შეიძლება თუ არა ურეთრალის ქცევის გათვლა?

შეიძლება თუ არა ურეთრალის ქცევის გათვლა? შეიძლება თუ არა, რომ არ იყო ურეთრალი და ურეთრალის დმარცხება შეძლო მის მოედანზე? ამის საჩვენებლად კართაგენელი ჰანიბალის მაგალითიც გამოდგება, რადგან სწორედ მას დაემართა ასეთი რამ. ჰანიბალი ვექტორულად იყო ურეთრალ-ყნოსვა.

ჰქონდა ორივე ვექტორის თვისებათა ,,სრული პაკეტი”, იყო მამაცი, შემტევი, ეშმაკი. მაგრამ საბოლოოდ (როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ეს), ის დამარცხდა ანალ-კან-ყნოსვა მეტოქესთან, პუბლიუს კორნელიუს სციპიონთან.

სციპიონმა ჰანიბალი განადგურა არა მარტო რომში, არამედ კართაგენშიც. ორივე ყნოსვის ვექტორიანი იყო, მაგრამ ქვედა ვექტორებიდან ერთს ჰქონდა ურეთრა, მეორეს კი ანალი და კანი. როგორ მოახერხა სციპიონმა ისეთი მხედართმთავრის დამარცხება, როგორიც იყო ჰანიბალი? კანის ვექტორიანები იტყვიან გაუმართლაო, შეიძლება აქ რაღაცით მართლებიც იყვნენ, მაგრამ არც მთლად. იმიტომ რომ ჰანიბალზე გამარჯვება, თანაც ორჯერ სციპიონმა მოახერხა მართლა სისტემურად, მან ამისთვის სამივე ვექტორი გამოიყენა. პირველ რიგში მან ანალურად გამოიყენა საუკეთესო გამოცდილებები, ამას ემატება ისიც, რომ კანის ვექტორს აქვს სისწრაფე, რათა დრო არ დაკარგოს. ამიტომ სციპიონმა ისწავლა ალექსანდრე მაკედონელის ტაქტიკა, გამოიყენა სახელგანთქმული რომაელი მხედართმთავრების გამოცდილებაც, და რაც მთავარია გამოიყენა თვით ჰანიბალის ტაქტიკა. თანაც აქ საუბარია არა მხოლოდ ბრძოლის ტექნიკაზე. სციპიონი ყნოსვის ვექტორიანი იყო, წარმოიდგინეთ როგორი მიდგომა ჰქონდა მას სიტუაციასთან. ის ძალზე დიდხანს და მოთმინებით ემზადებოდა ჰანიბალთან საბრძოლველად. თავისი ყნოსვის ვექტორის წყალობით მან ზუსტად გათვალა რა ტაქტიკით იბრძოლებდა ჰანიბალი, რომელი საბრძოლო შენაერთით დაიწყებდა ბრძოლას, გათვალა რომ ჰანიბალი პირველად შეტევაზე გადავიდოდა სახელგანთქმული საბრძოლო სპილოებით. ამ ბრძოლის შემდეგ მან მოახერხა მრავალწლიანი ომის კართაგენში გადატანა და შემდეგ იქაც გამარჯვება. ამის შემდეგ კართაგენს მსოფლიო ისტორიაში აღარასოდეს შეუსრულებია ის როლი, რასაც ჰანიბალამდე და ჰანიბალის დროს ასრულებდა. ასე რომ შეკითხვაზე: შესაძლებელია თუ არა ურეთრალის დამარცხება? პასუხია: დიახ შესაძლებელია, მაგრამ ეს ადვილი არ არის. ბელადი მაინც ყოველთვის ბელადად რჩება.