ცოტა რამ კუნთის ანუ შავი ვექტორის მქონე ადამიანზე

 

მას ძალა აქვს

შავები (კუნთური ფსიქოტიპები) ბავშვობიდანვე გამოირჩევიან არაჩვეულებრივი ძალით. ისინი ტკბებიან თავიანთი ფიზიკური აღნაგობით და იხიბლებიან, როცა ადემონსტრირებენ თავიანთი სხეულის დაკუნთულ ნაწილებს, განსაკუთრებით ამობურცულ ორთავა კუნთს. ფიზიკური დატვირთულობისადმი სიყვარული უბიძგებს მათ, რომ დაკავდნენ სპორტით, იმ სახეობით, სადაც მოითხოვება ძალა და არა სიზუსტე ან სისწრაფე [უკანასკნელი ორი თვისება დამახასიათებელია ხაკისფერებისათვის (კანის ვექტორიანებისათვის), რომელთა საყვარელი სპორტი მუდამ იყო ფარიკაობა, სროლა, სირბილი, ტანვარჯიში]. თუ კუნთის ვექტორიანი ადამიანის პროფესია არ ითვალისწინებს მუდმივ კუნთურ დატვირთვას, მაშინ მისი ჰობი უსათუოდ გახდება სპორტული დარბაზი, ან სახლის ტრენაჟორი.

ამ თვისების ლოგიკურ გავითარებას წარმოადგენს შრომისმოყვარეობა, ამასთანავე, ეს ეხება არა მხოლოდ ფიზიკურ მუშაობას, არამედ შემოქმედების ნებისმიერ სხვა სფეროსაც. შესაძლოა თქვენ ხვდებით ადამიანებს, რომლებმაც არ იციან დასვენება ან, როგორც თვითონ ამბობენ, ძალიან არ საჭიროებენ მას. გამოსასვლელი დღეები ან შვებულება მათთვის ნამდვილი წამებაა. ამ დროს ისინი ადგილს ვერ პოულობენ – სხეული “წუწუნებს” (ზოგჯერ მას სულიც უერთდება), არ წყვეტენ სამუშაოზე ფიქრს და ოცნებობენ იმ მომენტზე, როცა კვლავ აღმოჩნდებიან სამუშაო ადგილას. ყველაზე საუკეთესო დასვენება მათთვის საქმიანობის შეცვლაა, სპორტი ან მიწასთან ურთიერთობა.
ხდება ისეც, რომ სამუშაოთი ძლიერ გატაცებულ შავ ადამიანს ავიწყდება სამუშაოს მნიშვნელობა – სამუშაო პროცესი როგორღაც გადაქცეულია თვითმიზნად და სიხარული მოაქვს თვითონ პროცესს.
არც თუ იშვიათად ხდება ისე, რომ როცა კუნთური ფსიქოტიპი იღებს დავალებას, ის ისე ენერგიულად უდგება ამ საქმეს, რომ არც კი ფიქრობს იმაზე, რომ რომელიღაც მომენტში უნდა გაჩერდეს. ამიტომ როცა ასეთ ადამიანს ვავალებთ რაღაც სამუშაოს, მუდამ უნდა მოუნიშნოთ მისი შესრულების საზღვარი.

ეს თვისება ეხმარება კუნთური ფსიქოტიპის ადამიანს კარგად გაართვას თავი მონოტონურ და ერთგვაროვან შემოქმედებით საქმიანობებს. ის უცვლელია ნებისმიერ “კონვეირზე”: იქნება ეს აპარატურის აწყობა, თუ ერთი ტიპის დოკუმენტიაცასთან მუშაობა, რომელსაც არ სჭირდება ფიქრი. კუნთური ფსიქოტიპის ბავშვი ჯერ კიდევ ბავშვობაში გამოირჩევა სხვებისგან. სხვა ბავშვები თუ აშენებენ კოშკებს, აგებენ ქალაქებს ქვიშაში, ამან აიღო ვედრო და გააკეთა “კუბიკი”, შემდეგ აავსო ისევ მიწით და კვლავ გააკეთა და ასე დაუღლელად სეირნობის ბოლომდე!

ჭკუა არ სჭირდება?

