შიშების პესონალური გამაძლიერებელი

შიშების პესონალური გამაძლიერებელი

ვჭვრეტთ ფუძეს

მიუხედავად იმისა, რომ სმენის ვექტორს თავისი საკუთარი ფუძისეული შიში გააჩნია, მას შეუძლია სხვა ვექტორების შიშები გააძლიეროს და შიშების უფსკრული შექმნას. სმენის ვექტორის ცუდ მდგომარეობაში ნებისმიერი შიში შესაძლოა მის მიერ საოცარ ზომებამდე იქნას გაზრდილი, იქამდეც კი, რომ იგი გახდება აკვიატებული აზრი ან ხატ-სახე გონებაში, და შესაძლოაცხოვრებისეული სცენარიც კი.

რატომ და რისთვის აქვს სმენით ზომას ასეთი თვისება, როგორიცაა გაძლიერება?

სმენის ვექტორიანების ფუნქცია ბუნებასა და საზოგადოებაში — ესაა შეცნობა მთლიანისა და იმ აზრებისა, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად ცხოვრების, საკუთარი თავისა და სამყაროს აზრის შეცნობა. ამისთის ბუნებამ უხვად დააჯილდოვა ადამიანები სმენის ვექტორით აბსტრაქტული ინტელექტით და ინტელექტუალური ვნებით. ეს უკანასკნელი აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანმა ეძებოს თავისი იდეა, იპოვოს და განიმსჭვალოს, შემდეგ კი ჯგუფი აანთოს მისით, ჯგუფი — მაქსიმალურად შესაძლებელი თავისი ტემპერამენტისთვის, და ამით აღასრულოს თავისი ბუნებრივი ფუნცია. იდეა ბოლომდე იტაცებს სმენით ადამიანს და იმდენად შეიპყრობს მას, რომ ამის გარდა არაფრის კეთება და არაფერზე ფიქრი აღარ შეუძლია. იმდენად იწვის მისით, რომ ეს გატაცება სხვა ადამიანებზე გადადის და მათ გულებს ანთებს. თავისი ფუნქციის შესასრულებლად სმენის ვექტორს დამხმარედ გააჩნია კიდევ ერთი ინსტრუმენტი — ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ყოველი მდგომარეობის გაძლიერების უნარი, მისუხედავად მისი ტონალობისა ან შეფერილობისა. და ეს თვისება მიესადაგება ყველა მდგომარეობას, როგორც საკუთარი, ასევე სხვა ვექტორების ფსიქოტიპისა. კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ირჩევა გასაძლიერებელი მდგომარეობა, ესაა ადამიანისთვის მიმდინარე მოვლენის მნიშვნელოვანობის დონე. სმენის ვექტორის ცუდ მდგომარეობებში გაძლიერების უნარი გადადის ჰიპერტროფიის უნარში, და მდგომარეობა მიჰყავს საოცარ ზომებამდე.

ძირითადი შიში

ნებისმიერი ვექტორის ცუდი მდგომარეობა, ისეთი, როგორიცაა მაგალითად, შიში, წარმოადგენს მისი ბუნებრივი ფუნქციის პირდაპირ გაგრძელებას. სმენის ვექტორის ფუნქციაა — საკუთარი თავის, საკუთარი მე-ს პოვნა საკუთარი თავისთვის და საერთო აზრის პოვნა ყველასთვის. ამიტომ სმენის ვექტორიანის შიშია — ვერ იპოვოს საკუთარი თავი, შესაბამისად, ვერ მოახდინოს თავისი ბუნებრივი ფუნქციის რეალიზაცია. ვერ იპოვნოს იდეა, რომლითაც იცხოვრებდა, რომელიც აუხსნიდა სამყაროსა და მისი საკუთარი თავის მოწყობას, და მის ადგილს ამ სამყაროში. რაღაც დოზით ყველა ვექტორს აქვს საკუთარი ფუნქციის ვერშესრულების შიში. მაგრამ სწორედ სმენის ვექტორში ვლინდება იგი ყველაზე მძლავრად, რადგანაც ეს მისი ბუნბრივი ფუნქციაა ჯგუფში.

