ცხოვრება საჭიროსა და სასურველს შორის.

ზოგჯერ როგორ მინდა ყველაფერი მივყარო, ჩემოდანი ავიღო, აფრიკისკენ მიმავალ გემში ჩავჯდე და მათ გადასარჩენად გავცურო. ამის მაგივრად კი კვირაში ხუთი დღე პერანგს ვიუთოვებ, კონტეინერში საჭმელს ვილაგებ და სამსახურში მივეშურები. იმიტომ რომ უკვე დიდი ვარ – არასერიოზული და იმპულსური გადაწყვეტილებები კი ბავშვების და მოზარდების საქმეა. და საერთოდაც ჩამოყალიბებული და გონიერი უნდა ვიყო, მერე რა რომ გულს სულ სხვა რამ უნდა …

ისე უნდა ვიცხოვრო როგორც ყველა ნორმალურმა ადამიანმა, რაღაც უცნაურ და უცხო საგენბზე კი არა მიწიერებზე, ცხოვრებისეულებზე უნდა ვიფიქრო. უნდა ვისწავლო ხმაურიან ბარში გართობა, მხოლოდ სიჩუმეში კითხვისგიან კი არ მივიღო სიამოვნება, სხვა ადამიანებთან საუბრითაც უნდა დავკავდე, არა მხოლოდ საკუთარ თავში ჩაღრმავებით. ხანდახან სმენის ვექტორი მიწაზე დაშვების უფლებასაც იძლევა და შინაგანი სიცარიელეც ნაკლებად გვაწუხებს. ცოტა ხანს სხვების მსგავასად შეიძლება ცხოვრება, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხანს…

 

როგორ დავემგვანოთ ნორმალურ ადამიანს.

თუმაღა ამ მოკლე პერიოდშიც კი ხდება საინტერესო მოვლენები. მაგალითად სხვებივით ცხოვრების სურვილი  უცნაურ “ასეა საჭიროდ” გადაიქცევა ხოლმე. მათი უცნაურობა კი სწორედ ისაა რომ ვერ გაიგებ ვისთვის და რატომაა  ეს “ასეა საჭირო”.

უმეტესობისთვის ნორმალური ცხოვრება, ფულსა და კარიერას ერთად გულისხმობს. ჰოდა როცა სმენა გვათავისუფლებს და სხვა ვექტორებიც წესიგშია ადამიანი სამუშაოდ იქ მიდის, სადაც მეტ ფულს იშოვის, თანაც განათლებისა და გამოცდილების გარეშე. მაგალითად სავაჭრო სფეროში ეს ახლა მოთხოვნადი პროფესიაა. სავაჭრო სფერო სულაც არაა სმენური და სმენა მაშინ ხვდება იქ, როცა არ იცის რა უნდა. როცა მისი ცხოვრება ბავშვობიდანვე ისე ეწყობა, რომ სმენისთვის დამახასიათებელ სფეროებთან შეხება არ უწევს. ეს მაშინ ხდება როცა პატარა სმენა, სმენის ვექტორის სურვილებს ვერ ავსებს მშობლებმა კი არა თუ არ იციან, რომ შვილს სმენის ვექტორი აქვს, არამედ არც ის იციან, საერთოდ რას ნიშნავს ეს.

 

როგორ ჩნდება “ასეა საჭირო”

სვფ-ს თანახმად, სმენის ვექტორსაც ისევე როგორც დანარჩენ შვიდს, აქვს საკუთარი სურვილები, ცხოვრების წესი, აზროვნების ტიპი და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების მეთოდი. ვექტორი თანდაყოლილია და ცხოვრების სცენარსაც ის განსაზღვრავს. ესაა ადამიანის თვისებები და უნარები. ერთ ადამიანში ერთიდან რვა ვექტორამდე შეიძლება იყოს მაგრამ 3-5 ვექტორიანები უფრო ხშირია.

