ყოფნა – არ ყოფნა. ნიჭის მარცვალი.

იდეების გენერატორი თუ ნარკომანი.

სმენა ბავშვი ჩაფიქრებულია, არ დახტის თანატოლებთან ერთად, ზის სიჩუმეში და ფიქრობს, ან სვამს დიდებითვისაც უჩვეულო კითხვებს. თუ დავაინტერესებთ მეცნიერებებით ან პროგრამირებით, ის განავითარებს თვის აბსტრაქტულ ინტელექტს და კონცენტრაციის შესაძლებლობებს. სმენა ბავშვისთვის სტრესი ესაა ხმაური, ჩხუბი, განსაკუთრებით თუ მისკენაა მიმართული, ასევე წვრილმანებით მისი შეწუხება. თუ არ ავამოქმედებთ მის შესაძლებლობებს და შევუქმნით სტრესულ გარემოს, ის ჩავარდება დეპრესიაში, გადაინაცვლებს რეალურიდან წარმოსახვით სამყაროში, თავს შეიქცევს ნარკოტიკებით ან მძიმე როკის მოსმენით. სმენა ისევე როგორც ურეთრა და ყნოსვა, დომინანტი ვექტორია. ეს კი ნიშნავს, რომ თუ სმენა რაიმეთი თვითონ დაინტერესდა, ბოლომდე დაიხარჯება რეალიზაციაში. მაგრამ აიძულო მას რამის გაკეთება ძნელია. რაც მეტად დააძალებთ-მეტ პროტესტს მიიღებთ. ძლიერი ზეწოლის შემთხვევაში მისი პროტესტი შეიძლება ცხოვრების სცენარადაც კი იქცეს. დომინანტი ვექტორისთვის ასევე აუცილებელია თავად აცნობიერებდეს ქმედების არსს. მათთვის „ასეა საჭირო“ არგუმენტი ვერ იქნება. რაც შეეხება სმენის ვექტორის არსებობას ეს მეტყველებს სამყაროს წყობის გააზრების განუსაზღვრელ შესაძლებლობებზე და ასევე ახალ ახალი იდეების გენერირების უსასრულო შესაძლებლობებზე.

თავი თუ მეთაური.

ურეთრალი ბავშვი: ის პასუხისმგებელია მოძრაობაზე მომავალში, ის ბელადია ბავშვობის ასაკიდან. არ ემორჩილება, არ იღებს წესებს, გრძნობს რომ თავადაა პასუხისმგებელი როგორც საკუთარ თავზე, ასევე ჯგუფზე. ვერ იტანს მბრძანებლობას. თუ მოინდომეთ აიძულოთ რამე, ის უბრალოდ გაიქცევა სახლიდან. თუ საზოგადოებას მტრულად განწყობილს ხედავს, შესაძლოა დამნაშავეთა ჯგუფის ბელადი ან მარტოხელა ბოროტმოქმედი გახდეს. ის შეიძლება დათრგუნოთ – მაგრამ შედეგი არ იქნება კარგი. ურეთრალი გაიზრდება მშიშარა, ვერ შეძლებს პასუხისმგებლობის აღებას რომ შეასრულოს მისია. ხოლო თუ მას განუვითარებთ პასუხისმგებლობის გრძნობას – მისცემთ უფრო მეტ, რთულ დავალებებს და საშუალებას იყოს პასუხისმგებელი გჯუფზე, მაშინ მას საკუთარი თავის რწმენა შეემატება, იგრძნობს საკუთარი ძალების საჭიროებას და ურეთრალი ბავშვი გაიზრდება სრულყოფილი ბელადი. მისი დევიზია: „ვინ, თუ არა მე?“ – მისი მოქმედება ცვლის ადამიანთა ცხოვრებას მომავალში, რომელზეც პასუხს აგებს.

უსაფრთხოების გარანტი თუ წვრილმანი ინტრიგანი.

ყნოსვის ვექტორიანი – მელანქოლიური ადამიანი. ის მუდმივად უკმაყოფილოა, მისთვის ყველაფერი ყარს – გნებავთ საჭმელი – გნებავთ ადამიანები. მისი ამოცანაა ძალაუფლება საკუთარი უსაფრთხოებისთვის. თუ ყნოსვამ მონახა გზა საკუთარი უსაფრთხოებისთვის – ის უზრუნველყოფს მთელი ჯგუფის უსაფრთხოებასაც, რომელსაც თვითონ ეკუთვნის. „ომი“ მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. ზეწოლა აუცილებელია მისი ინტუიტიური ინტელექტის განვითარებისთვის. თუ ზაწოლა არასაკმარისია, ის თავად ქმნის კომფლიქტურ სიტუაციებს – თუნდაც ნათესავებს შორის. განვითარებული ყნოსვის ადამიანი გახდება პოლიტიკოსი, ფინანსისტი, სწავლული. განუვითარებელი კი წვრილმანი ინტრიგანი დარჩება.

ღორმუცელა თუ ორატორი.

ორალი ბავშვი ყვება ათასგვარ ისტორიას და ყვება ისე, რომ აუცილებლად მოუსმენთ. მართალია ხან აზვიადებს მოვლენებს თუ ფიქრობს რომ აუდიტორია ინტერესს კარგავს. რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, მით უფრო ფანტასტიკურია მისი მონათხრობის სიუჟეტი. თუ შენიშნა, რომ უფროსების ყურადრებას უცენზურო სიტყვებით იქცევს, აუცილებლად ჩააქსოვს მათ საუბარში. თუ ვერ განივითარა ბავშვობიდან ორატორული შესაძლებლობები – ის გახდება მოლაყბე და ღორმუცელა. ხოლო თუ სჯიდნენ კიდეც, შეიძლება მეტყველების პრობლემაც განუვითარდეს. არა და შესაძლოა გამხდარიყო საჯარო გამოსვლების ვარსკვლავი, ლექტორი – რომლის ბაგეთაგან მოწყვეტილი ფრთიანი ფრაზები ქვეყანას მოიფრენდა. მას, როგორ არავის სხვას, შეუძლია ხალხის გონებამდე მიიტანოს ისეთი რთულად გასაგები საგნები, როგორიცაა მაგალითად – სისტემურ ვექტორული ფსიქოანალიზი, ან ნებისმიერი ონტოლოგიური თუ თეოლოგიური საკითხი.

 

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/