თუ ამ სტრიქონების წაკითხვის შემდეგ გაგიჩნდათ შეგრძნება, რომ შავი ადამიანს არც ისე მაღალი ინტელექტი აქვს, თქვენ სრულიად მართალი ბრძანდებით. ასეთი ადამიანებისაგან მშვენიერი ხელოსნები გამოდიან: ხელებით მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც ნებისმიერი სხვა ვექტორის ათ წარმომადგენელს არ შეუძლია. მაგრამ ინტელექტუალურ ასპარეზზე ისინი ჩვეულებრივ აგებენ, ამიტომ ყოველდღიურ ცხოვრებაში თავს არიდებენ ჭკვიანურ საუბარს.

რა თქმა უნდა აქ ჩვენ ვსაუბრობთ ერთვექტორიან კუნთზე, რომელიც ცხოვრებაში არც თუ ისე ხშირად გვხვდება. იმ შემთხვევაში თუ შავი ვექტორი წარმოადგენს ”დანამატს” სხვა უფრო ინტელექტუალურ კომბინაციაზე, მაშინ ის ადამიანს შეჰმატებს ძალას, ამტანიანობას და შრომისმოყვარეობას, მაგრამ არაფრით არ უშლის ხელს მის გონებრივ ქმედებას. მაგალითად სწავლული ან მეწარმე, რომელსაც სხვა ვექტორთან კომბინაციაში აქვს კუნთის ვექტორი, შეიძლება გახდეს ისეთი შრომისმოყვარე, რომელმაც არ იცის არც შვებულება, არც გამოსასვლელი დღეები.

გადაწყვეტილებები და პრინციპები

შავი ადამიანების ყველაზე მთავარი პრობლემა – ეს არის გადაწყვეტილებების მიღების არ ცოდნა. თუ წაბლისფერი (ანალური) დიდხანს ირჩევს, ყოყმანობს, მაგრამ ჯამში მაინც მიდის ერთ აზრთან, ამ დროს შავისთვის ეს ამოცანა ხანდახან ფსიქოლოგიურად გადაუჭრელი ხდება. როცა ასეთ ადამიანს ეუბნები: “აირჩიე და გადაწყვიტე შენ თვითონ”, მაშინ თქვენ მას აგდებთ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს განუსაზღვრელად. კუნთური ფსიქოტიპი მუდამ მოხარული იქნება, თუ გადასცემთ დაფიქრების ამ პროცესს ვიღაც სხვას და ის არ დაიწყებს კამათს შეთავაზებულ ვარიანტზე, თუ ეს რა თქმა უნდა, კარდინალურად არ ეწინაამღდეგება მის ცხოვრებისეულ პრინციპებს.

ბარემ სიტყვამ მოიტანა და მოდით ვისაუბროთ პრინციპებზე. თქვენ უკვე იცით, რომ ადამიანები, რომლებიც ადვილად იცვლიან თავიანთ შეხედულებებს, პირველ რიგში წითლებია (ურეთრალები), რომლებსაც შეუძლიათ რამოდენიმე წუთში 180 გრადუსით შემობრუნონ თავიანთი შეხედულება. აქ შედიან ასევე ყვითლებიც (ორალები), რომლებიც ძირითადად სიამოვნების პრინციპით ცხოვრობენ, და მწვანეებიც (ვიზუალები), რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი აზრი ირგვლივ მყოფთა განწყობის მიხედვით (ან აღიარებული ლიდერის). ლურჯების (სმენები) თვალთახედვა ჩვენ ჩვეულებრივ არ ვიცით -ისინი ხშირად ჩუმად არიან, ხოლო იისფერები (ყნოსვები), ისე ინიღბებიან, რომ მათი შეხედულებები ყველასთვის ბოლომდე უცნობია. წაბლისფერები (ანალურები) და ხაკისფერები (კანი) პირიქით: მათი მსოფლმხედველობა ძალიან მყარია, და დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ისინი გადაარწმუნო რამეში. შავი ადამიანები აქაც განზე დგანან: თუ ისინი რამეში დარწმუნებული არიან, მაშინ მათი მრწამსი ჩვეულებრივ მოდის შორეული ბავშვობიდან: ის რაც უთხრა დედამ/მამამ, ხშირად ხდება ურყევი ჭეშმარიტება (ამიტომ დედისადმი სიყვარული, აზრის პატივისცემა, კუნთური ფსიქოტიპის ადამიანებში (ისევე როგორც ანალებში), შესაძლოა შენარჩუნდეს მთელი ცხოვრების მანძილზე).

ჩვენ ერთად ვართ!