სმენის ვექტორი – ერთ-ერთი დომინანატურია. ეს კი იმას ნიშნავს რომ მისი სურვილები და მოთხოვნილებები პრიორიტეტულია და პირვე რიგში ისინი უნდა დაკმაყოფილდეს. დაუკმაყოფილებლობის შედეგები კი სრულაიდ განსხვავებულია ხოლმე. განსაკუთრებული უკიდურესობებიდან (ნარკოტიკები, თვითმკვლელობა) დაწყებული სიცოცხლისთვის ნაკლებად საშიში მაგრამ არა ნაკლებ მტანჯველი გამოვლინებებისგან.

ასეთ შემთხვევებში ხშირად მოზრდილმა სმენამ არ იცის რა უნდა. მაგრამ ჭეშმარიტი სურვილები მაინც ახერხებენ ზედაპირზე ამოსვლას.თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს რომ ცხოვრება აეწყობა და ადამიანი იმის კეთებას იწყებს რისი კეთებაც უნდოდა. პრობლემა ისაა რომ სმენას იშვიათად უნდება რამის კეთება მაგრამ რაღაცნაირად ხომ უნდა იცხოვროს, კარიერა მოიწყოს, ურთიერთობები დაამყარის, ხალხში თავი დაიმკვიდროს.

აი სწორედ აქ გამოდიან არენაზე სხვისი სურვილები. კარიერას კანის ვექტორი აწყობს, მყარ კავშირებს ანალური ვექტორი ამყარებს, სიყვარულს ვიზუალი კურირებს, ხალხთან ურთიერთობას კი ერთდროულად რამოდენიმე ვექტორი. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანი ვერ ახერხებს რეალური ,,მინდას“ ამოცნობას, ამ დროს მას საკუთარი სურვილები არ აქვს და გამოდის, რომ მოძრაობას მიმართულებას ვერ აძლევს. ასე რომ შესაძლებელია სხვისი სურვილების აღება და მათ მიხედვით ცხოვრება. მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი “მინდა” კი არა “საჭიროა” იქებიან.

 

რატომ არ ვიცი რა მინდა.

ეს აუცილებლობა ძალიან სტაბილურია თუმცა სასიამოვნო ნამდვილად არაა. სამაგიეროდ ბილიკი დიდიხნის გატკეპნილია. ასე ცხოვრობენ კანების, ანალების, ვიზუალების თაობები. და როცა სმენის სურვილები მაინც ახერხებენ ზედაპირზე ამოცურვას სასწორის მხარეებზე სრულიად არათანაბარი წონა აღმოჩდება ხოლმე. ერთ მხარესაა სტაბილრი – ასე თუ ისე შემდგარი ცხოვრება,  მეორე მხარეს კი “მინდა” რომელიც ჯიუტად ცდილობს თუმცა უნიჭო მაგრამ მაინც სტაბილურ ცხოვრებაზე უარი გათქმევინოთ.

როგორ ხდება რომ დომინანატური ვექტორის სურვილები ასე შორს გადასროლილი აღმოჩნდება ხოლმე. რატომაა რომ არჩევანის დროს სმენის ვექტორის სურვილებს განხორციელებაზე მიზერული შანსი აქვთ? პასუხი მარტივია. სმენის ვექტორის სურვილები ცნობიერებამდე თავისით ვერ აღწევენ. მისი ცნობა მხოლოდ მისი სხვა ვექტორისგან განსხვავებით შეიძლება.

სვფ ამტკიცებს რომ სმენის ვექტორის მთავარი სურვილი სხოვრების აზრის პოვნაა. მასთან ერთად კი შესაქმის საიდუმლოს გაგებაც, ადამიანებსა და მოვლენებს შორის წარმოსახვითი ძაფების გაბმა, იმ კანონის გაგება რომელიც ყველაფრის მიღმა დგას.  ხოლო საკუთარ სურვილებში ჩაკარგული სმენა ნაკლებად შესაძლებელია ამ საკითხებამდე თავად მივიდეს, უფრო სწორედ კი ამ ყველაფრის ფორმულირება შეძლოს.

 

საფრთხე არა საკუთარი სიცოხლის გამო.

რა მოსდევს სმენის დაუკმაყოფილებელ სურვილებს უკიდურესობებისა და სუიციდის გარდა? რა და არა საკუთარ სხეულში ცხოვრება არამედ მხოლოდ ნაცრისფერი უშინაარსო არსებობა. როცა უბრალოდ სხეულის სიცოცხლისუნრაინობას ინარჩუნებ და სულ არ განაღვლებს რა უნდა მას. არარეალიზებული სმენის ვექტორი კი სხვა ვექტორების სურვილების დათრგუნვას იწყებს.

