შიშები და ფობიები (ანალური ვექტორის შიშები) 2

კითხვა: პერფექციონიზმი ანალურ ვექტორში ძალიან მიშლის ხელს ცხოვრებაში, ამას ემატება ისიც, რომ მაქვს კანი, კუნთი, ვიზუალი, სმენა და მგონი ყნოსვაც. როგორ უნდა მოვიშორო პერფექციონიზმის მდგომარეობა ანალში?

პასუხი: მდგომარეობების გამოსწორების მეთოდებზე ჩვენ ცალკე კურსი გვექნება. ახლა კი უბრალოდ კომენტარისთვის. საქმე იმაშია, რომ დართული ვექტორები ძალზე მკაფიო გავლენას ახდენენ ანალურ ვექტორზე. მაგალითად: თუ ანალურ ვექტორს დავუმატებთ მხოლოდ ორალს, მივიღებთ კლასიკურ ,,ბინძურ“ ანალს. რომელიც ყოველ მეორე სიტყვაში იგინება და მას იმდენად უყვარს ლაპარაკი, რომ არ შეუძლია ანალურად დაჯდეს და რამე დაწეროს. თუ მაინც დაწერა, წერს უხეშად, გაუმართავად, ბევრი შეცდომებით. ის სულ ლაპარაკობს, იყენებს უცენზურო სიტყვებს და მსმენელს ტვინს უჭამს. თუ ამ კომბინაციას ვიზუალიც ემატება, მაშინ ეს სიბინძურე ცოტა შერბილებულია. ხოლო თუ ამ კომბინაციას სმენა, ან ყნოსვა ემატება, მაშინ პირიქით, მდგომარეობა მძიმდება. მაგრამ არა სიბინძურის კუთხით, ძირითადად ამ დროს ხდება გადახრა ,,სუფთას“ მდგომარეობისკენ. სწორედ ამ დროს წარმოიშობა პერფექციონიზმი. ის წვრილმანებზე ზედმეტი ყურადღების გამო, სულ დროს კარგავს, ეს კი რა თქმა უნდა ცხოვრებაში ხელს უშლის. მაგრამ არა უშავს, თუ თქვენს მიერ ჩამოთვლილი ვექტორები მართლა გაქვთ, განსაკუთრებით სმენის ვექტორი, მაშინ ანალში ,,სუფთას“ სცენარი, დიდი ალბათობით თქვენი ბედისწერაა. საშველი აქ ის არის, რომ თქვენ შეძლებთ ეს გააცნობიეროთ, გაიგოთ მისი წარმოშობის მიზეზი, გადაერთოთ სმენურ მდგომარეობაში და რეალიზდეთ სმენურად, ხოლო ანალური პერფექციონიზმი შეგიძლიათ ამ დროს თქვენს ძლიერ მხარედაც აქციოთ. კიდევ ერთი: როდესაც ცუდი მდგომარეობის გაამოსწორებაზე ვსაუბრობთ, ნუ ელოდებით, რომ ვიღაც ჯადოსნურ წამალს დაგალევინებთ და ყველაფერი გაივლის. ასე არ ხდება. ცუდი მდგომარეობიდან გამოსვლა შეიძლება, მაგრამ ეს ადვილი არ არის და თქვენგან მოითხოვს დიდ ძალისხმევას და საკუთარ თავზე მუშაობას. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ მიზეზების გაცნობიერებაში და მოგცეთ მიმართულება. დანარჩენი თქვენი გასაკეთებელია.
კითხვა: გამოცდის შიში აუცილებლად მხოლოდ ანალის ვექტორიანებს აქვთ?
პასუხი: თუ შევხედავთ ნებისმიერი მოვლენის შიში, შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ვექტორის მატარებლებს. აქ მთავარია რა შემადგენელი კომპონენტებია აქვს ამ მოვლენას და რა სახით ვლინდება შიში. ძირითადად ეს ანალური შიშია. როგორც ზემოთ ვთქვით, ანალის ვექტორიანისთვის გამოცდის შიში მოდის არის მისი ხარისხის შემოწმების შიში. შიში იმისა, რომ არ დაკარგოს საკუთარი სახელი, ღირსება, რეპუტაცია. თუ ამ კუთხით ეშინია, მაშინ უპირობოდ ანალური შიშია. მაგრამ შეიძლება ამ შიშის მიზეზი სხვა რამ იყოს, მაგალითად: გამოცდის ეშინია, იმიტომ, რომ შიშობს სტიპენდია არ დაკარგოს – ეს კანურია. მას არ აღელვებს რეპუტაცია, მაგრამ წუხს ფინანსურ დანაკარგზე. ეს შეიძლება იყოს ვიზუალის შიშიც, რომელსაც უბრალოდ ყველაფრის ფობია აქვს. შეიძლება იყოს სმენური. სმენა ის ვექტორია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მდგომარეობა კატასტროფულ მასშტაბებამდე გაართულოს. მაგრამ თვით გამოცდის, როგორც ხარისხის, მისი ცოდნის შემოწმების შიში – ანალური მოვლენაა.

წყარო: http://training8.ru/
სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში:https://www.facebook.com/groups/571353209673619/