სმენითი ადამიანი, რომელმაც იდეა ვერ განსაზღვრა, გამუდმებით ეძებს-ეძებს-ეძებს და ეშინია, რომ ვერ იცხოვრებს იმ ცხოვრებით, ნამდვილი ცხოვრებით, რომლითაც ახლა არ ცხოვრობს. ეშინია, რომ მისი ცხოვრება ტყუილად იხარჯება, მიდის, როგორც მექანიკური მოქმედებების —«ჭამოს-ეძინოს-იყიდოს» უაზრო ნაკრები. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია — იპოვოს მიზანი, რისთვისაც ღირს და აზრი აქვს ძალისხმევის ჩადებას. და იტანჯება, როდესაც იმ საქმეს აკეთებს, რომელიც არაა დაკავშირებული მისთვის მნიშვნელოვან იდეასთან.

სმენის ვექტორიანებისთვის შიშები, რომლებიც დაკავშირებულია მატერიალურ სამყაროსთან და საკუთარ წარმავალ სხეულთან, უმნიშვნელოა. მისი შიში —არამატერიალურია. მაგრამ თუკი არსებობს სხეულთან დაკავშირებული აქტუალური და მნიშვნელოვანი შიშები სხვა ვექტორებში, მაგალითად ვიზუალურში — სმენის ვექტორი მათ გააძლიერებს. თუ თქვენ გეშინიათ, რომ ლამაზი არ იქნებით, ისევე როგორც ამის ეშინია მრავალ ადამიანს ვიზუალური ვექტორით, სმენის ვექტორის თანაარსებობისას ეს შიში შესაძლოა სამყაროსეული ტრაგედიის ზომებამდე გაიზარდოს. იმდენად, რამდენადაც სმენის ვექტორი «სხეულის შესახებ არაა», მისი ფუძისეული შიში არ იყოფა სქესის მიხედვით და ვექტორის განვითარების ერთი დონისთვის ერთნაირად ვლინდება როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.

ძირითადი შიშისგან წარმოებულები

ყველა ვექტორს შიშის მდგომარეობის რამდენიმე გამოვლინება აქვს. მაგრამ მხოლოდ სმენის ვექტორიანებს გააჩნიათ მხოლოდ ერთადერთი შიში. ყველა დანარჩენი შიში სმენითი ადამიანისთვის ასე თუ ისე წარმოადგენენ „საკუთარი თავის ვერპოვნის“ პირველადი შიშის გაგრძელებებს და მისგან არიან წარმოებულნი, ან იბადებიან სმენის ვექტორის უფრო მგრძნობიარე ზონის (სვფ-ს ტერმინოლოგიაში — ეროგენული ზონის) — ყურების დისფუნქციის შიშისგან. ჩამოვთვალოთ შედარებით მკაფიო შიშები:

შიზოფრენიის, ანუ ჭკუიდან შეშლის შიში— ესაა საკუთარი თავის ვერპოვნის შიშის გაგრძელება. შიში, რომ ვიღაც უფრო გონიერი აღმოჩნდება და უფრო ამაღლდება ამ წარმავალ სამყაროზე და ადამიანებზე,— საკუთარი თავისა და ცხოვრების მთავარი იდეის ვერპოვნის შიშის გაგრძელებაა. დახრჩობის შიში— არის შედეგი მატერიალურ სამყაროსთან და სხეულთან კავშირის დაკარგვის შიშისა. ასეთ შიშს შესაძლოა თან ახლდეს შეგრძნება, რომ ადამიანს ერთხელაც დაავიწყდება, როგორ ისუნთქოს.საკუთარი გვარის გამოტოვების შიში მნიშვნელოვანი სიების გახმოვანებისას (ისტერიული სიყრუე ანალოგიით ისტერიულ სიბრმავესთან— სმენის ვექტორის მთავარი სენსორის — ყურის ფუნქციის დარღვევის გამო ღრმა შიშის გამოვლინებაა). შვილების გაჩენის შიში — ასევე საკუთარი მე-ს ვერპოვნის შიშის გაგრძელებაა. იგი ხშირად ამგვარად ვერბალიზდება: «თუ მე არ შემიძლია ამ სამყაროში გარკვევა, მაშინ როგორ დავეხმარები ჩემს ბავშვს ამის გარკვევაში?»