კუნთური ფსიქოტიპის ადამიანების მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური თვისებაა საზოგადოებისკენ სწრაფვა ანუ, ე.წ. “მხარის შეგრძნება”. ისინი თავს გრძნობენ კომფორტულად და უსაფრთხოდ ბრბოში. როცა არ არის საჭირო გადაწყვეტილებების მიღება: ემორჩილებიან ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას არაფერზე არ იღებენ. სწორედ ამიტომ კუნთის ვექტორიანები აღმერთებენ დემონსტრაციების მსგავს მასიურ ღონისძიებებს და მიტინგებს. ნებისმიერ საქმეში მათთვის მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმყოფებოდნენ ვიღაცასთან ახლო მდგომარეობაში: ახლო მანძილზე ანუ თითქმის “მიწებებულად”. მოსაუბრის “მხარის შეგრძნობის” სურვილი ზოგჯერ გადადის პირადი ურთიერთობის ნიშანდობლივ თვისებაში. საუბრის დროს მას შეუძლია პერიოდულად შეგეხოთ ხელით ან მოგითათუნოთ მხარზე, ზოგჯერ მოგქაჩოთ სახელო, ხშირად კი ღილი. უნდა ითქვას, რომ ურთიერთობისას ისინი იცავენ მინიმალურ დისტანციას და მოსაუბრესთან მიდიან ძალიან ახლოს. შესაძლოა ეს გაუცნობიერებელი სწრაფვა დისტანციის შემცირებისა გამომდინარეობს აქედან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაში, ვთქვათ, პიკის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობით. და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზოგიერთი მათგანი (განსაკუთრებით ისინი, რომლებიც არ არიან დაკავებულნი ფიზიკური შრომით) თავს გრძნობს ბევრად უფრო მხნედ სიცოცხლის უნარიანად გადაჭედილ ტრანსპორტში მგზავრობისას.

უბრალოება და კომფორტი

ყოველდღიურ ცხოვრებაში კუნთი ვექტორის მქონე ადამიანები ძალიან მორიდებულნი და არამომთხოვნი არიან. მათ უყვართ ბევრი ჭამა, მაგრამ დიდად ვერ ერკვევიან პროდუქტებში: მთავარია საკვები იყოს ნოყიერი და ენერგეტიკულად ფასეული. ოდესღაც არჩეულ რაციონს შეუძლიათ დასჯერდნენ ცხოვრების ბოლომდე და უკმაყოფილონი არიან, როცა გარეგანი ზემოქმედები შედეგად უწევთ ჩვეულებების გამოცვლა. საჭმლის რაოდენობა, რომელიც შავს შეუძლია ერთჯერადად დაძლიოს გაოცებას იწვევს სხვა ვექტორის წარმომადგენლებთან; რა თქმა უნდა ყვითელის (ორალის) გამოკლებით, რომელიც “ღორმუცელობაში” არ ჩამოუვარდება შავს, მაგრამ ყვითელისათვის მნიშვნელობა აქვს გემოს, მრავალფეროვნებას და ა.შ.

ასევე უბრალოდ ექცევიან კუნთები ტანსაცმელს და საგნებს: საგნები უნდა იყვნენ საიმედონი და ფუნქციონალურები, ნებისმიერი “მორთულობა” ზედმეტია. ისინი არ მისდევენ მოდის კაპრიზებს, ატარებენ გამძლე ტანსაცმელს, რომელიც ხელს არ უშლის მოძრაობაში. ბოლო ვარიანტი მათთვის სპორტული კოსტიუმია. ძალიან საყვარელი ჩასაცმელი ზოგიერთი სოციალური ფენისათვის.
მთავარი, რაც აუცილებელია მათი კომფორტისათვის, ეს არის ფიზიკური დაცულობის გრძნობა. მიუხედავად არნახული ძალისა, შავებს გააჩნიათ ფსიქოლოგიური მისწრაფება გარე სამყაროსგან შემოსაზღვრულობაზე და შიში ღია სივრცისადმი. მათ უყვართ ყოფნა პატარა ფანჯრიან მჭიდრო ნაგებობებში, ხოლო დიდ ფართობზე კარგად გრძნობენ მხოლოდ ბრბოს შემადგენლობაში. ეს ადამიანები ცდილობენ შემოსაზღვრონ თავიანთი საცხოვრებლები რაც შეიძლება მაღალი და გადაულახავი ღობით, რომელიც მტკიცე მასალით იქნება აგებული, თვით მაშინაც კი როცა არავის არა აქვს მათი ნახვის სურვილი. მათ უყვართ ძილი კედლისკენ შებრუნებულებს, მოკუნტულად (ემბრიონის პოზაში) ან წამოფარებული საბნით.

