შურის ჭია

ნებისმიერ კანს აქვს შურის შეგრძნება. თუმცა, ეს ყოველთვის დესტრუქციული მოვლენა არ არის. განვითარებული კანისთვის სხვა ადამიანის  ქონებრივი უპირატესობა, სტიმული ხდება უფრო მეტი ძალების მობილიზაციისთვის, მამოძრავებელი ძალაა, რათა მეტად მოინდომოს და მეტი ფული გამოიმუშავოს – იყიდოს წარმატებული მეზობლის მსგავსი მანქანა, ან უფრო უკეთესიც კი, დაიკავოს უფრო მაღალი თანამდებობა და ა. შ. ასეთ შურს „თეთრსაც“ უწოდებენ ხოლმე.

განუვითარებელი, ან ცუდ მდგომარეობაში მყოფი კანი სხვებისთვის მეტი რესურსების აღმოჩენისას გრძნობს ნამდვილ „შავ“ შურს. ასეთი შურიანი კანი განსაკუთრებულად ღიზიანდება, თუ ახლობელი და ერთ დროს მის მსგავს პოზიციაზე მყოფი ადამიანი ხდება  მასზე უფრო მეტად  წარმატებული. ასეთ შემთხვევებში შურიანი კანი გამალებულად იწყებს წარმატებული ადამიანის თვალში ბეწვის ძიებას.

ყველა თავისთვისაა

თუ რომელიმე მისი ახლობელი წარმატებული გახდა, შურიანი კანისთვის ეს პირადი შეურაცხყოფაა და თავს დამარცხებულად გრძნობს. მეგობრისთვის ახალი სახლის ყიდვის მილოცვა, მისთვის საშინლად უსიამოვნო და მძიმე პროცესია. „როგორ“– იტყვიან ვიზუალები – „ჩვენ ხომ ყველანი ძმები და დები ვართ, ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ და ერთმანეთის წარმატებაც უნდა გვიხაროდეს“.  კიიი როგორ არა. ასეთმა კანებმა მშვენივრად იციან როგორაა მოწყობილი სამყარო. „აი, საიდან აქვს ახალი სახლის საყიდელი ფული?“ ფიქრობს ის, „რა თქმა უნდა მოიპარა. იქნებ საერთოდ მისი სახლი არცაა“.

ამავე დროს მეგობარს აჩვენებს, რომ ძალიანაც გაუხარდა მისი წარმატება, რამე იაფფასიან საჩუქარსაც იყიდის, სამაგიეროდ ჭორებს დაყრის, რომ მისი მეგობარი სხვისი ადამიანის სახლში შეძვრა, რომელიც იპოთეკით ქონდა აღებული, აი ასე. თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ მასზე ძალიან დიდი უპირატესობის მქონე ადამიანების მიმართ, მაგალითად პრეზიდენტის მიმართ, მას ასეთი გრძნობა არ უჩნდება, რადგან კარგად ესმის, რომ სახელმწიფოს მეთაურთან თავის შედარება უაზრობაა.

ქედმაღალი და შურიანი.

კანს ძალიან ეშინია, რომ ვინმეს მასზე მეტი რესურსი ექნება, შიშის ეს გრძნობა  ხშირად კანის თავხედურ თვისებასთანაც თანაარსებობს. ასეთი ადამიანი ძალიან ქედმაღლურად იქცევა და სხვებს დამამცირებლადაც კი ეპყრობა. ეს განსაკუთრებით მძაფრდება, თუ კანი საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებს, მაგალითად მსხვილ კორპორაციას ხელმძღვანელობს. კანი პირველობისთვის არ არის დაბადებული,  მას ამისთვის  შესაბამისი თვისებები არ აქვს, მის ზევით აუცილებლად ვიღაც უნდა იდგეს, ის, ვინც თავად სამყარომ დაბადა მეთაურად–ურეთრალური ბელადი. კანი საკმაოდ დიდი ადგილის დაკავებისას, თავს დისკომფორტულად გრძნობს და ქვეცნობიერად სურს კომფორტის ზონაში დაბრუნება, მაგალითად უფრო დაბალი თანამდებობის დაკავება, თუმცა მაღალი თანამდებობის და შემოსავლის  დათმობაც არ უნდა. ამ შემთხვევაში მისი ქცევა თავხედური ხდება. მთელი თავისი არსით აჩვენებს ყველას, რომ ის მაღალი დონისაა, უკეთესია სხვებზე და დანარჩენები მასთან ურთიერთობის ღირსნიც არ არიან. ქვეცნობიერად მას იმის იმედი აქვს, რომ გამოჩნდება ვინმე, რომელიც თავის ადგილს მიუჩენს, ასეთ მძიმე ტვირთს მოხსნის და დააბრუნებს თავის ადგილზე, თავის ბუნებრივ მდგომარეობაში. თავხედი და შურიანი კანი ზედ ევლება ყველას, ვინც რითიმე მასზე მაღლა დგას თუნდაც თანამდებობრივად, სამაგიეროდ დანარჩენებს ძაღლადაც არ აგდებს, დაბალი დონის ადამიანებივით ექცევა. თუ ამავე დროს განუვითარებელი ვიზუალიც ერთვება სცენარში, მაშინ ასეთ სურათს მივიღებთ – „ ეს რა ბოსელია, სად მომიყვანე? ეს კლუბი კი არა რაღაც სანაგვეა. ერთი შეხედე რა აცვიათ, ფუ,  ეს ხომ ჩინელებმა შეკერეს სადღაც სარდაფებში, ასეთი ძონძები საერთოდ როგორ უნდა ჩაიცვა? წავიდეთ რა აქედან“. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ასე ქედმაღლურად საუბრისას და თავისი უპირატესობის დემონსტრირებისას ის შიშით კვდება, კანს ეშინია, რომ მის გვერდით აღმოჩნდება მასზე უკეთესად ჩაცმული ადამიანი და დასცინებს მას ზუსტად ისე, როგორც ის სხვებს დასცინოდა.

შურის ტყვეობაში მყოფნი, საშინლად ვიზღუდებით და ვაფრთხობთ ადამიანებს. სვფ კარგად გვიხსნის რამდენად დესტრუქციული შეიძლება იყოს შური და გვეხმარება ეფექტურად მივმართოთ ჩვენი თვისებები საჭირო მიმართულებით. ამ დროს  სხვების მატერიალური უპირატესობით უკვე აღარ დავპანიკდებით, შვებით ამოვისუნთქებთ და უფრო ლაღ ცხოვრებას დავიწყებთ.

https://archive.is/NMbTc#selection-2707.0-2717.16

 

მთარგმნელი ლიზი ხუციშვილი