მაგალითად წარმატებულ გაყიდვების მენეჯერს ხან და ხან უნდება ყველაფერი მიატოვოს და სამსახიობო ოსტატობის კურსებზე შევდეს. დაემშვიდობოს ყელში ამოსულ გაყიდვებს და როლების დასწავლა დაიწყოს. ახალი ცხოვრების დაწყების სურვილი ძალიან ძლიერია. თავიდან ეს სურვილი შოკში აგდებს მერე კი იწყება ბუნდოვანი “წინააღმდეგი” და “მომხრე”. მერე კი გამონაკლისი შემტხვევების გარადა სულაც უარის თქმა უცნაურ სურვილზე.

სამსახიობო კურსები ვიზუალის სურვილია და არა სმენის. ვიზუალი მართალია დომინანატური ვექტორი არ არის მაგრამ არარეალიზებული სმენაზე ნაკლებად მტანჯველი არაა. გაყიდვები ვიზუალის ვექტორისთვისაც უცხოა და სულაც არაა გასაკვირი რომ გაქცევის სურვილი ჩდება. როლში შესვლა და საკუთარ ნამდვილ მესთან ემოციური კავშირის დამყარება კი ზუსტად ისაა რაც ვიზუალს სჭირდება.

სხვა ადამიანებთან ემოციური კავშირების დამყარება ვიზუალის ვქტორის სურვილია და სვფ-ს აზრით, მისი საუკეთესო რეალიზაცია. ამგვარად არარეალიზებული სმენის სურვილები ვიზუალის სურვილებსაც თრგუნავს. სჯობს ადგილიდან არ დავიძრათ და რაც შეიძლება ნაკლები ვიმოძრავოთ, ცხოვრება უფრო სწრაფად და შეუმჩნევლად გაივლის. სმენის ტანჯვის შემსუბუქების თავგანწირული მცდელობაც არარეალიზებული სურვილების გამო შურისძიებაა.

 

იცხოვრო და საკუთარ თავს არ გაექცე.

ხშირად ვართ ხოლმე უკმაყოფიო საკუთარი ცხოვრებით გულის სიღრმეში რაღაცა გვინდა და რა გვინდა რა ვიცით. უბედური და იმედგაცრუებულები ჯავრს ახლობლებზე და საყვარელ ადამიანებზე ვიყრით. რატომ? რატომ არ ვცდილობთ ჩვენი სიცოცხლის კარგინალურად შეცვლას საკუთარ თავთან დაახლოების გზით, საკუარი სურვილების, ნიშებისა და უნარების, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების უკეთ გაცნობით? რატომ არ ვცდილობთ გავიგოთ რა გვინდა სინამდვილეში?

საქმეც იმაშია რომ ვცდილობთ მაგრამ ეს მცდელობები განწირულია რადგან ამისთვის საჭიროა სწორი, გამოცდილი, ნებისმიერ  შემთხვევაზე მორგებული მეთოდიკა. ასეთი კი ჯერ არ ჩანს.ამას იმედგაცრუება მოსდევს. ეს გვაფიქრებინებს  რომ გარე სამყაროს, სხვა ადამიანების და საკუთარი თავის გაგებაც კი შეუძლებელია. ანადა ცრუ გამოთქმა “მე ყველაფერი ყველაზე უკეთ მესმის – ამ სამყაროს არ აქვს აზრი”

ახლა უკვე ყველაფერი შეიცვალა, ახლა სხვა ცოდნებისგან განცხვავებით უკვე გვაქვს შედეგები. საკუთარი თავის, საკუთარი სურვილების აგგება და “ასეა საჭირო” და მოძრაობის მიმართულების მიცემა, ყველაფერი ეს ხდება სვფს  ტრენინგზე.

 

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო:  http://zvukofrenia.ru/v-poiskah-sebya/zvukovye-zamorochki/zhizn-mezhdu-nado-i-xochu/