ლოიალურობა და მოწყვლადობა

კუნთური ფსიქოტიპის ადამიანები გამოირჩევიან უკიდურესი მიმნდობლობით და ერთგულებით. ესენი ყველაზე ლოიალური თანამშრომლები არიან რვა ვექტორს შორის, ნამდვილი პატრიოტები თავიანთი ფირმის. მათ უყვართ ბევრი მუშაობა, მზად არიან გადალახონ ყველა სიძნელე კოლეგებთან ერთად და არ დაიწყებენ ხელფასის მომატებაზე მოთხოვნას. ყველაზე ცუდი სასჯელი მათთვის შეიძლება გახდეს სამუშაოს არ არსებობა, ან სამუშაო ადგილას საკუთარი არასაჭიროების შეგრძნება. სამუშაოს დაკარგვას და სხვა ცხოვრებისეულ კრიზისებს (ახლობლის სიკვდილი, საყვარელი ადამიანის დაკარგვა) შავები განიცდიან ძალიან მტკივნეულად, ისე როგორც ნიადაგის გამოცლას ფეხებთან. დიდი ხნის განმავლობაში მათ უბრალოდ წარმოდგენა არა აქვთ თუ “ახლა როგორ უნდა იცხოვრონ შემდეგში”.

უნდა ითქვას, რომ შავები, ყველაზე საიმედო მეგობრები არიან, მუდამ მზად არიან საკუთარი ინტერესი შესწირონ ახლობელ ადამიანს. სიტყვამ მოიტანა და, თავიანთი ინტერესის დაქვემდებარება ირგვლივ მყოფთა ინტერესებზე მათთვის დამახასიათებელია ნებისმიერ კოლლექტივში (სკოლაში, ინსტიტუტში, სამსახურში) შესაძლოა სწორედ ამიტომ ზოგიერთ ლიდერს, განსაკუთრებით არასუფთა განზრახვით, ძალიან უყვართ თავიანთ გარშემო კუნთის ვექტორიანი ადამიანების გაერთიანება, რადგან სახელმძღვანელოდ მათზე უკეთესს ხალხს ვერსად ვერ პოულობენ.
კუნთური ფსიქოტიპის ადამიანების კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება კანონმრჩილებაა. საქმე მხოლოდ იმაშია, თუ რომელ კანონს აირჩევენ ისინი იმისთვის, რომ გაყვნენ მას. ვარიანტები აქ შეიძლება იყოს მრავალი: დაწყებული საზოგადოებრივი კანონებიდან, თუ ღვთიურიდან სახელმწიფო და კრიმინალურ კანონებამდე დამთავრებული. ყველაფერი დამოკიდებულია იმ დადგენილებებზე, რომლებითაც ისინი იკვებებოდნენ ბავშვობიდან და რომლებიც, როგორც გახსოვთ, მათთვის არასოდეს იცვლება.

ერთერთი არასასიამოვნო განსაკუთრებულობა, რომელიც ახასიათებს კუნთის ვექტორს და რომელიც მოდის არაცნობიერის სიღრმეებიდან, არის მირეკილება თვითდაზიანებისაკენ. ამ ადამიანებს ხშირად დაინახავთ სახეჩალურჯებულებს, ჭრილობებით, გადამტვრეული ძვლებით ან ნაღრძნობი სახსრებით. და ეს ხდება არა იმიტომ, რომ ისინ წითლებივით (ურეთრალები) უკანმოუხედავად ებმებიან ყოველგვარ შეხლა-შემოხლაში – არა, უბრალოდ შავებს არ გააჩნიათ სხეულებრივი შეგრძნება და თითქოს “ყოველმა შემხვედრმა საგანმა მათ წინაშე უკან უნდა დაიხიოს”. ეს პროცესი ემორჩილება აზრობრივ ანალიზს, რომელიც იბადება ირგვლივ მყოფ საგანთა მიმართ საკუთარი სიძლიერისა და დიდმნიშვნელობის გაუცნობიერებელი შეგრძნებიდან… გააღო მანქანის კარი (მისი ჩვეული უზარმაზარი ძალით) და მიარტყა შუბლი. ან მიდიოდა ქუჩაში (სრულიად ფხიზელი), წამით ჩაფიქრდა და დაეჯახა ბოძს.

