და სხვებისთვის ზემოდან ყურება, რაც გარშემომყოფებს მის წინააღმდეგ განაწყობს.

ყნოსვის ვექტორიანი შინაგანად შეიგრძნობს საკუთარ უსასრულო დომინანტობას. ყველა გაუცნობიერებელი სურვილი თავს იყრის მის მმართველობაში. ყნოსვის ვექტორიანი – არის როგორც ცენტრი, რომელიც აღიქვამს ყოველი ცალკეული ადამიანის გადახრას ბუნებრივი მოვალეობიდან. საკუთარი თავის სამყაროს ცენტრად აღქმის გამო, ყნოსვის ვექტორიანი ვერ აღიქვამს ცალკეულ ადამიანებს. მისთვის არსებობს მხოლოდ მისი გავლენის სფერო, ხოლო ხალხს აღიქვამს როგორც თავისი თავისი ძალაუფლების ინსტრუმენტებს. ამიტომ მისი არსებობა შეუძლებელია ჯგუფის გარეშე. ყნოსვის ვექტორიანი ადამიანის უსაფრთხოება გარანტირებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ამოფარებულია სხვის სურვილებს.