პერსონალური გამაძლიერებელი

რატომ აძლიერებს სმენის ვექტორი სხვა ვეტორების შიშებს? საკუთარი მე-ს ძიების გზა გრძელია. სანამ სმენის ვექტორი განვითარების ადამიანურ დონემდე ვითარდება, გაძლიერების მისი ბუნებრივი თვისება რეალიზაციას მოითხოვს შეუძლია რეალიზდეს სხვა ვექტორების ღირებულებებათა, იდეათა და აზრთა, და ასევე მათი აქტუალური შიშების გაძლიერების ხარჯზე. სმენის ვექტორი, რომელიც განვითარებულია, მაგრამ ვერ იპოვნა ღირებული აზრი ან იდეა, რომელშიც რეალიზდება მისი ვნებიანი ინტელექტუალური გატაცების ძალა, გადადის ვექტორის ცუდ მდგომარეობაში —«სმენურ დეპრესიაში». განუვითარებელი სმენის ვექტორი ცუდ მდგომარეობაში — ფოკუსირდება ყველაზე ცუდზე თავისი ფსიქოტიპის ყოველი ვექტორიდან და ან ცხოვრებისეულ ღირებულებამდე აჰყავს იგი, ან უზარმაზარ მასშტაბებამდე ახდენს მის ჰიპერტროფიას. ასეთ მდგომარეობაში სხვა ვექტორის ნებისმიერი წვრილმანი ან შიში შესაძლებელია აყვანილ იქნეს იდეის დონემდე და გაბუქებულ იქნეს მთელი სამყაროს მასშტაბებამდე. სმენის ვექტორის კარგი განვითარების შემთხვევაში, მისი განვითარების ნებისმიერ დონეზე, ადამიანებს შეუძლიათ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს არაადამიანურ პირობებშიც კი, რაც თითქოს შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, მათ გააჩნიათ თავისი შიშების დამარცხების ძალა.

კონკრეტულად როგორ ახდენს სმენის ვექტორი სხვა ვექტორთა შიშების ჰიპერტროფიას? განვიხილოთ ვიზუალური და ანალური ვექტორების მაგალითზე. შიშს დიდი თვალები აქვს და ვიზუალური ვექტორის მფლობელებს შიშები უკვე ჰიპერტროფირებული აქვთ, მაგრამ სმენის ვექტორს სამყაროსეულ მასშტაბებამდე აჰყავს ისინი. ასეთ შიშებს შეუძლიათ თითქმის ყველა შეაშინონ, როგორც საშინელებათა ჟანრის ფილმებს სტივენ კინგის რომანების მიხედვით, რომელმაც თავისი ვიზუალური შიში იდეის დონემდე აიყვანა და მთელი კაცობრიობა შეაშინა. მისი წიგნები და მათი მიხედვით გადაღებული ფილმები არა უბრალოდ შიშს იწვევენ, არამედ უსაშინლეს განცდას. აი, მაგალითი ყოველდღიური ცხოვრებიდან. ბავშვს, რომელსაც ჰქონდა სმენის და ვიზუალური ვექტორები ცუდ მდგომარეობებში, ერთხელ ძაღლის შეეშინდა. მხოლოდ ერთხელ შეეშინდა, მაგრამ შემდგომში ნებისმიერი ძაღლის დანახვისას იატაკზე ეცემოდა, ხელებს და ფეხებს ურახუნებდა და ყვიროდა: «მოაშორეთ ის! მე ვკვდები!». იგი ასე გრძნობდა, რომ კვდებოდა. ასეთი იყო მისი შიშის დონე.