რაც შეეხება სიფხიზლეს. შავები ფლობენ საოცარ თვისებებს: მათ შეუძლიათ დალიონ საკმაოდ ბევრი, ვერ თვრებიან და არც გადათვრებიან. განსაზღვრულ ლიტრზე უბრალოდ ითიშებიან და ტკბილად მიეცემიან ძილს. ეს დაკავშირებულია თირკმელების განსაკუთრებულ მუშაობასთან: ფერმენტი, რომელიც ამუშავებს ალკოჰოლს, გამომუშავდება ძალიან სწრაფად და მნიშვნელოვანი ზომით.

კუნთური ფსიქოტიპის ადამიანების კიდევ ერთი საინტერესო თვისება მიწისადმი განსაკუთრებული სიყვარული და მისკენ სწრაფვაა. ასაკისა და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად ისინი სიამოვნებით იჩიჩქნებიან კვლებში, ხშირად ოცნებობენ სოფელში ცხოვრებაზე, ან ფერმერად მუშაობაზე. შავები თავიანთი ცხოვრების წესით ძალიან ახლოს დგანან ბუნებასთან: ისინი შესაძლებლობის მიხედვით უპირატესობას აძლევენ მზესთან ერთად ადგომას და დაწოლას. ასევე მშვენივრად ორიენტირდებიან ადგილმდებარეობებში და ტყეშიც პრაქტიკულად არ იბნევიან. ისინი როგორღაც გრძნობენ მიწის სითბოს და ენერგიას, მასთან ურთიერთობით იძენენ მისგან ძალას.

როგორ მოვექცეთ მათ?

ურთიერთობებში შავები არ გამოირჩევიან გასაკურებული საუბრით. მათ არ უყვართ ტექსტების ქვეშ დაფარული აზრების ძიება და მათი გარჩევა. მათი სიტყვა უბრალო და მონოტონურია, ძირითადად გამოიყენება ინფორმაციის გასაცვლელად.

ზოგჯერ ისინი ძნელად პოულობენ სიტყვას აზრის გადმოსაცემად და სარგებლობენ ბევრი შორისდებულით ან კავშირის სიტყვებით ხარვეზების შესავსებად.

აი, იუმორის მიმართ კი შავები ცოტა მწყრალად არიან, ამიტომ მათთან ხუმრობის დროს ცოტა სიფრთხილე გვმართებს – შეიძლება დავიმსახუროთ სახეში მუშტი. კლასიკური სამხედრო იუმორი მათთვის მუდამ მისაღებია (“დაეცა” -“აიწია” და ა. შ.), ხოლო ყველა სხვა ხუმრობას ისინი მხოლოდ გამოყავს წონასწორობიდან.

ალბათ გახსოვთ კითხვა ჩვენი ტექსტიდან: “ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა ძალია ძნელია, მაგრამ თუ გამომიყვანენ შეჩერება შეუძლებელია”? ეს ეხება როგორც იუმორს, ასევე ძლიერ ინტელექტუალურ საუბრებს მათი თანდასწრებით. არ ღირს მისი მოთმინების გამოცდა, ეს მოთმინება საკმაოდ დიდია, მაგრამ არ ღირს იმის შემოწმებაც, თუ სად მთავრდება ის.

კუნთის ვექტორიან ადამიანებთან ურთიერთობისას “ჯადოსნური” ძალა აქვს სიტყვებს: “საჭიროა” და “უნდას”, თუმცა მისი გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც ისინი ენდობიან, მაშინ კი ისინი არ კარგავენ დროსა და ფიქრს კითხვაზე: “რატომ არის საჭირო” ან “ვინმეს ვალი მაქვს”? მთავარია თქვა “საჭიროა”?, შავმა უპასუხა “არის”!
გარეგნობა

კლასიკური კუნთური გარეგნობა ყველა ჩვენთვის ცნობილია იმ ადამიანების მიხედვით, რომლებიც ცხოვრობენ სპორტულ კოსტიუმებში. ესენი არიან ძლიერი აგებულების ადამიანები კარგად განვითარებული კუნთებით, ფართო მხრებით.

მათგან მომდინარეობს სიმტკიცისა და ურყეობის შეგრძნება, რომელიც გამოიხატება ფართოდ გადგმულ ფეხებში, ნელ და ზომიერ სიარულში, ფართო ნაბიჯებში, დადიან ისე თითქოს მიბაჯბაჯებენ. ზოგერ ისინი მოძრაობენ შებოჭილად და ტლანქად, თითქოს ეშინიათ გარემომცველი სამყაროს უნებური დაზიანება, აკი მათზე ხელის ჩამორთმევა ხშირად აიძულებს შემხვედრს სახის დამანჭვას, იმას, ვინც თავისი გაუფრთხილებლობით უხალისოდ გაუწოდა ხელი.

