შიშები და ფობიები (ანალური ვექტორის შიშები)

ლექციას დავიწყებთ ძალზე სერიოზული, მნიშვნელოვანი და ,,ყველასთვის საყვარელი“ ფსიქოტიპით, რომელსაც ეწოდება ანალური ვექტორი. რატომ ანალურით? ლექციის დასაწყისში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ არსებობს სამყაროს აღქმის რვა მექანიზმი. შეგრძნებები, ემოციები, რაციონალიზაცია, ანალიზი და ა.შ. ვთქვით ისიც, რომ გრძნობები და ემოციები არის ის ძირითადი ბაზა, სადაც იბადება ფობიებისა და შიშების ძირითადი ნაწილი. ანალური ფსიქოტიპი მიეკუთვნება იმ ადამიანებს, რომლებიც ძირითადად იმართებიან იმით, რაც მათ შიგნით მათ კონტროლს არ ექვემდებარება. ის, რაც მათ შიგნით დუღს, ეს გრძნობები და ემოციები პირველ რიგში სწორედ ანალის ვექტორიანებს ამოძრავებს. იმისთვის, რომ მოცემული ლექცია არ იყოს მხოლოდ თეორია და მოიტანოს პრაქტიკული სარგებელიც, გთავაზობთ შეასრულოთ ორი დავალება (პირველ რიგში თუ თქვენ დღეს პირველად ეცნობით ამ სწავლებას და ყურს გჭრით სიტყვა ანალური ვექტორი, ან მის დახასიათებაში იპოვით რაღაც საერთოს მასთან, რაღაც მშობლიურს, ნუ შეგრცხვებათ. საიდუმლოდ გეტყვით, რომ თვით ამ ლექციის ავტორი, ვიაჩესლავ იუნევი და ლექციის თარჯიმანი სერგო ღამბაშიძე თვითონაც არიან ამ ვექტორის მატარებლები). ამიტომ ნუ შეგეშინდებათ თუ აღმოაჩენთ რომ თქვენც ამ ფსიქოტიპის მატარებელი ხართ, უბრალოდ ეცადეთ მიიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია ამ ლექციიდან.
დავიწყოთ ანალური ვექტორის და მისი შიშების განხილვა. ანალის ვექტორიანებს აქვთ გონება, რომელსაც შეუძლია დაიტიოს უზარმაზარი ინფორმაცია. ანალები სწავლობენ ხშირი გადამეორებებით. სწორედ ანალური ფრაზაა: ,,გამეორება ცოდნის დედაა“. ანალური ხედვით ადამიანი ჭკვიანი მაშინაა, თუ ბევრი ინფორმაცია აქვს, თუ ერუდირებულია. ანალის ვექტორიანებმა იციან ყველაფერი რა მოხდა, სად და როდის. მეორე რასაც ანალები აკეთებენ, არის ინფორმაციის მოწესრიგება. ანალებს ყველაფერში წესრიგი უყვართ, უყვართ წესრიგი როგორც სივრცეში, ისე დროში. მათ აქვთ დამახასიათბელი გამოთქმა: ,,აიღე ნივთი? დადე თავის ადგილზე!“. რატომ? იმიტომ რომ ანალებისთვის მნიშვნელოვანია ყველაფერს საკუთარი ადგილი ჰქონდეს. ასეთივე წესრიგი აქვთ გონებაშიც. მათი გონება, არის კარტოთეკა, სადაც ყველაფერი დალაგებული და დახარისხებულია. შემდეგი, რასაც ანალები აკეთებენ არის მასწავლებლობა. ანუ ამ დაგროვილი და მოწესრიგებული ინფორმაციის სხვებისთვის გადაცემა. ანალური ვექტორის წყალობით კაცობრიობას აქვს ინფორმაცია და ყოველ თაობას ნულიდან დაწყება არ უწევს.
რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში და რა კავშირშია ეს ჩვენს თემასთან (შიშებთან)? ეს ნიშნავს, რომ ანალის ვექტორიანებისთვის, ყველაფერი კარგიც და ყველაფერი ცუდიც, არის წარსულში. ანალის ვექტორიანები თავისი აკურატულობის, ყურადღებიანობის, ინფორმირებულობისა და სანდოობის წყალობით, დეტალურად აგროვებენ ინფორმაციას, გადასცემენ მას მომავალ თაობას და ამით ამოძრავებენ მთელ კაცობრიობას. მაგრამ ამასთან ერთად, ყველაფერს რაც ანალის ვექტორიანებმა გარედან მიიღეს, იქნება ეს კარგი თუ ცუდი, მთელ მდგომარეობებს, წყენებს, სტრესებს, ანალები მუდამ თან დაათრევენ. წარსული ანალების არსია, წარსულში იყო ყველაფერი კარგი, რისი მიღებაც ანალის ვექტორიანებმა შეძლეს და წარსულშივე იყო ყველაფერი ცუდი, რაც მათ დააშენდათ.
ვნახოთ რა სახის შიშები აქვთ ანალის ვექტორიანებს და რატომ. ჩვენ უკვე საკმაოდ საფუძვლიანად განვიხილეთ ანალური ვექტორი, ახლა კი შევხედოთ მის შიშებს და ამ შიშების მიზეზებს. უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ანალური შიში პირდაპირ კავშირშია მის არსთან: წარსულთან და გამოცდილებასთან. ანალური შიშები პირობითად შეიძლება დავყოთ სამ ჯგუფად. თქვენ იცით, რომ ანალის ვექტორიანებს აქვთ თავისებური აზროვნება, ისინი ახარისხებენ და აარქივებენ ინფორმაციას. ანალური შიშების პირველი ჯგუფი სწორედ აზროვნების ასეთ ფორმასთანაა კავშირში. თქვენ იცით, რომ ანლებს აქვთ განსაზღვრული ფასეულობები და აქედან გამომდინარე ურთიერთობები ადამიანებთან. შიშების მეორე ჯგუფი სწორედ ანალის ვექტორიანების მიერ გარემოს ასეთ აღქმასთანაა კავშირში. ხოლო ანალური შიშების უმეტესობა უკავშირდება მომავალს. თქვენ იცით, რომ ანალური ვექტორის არსი წარსულია. წარსული კი თავისი არსით მომავლის საწინაღმდეგო ცნებაა. ამიტომ მომავლის შიში მუდმივადაა ჩაბეჭდილი ანალის ვექტორიანი ადამიანის ფსიქიკაში.
მაგალითად ანალებს ხშირად ეშინიათ სახალხოდ სიტყვით გამოსვლის, რეალურად ეს არის დაცინვის შიში, რადგან ანალები მიიჩნევენ, რომ თუ დასცინეს, ამით მათი ანალური ხარისხი ეჭვქვეშ დადგება, ამიტომ სახალხოდ სიტყვით გამოსვლა ანალის ვექტორიანებისთვის ყოველთვის სტრესული ფაქტორია.
წყარო: http://training8.ru/
სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/