აუტანელი ზეწოლა

და როგორ იქცევიან სმენის ვექტორის მიერ გაძლიერებული ანალური ვექტორის შიშები? განვიხილოთ აკაკი აკაკის ძის ცნობილ მაგალითზე გოგოლის „შინელიდან“.აკაკი აკაკის ძეს ჰქონდა ანალური და სმენის ვექტორების კომბინაცია. ერთი მხრივ, მან ახალი შინელის ფლობა აღორძინების იდეამდე აიყვანა. მეორე მხრივ, სმენის ვექტორის მიერ სხვა ვექტორების სურვილთა გაძლიერების უნარი შეუძლებელია არ რეალიზებულიყო და პატარა ადამიანის ანალურ განცდებს იმხელა ამპლიტუდა შესძინა, რომ ახალი შინელი მისთვის გამტარი გახდა ახალ ცხოვრებაში, ხოლო შინელის დაკარგვა — ცხოვრების დაკარგვად იქცა.მხოლოდ ანალური ვექტორის ფლობის შემთხვევაში (სმენის ვექტორის გარეშე), რა თქმა უნდა განიცდიდა ახალი შინელის დაკარგვას, შეაჩვენებდა ქურდებს და ჩინოვნიკებს, ეწყინებოდა კიდეც და შურისძიება მოუნდებოდა, და შესაძლოა შურიც კი ეძია… მაგრამ აკაკი აკაკის ძის ტანჯვა გაცილებით უფრო ღრმა იყო. მისთვის ამ შინელის ღირებულება ჰიპერტროფირებულია — სწორედ სმენის ვექტორის მიერ. აკაკი აკაკის ძის მაგალითი — დაბალი ტემპერამენტის (სვფ-ს ტერმინი) მქონე ადამიანის, ანუ „პატარა ადამიანის“ მაგალითია. და როგორ გამოავლენს თავს ანალ-სმენური კომბინაცია მაღალი ტემპერამენტის შემთხვევაში? მაღალი ტემპერამენტის შემთხვევაში ასეთმა ადამიანმა შესაძლოა «ხარისხის» იდეით მთელი ნაცია დააავადოს, როგორც ადოლფ ჰიტლერმა გააკეთა ეს— მხოლოდ საკუთარი ნაციის სისუფთავის ანალური იდეით.

საჯარო გამოსვლის შიში ანალურ და ვიზუალურ ვექტორებს ახასიათებს, მაგრამ ბუნებრივია, ამის საფუველში არსებული მიზეზები სხვადასხვაა, რადგანაც შიშები ვექტორის ფუნქციიდან გამომდინარეობენ. როგორც უკვე ვხვდებით, პიროვნების ფსიქოტიპში სმენის ვექტორის არსებობამ შესაძლოა საჯარო გამოსვლის შიში აუტანლად უზარმაზარი გახადოს, თუკი „სმენითი“ გაძლიერების თვისება მასზე ფოკუსირდება.

ფოკუსის რეგულირება

სმენით ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის როგორც «ანთება», ასევე «დაწვა» მაქსიმალური შიშით, ან საკუთარი შიშის გაძლიერებით, ან სხვა ვექტორის აქტუალური შიშის განდიდებით. მაგრამ საკუთარი ჰიპერტროფირებული რეაქციების მიზეზთა უბრალო გაგებაც კი საშუალებას იძლევა, რომ სხვაგვარად მოვეპყროთ მას — გაგებით და მიღებით. ეს აადვილებს სამყაროსთან ურთიერთქმედებას. სმენის ვექტორის გაძლიერების თვისებისთვის, როგორც ლუპისთვის ან მიკროფონისთვის, სულერთია რას გააძლიერებს — მთავარია თავისი ფუნქცია შეასრულოს. ამის გაცნობიერების შედეგად, თქვენ შესაძლებლობას იღებთ, რომ მოახდინოთ საკუთარი იდეების, ინტერესების და შიშების ფოკუსირების მართვა.

მასალა მომზადებულია სისტემურ-ვექტორული აზროვნების ვიაჩესლავ იუნევის მეთოდის მიხედვით. © Laboratory 8

მთარგმნელი: მამუკა გურული

წყარო:
http://training8.ru/library/personalnyy-usilitel-strahov