მათი მიმიკა არ არის მდიდარი, ჟესტიკულიაცია მინიმალურია, ხოლო მოძრაობები დიდრონი და ერნერგიული. მათთვის დამახასიათებელია “მუცლადყოფნის” სიცილი, ერთი სიტყვით ის, რაც მოდის მათი უზარმაზარი ძლიერი სხეულის შიგნიდან.

შემქმნელი თუ გამანადგურებელი?

თუკი ცხოვრებაში შავები ახდენენ თავიანთი მისწრაფებების რეალიზებას: დაკავებულნი არიან ფიზიკური შრომით, სპორტით, ცხოვრობენ ჩვეულებრივ სტაბილურ გარემოში, მაშინ ისინი ყველა ვექტორს შორის, ფიზიკურად და ფსიქიკურად, ყველაზე ჯამრთელი ადამიანები არიან. ისინი პრაქტიკულად არ ავადმყოფობენ, ემოციურად საგანგებოდ მყარებია, არ ექვემდებარებიან განწყობათა ციკლებს, ფლობენ შესანიშნავ ძილს და ყველაფერში შეუძლიათ მოგვცენ ჯანსაღი ცხოვრების მაგალითი.

მაგრამ თუ კუნთის ვექტორი არ არის რეალიზებული, მაშინ ასეთ ადამიანებში იწყება აგრესიული იმპულსების განვითარება და განადგურებისაკენ სწრაფვა. საქმე იმაშია, რომ კუნთური ფსიქოტიპის ადამიანების არაცნობიერში მონაწილეობს დაფარული ა გ რ ე ს ი უ ლ ი პოტენციალი, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ეხმარება მათ, რომ იყვნენ უფრო ძლიერები და დასახულ მიზნებში უფრო მტკიცენი. ხოლო თუ ეს პოტენციალი მიმართული არაა სიკეთისკენ, მაშინ შავს შეუძლია თავის გზაზე ყველაფერი “ნაცარტუტად” აქციოს და უდიდესი შემქმნელიდან უდიდეს დამანგრეველად მოგვევლინოს. ამ ადამიანებს ახასიათებთ კრიტიკულ სიტუაციაში გახდნენ ყველაზე სერიოზული ფიზიკური აგრესიის მქონენი.

სწორედ ამიტომ, ისინი მაქსიმალურად ეფექტურები არიან საომარ მოქმედებებში წინა ხაზზე. მათ შორის მუდამ ვხდებოდით ნამდვილ გმირებს, რომლებსაც გააჩნდათ იმის უნარი, რომ გაენადგურებინათ მოწინაამღდეგის საგრძნობლად ჭარბი ძალები. შემთხვევით არ არის, რომ კუნთის ვექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა “არნახული უშიშროება”, რომელიც ერთვება განსაზღვრულ სიტუაციებში და ადამიანიც მზად არის მიზნისკენ წასასვლელად, თვით იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას მიაცილებს სასიკვდილო განსაცდელი.

ჩვენს დღებშიც ზუსტად ეს ადამიანებია ისინი, რომლებიც სიამოვნებას იღებენ ცხელ წერტილებში სამხედრო სამსახურიდან, სადაც ყოველი დღე შეიძლება გახდეს უკანასკნელი. ზოგჯერ იქმნება ისეთი შეგრძნება, რომ ამ ადამიანებს აქვთ ლტოლვა ისეთი სიტუაციებისაკენ, სადაც სიცოცხლესა და სიკვდილს შორის საზღვარი არ არის. მაგრამ ნებისმიერი ომი ადრე თუ გვიან მთავრდება, ხოლო გაუცნობიერებელი გამანადგურებელი პოტენციალი უკვალოდ არ ქრება და კუნთური ფსიქოტიპის ადამიანს ის გადმოაქვს მშვიდობიან დროშიც. აქ კი სამწუხაროდ მათი უმრავლესობა ვერ პოულობს ადგილს შემოქმედებით საქმიანობაში, და ისინიც მზად არიან აკეთონ მხოლოდ ის, რაც მათ ასწავლა ომმა.

წყარო

მთარგმნელი: რუსლანი ლორჩოშვილი