შენიღბული დეპრესია. სულის ყვირილი ღამურას ულტრაბგერით

დეპრესია, სუიციდი, სევდა, შიზოფრენია, აუტიზმი – სმენის ვექტორის «მშობლიური» სიტყვებია. შინაგანი სიცარიელე და დაუკმაყოფილებლობა რაიმე გარეგნული მიზეზების გარეშე – ესაა შენიღბული დეპრესიის მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ სმენის ვექტორიანებს ახასიათებთ. საზოგადოებაში იდეების ნაკლებობაა, მომავალი კატასტროფებისა და სამყაროს აღსასრულის ნიშნების დანახვის მცდელობები საგრძნობლად გაიზარდა. მონატრება რაღაც დიდისადმი და ცვლილებების გიჟური სურვილი. სტაგნაცია. ასე აღიქვამს თანამედროვე სამყაროს მრავალი სმენის ვექტორიანი, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. რა შეიცვალა აწმყოში, და რა სჭირდება ახლა სმენას?

თუკი გამოვყოფთ ადამიანის თანდაყოლილ თვისებებს, მის ვექტორებს, შეგვიძლია ნათლად დავინახოთ, რომ ადამიანი გარკვეული სახეობრივი როლით იბადება. სწორედ ეს როლი განაპირობებს მის შინაგან სურვილებს. როდესაც იგი მიჰყვება თავის სურვილებს და ასრულებს თავის როლს, მისი ფსიქიკური მდგომარეობა დაბალანსებულია, თავს დაკმაყოფილებულად გრძნობს. ხოლო თუ ადამიანს სხვადასხვა მდგომარეობათა, თავის არარეალიზებულ თვისებათა ან გარემოსგან არასწორი ზეწოლის გამო თავისი ადგილი არ უკავია ცხოვრებაში, იგი იტანჯება და თავს უბედურად გრძნობს.

სმენის ვექტორიანი გამონაკლისი არაა. ისევე როგორც სხვა დანარჩენი ვექტორები, რომლებმაც ვერ მოახერხეს თვითრეალიზება, იგი იტანჯება მძიმე მდგომარეობებით და ადგილს ვერ პოულობს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ სმენითი სურვილები სხვებზე გაცილებით უფრო დიდია.

სმენის ვექტორი – დომინანტურია. ეს იმაში ვლინდება, რომ სმენის ვექტორში ადამიანი ყველაზე დიდ ტკბობას განიცდის, მაგრამ ამავდროულად ამ ვექტორში ცუდ მდგომარეობებსაც რაღაც თვალსაზრისით ყველაზე მეტი ტანჯვა მოაქვთ…

სმენის ვექტორიანის უმაღლესი (და შეიძლება ითქვას ერთადეთი) სურვილი ამ სამყაროში – ესაა პირველმიზეზის, ცხოვრების აზრის, ღმერთის ძიება. ამასთან იგი შეიძლება ვერც კი აცნობიერებდეს ამას. ყველაზე თავდაჯერებული ათეისტები – ასევე სმენის ვექტორიანები არიან, რომლებიც თუ ღმერთს არა, მის არარსებობას მაინც ეძებენ. იმ დროს, როცა სხვებს საერთოდ არ აინტერესებთ ეს საკითხი.

უძველესი დროიდან დღემდე სმენები ცდილობენ იპოვნონ პირველმიზეზი ბუნების კანონებში, მუსიკაში, პოეზიაში, ფილოსოფიაში, ფიზიკაში, ანუ ყველგან, სადაც შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი თანდაყოლილი თვისებები: აბსტრაქტული ინტელექტი, ძლიერი შინაგანი კონცენტრაციის უნარი, კარგი სმენა და სიტყვის შეგრძნება. მაგრამ ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი სხვა არაფერია – გარდა შემცვლელისა.

სმენის ვექტორი გამოირჩევა სხვა ვექტორებისგან იმით, რომ ესაა ერთადერთი ვექტორი, რომლის სურვილებიც არამატერიალურია. ფული, კარიერა და საზოგადოების სხვა ღირებულებები – მეორე პლანზე გადადის. სწორედ ამიტომ ერთი შეხედვით სრული მატერიალური კეთილდღეობის შემთხვევაშიც კი ჩნდება შენიღბული დეპრესია, რომელიც სმენის ვექტორის არამატერიალური მისწრაფებების (უმეტეს შემთხვევაში გაუცნობიერებლების) შედეგია.

დღეისათვის სურვილის საერთო დონე იმდენად გაიზარდა, რომ სმენები ვეღარ კმაყოფილდებიან იმით, რაც ახლო წარსულში აკმაყოფილებდათ. ზოგიერთი ცდილობს ეზოთერიკაში იპოვნოს აზრი, კითხულობს კასტანედას და სხვა ავტორებს, დაკავებულნი არიან აღმოსავლური პრაქტიკებით, გადადიან რა ერთიდან მეორეზე, მედიტირებენ, მოგზაურობენ მწირებად. ადრე თუ გვიან ისინი ხვდებიან, რომ ეს ვერ დაეხმარებათ შინაგანი სიცარიელის შეგრძნებისგან განთავისუფლებაში, იმ კითხვებზე პასუხის გაცემაში, რაც ასე დიდი ხანია აწუხებთ. ჩნდება აპათიის შეგრძნება და დეპრესია…

 

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=bookmarks