ცხოვრების აზრის შეცნობის უკმარისობა სმენის ვექტორში

დღეს ჩვენ ვიმყოფებით კიდევ ერთი გარდატეხის ზღვრზე. თუ შეხედავთ კანურ ფაზას, დავინახავთ, რომ რაც უფრო ძალას იკრებს კანური ფაზა, მით მეტად ჩქარდება დრო, უფრო სწრაფად ხდება ცვლილებები. იმდენად სწრაფად, რომ ერთი თაობა ვერც კი ასწრებს ამ ცვლილებების დაჭერას. ერთდროულად არსებობენ თაობები, რომებიც ცხოვრობენ სხვადასხვა სამყაროებში, სხვადასხვა ფასეულობებით. ჩვენ დღეს ვართ დიდი გადასვლის მოწმეები, ფიზიკური სამყაროდან ვირტუალურ სამყაროში. რეალურად შეიძლება ვიყოთ მსუქნები, ბანჯგვლიანები, მახინჯები, მაგრამ ჩევნი ავატარი ვირტუალურ სამყაროში მაინც სუპერმენივით გამოიყურებოდეს. იქ თამაში სხვა წესებით მიმდინარეობს. ნამდვილი რეალობა ცხოვრებას მხოლოდ გონებაში განაგრძობს.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ შეგახსენებთ, რომ სანამ ჩვენ ხელახლა არ მივაღწევთ ერთიანობას (არა ანალური აზრით, რომ ისე ვიცხოვროთ, როგორც ჩვენმა პირველყოფილმა წინაპრებმა არამედ აქ საუბარია გაცნობიერებულ, გაზრებულ ერთიანობაზე), მანამდე ჩვენ, სმენის ვექტორიანები ვაგრძელებთ თამაშს ჩვენებური სათამაშოებით. ცოტა ჭკვიანები კოლაიდერში ატომების შეჯახებით ერთობიან, ნაკლებ ჭკვიანები ვირტუალურ თამაშებს თამაშობენ, სტარატეგიულს, საბრძოლოს ან რამე სხვას. ერთი სიტყვით, სანამ საბოლოო, კუთვნილ ადგილს დაიჭერს, სმენის ვექტორი ერთობა. ცდილობს როგორღაც ჩახშოს ის კითხვები, რომლებიც მას შიგნიდან ღრღნის. დღესაც, როგორც მთელი ისტორიის მანძილზე, სმენის ვექტორიანებს ატანა არ აქვთ უაზრო და არაფრისმომცემი საუბრების. სმენები ვერ იტანენ ყველაფერ მას, რითიც კმაყოფილდება ყველა დანარჩენი. იმიტომ რომ ის კითხვები, რაც სმენის ვექტორიანს აწუხებს, ნებისმიერ მატერიალურ სურვილს ფარავს.

დაახლოებით 6-7 ათასი წლის წინ სმენის ვექტორმა ამოყვინთა არაცნობიერიდან. არაცნობიერში კი ჩვენ ყველანი ერთად ვიმყოფებოდით და დღესაც უმეტესწილად იქ ვართ. უბრალოდ ჩვენი ცნობიერება ამოიწია ზემოთ და გადაფარა არაცნობიერი. დღეს მოვიდა დრო და ჩვენს გონებას სურს შეკრას ამ სისტემის უკუკავშირი. ოღონდ უკვე თავისებურად, ცნობიერ დონეზე. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ გამოსდის. არ გამოდის იმ საზღვრების რღვევა, რომლებიც ჩვენ თავად შევქმენით ჩვენს შორის როგორც ცალკეულმა ადამიანებმა. ამიტომ ბრიტანელი სწავლულები ამბობენ, რომ წინ არის ყველაზე დიდი ჭირი, ოცდამეერთე საუკუნის ავადმყოფობა – საზოგადოების დეპრესია. დეპრესია, როგორც თვითგაცნობიერების უკმარისობა. უკმარისობა ცხოვრების აზრის შეცნობისა, როგორც საკუთარი არსებობის უაზრობის შეგრძნება. რომელსაც თავის მხრივ მივყავართ სასოწარკვეთილებამდე, სასოწარკვეთილება – სწორედ ესაა სმენის ვექტორიანის დეპრესიის მიზეზი. იცით როგორ ხედავს სამყაროს დეპრესიული სმენის ვექტორიანი, სმენის ვექტორიანი რომელიც ვერ ხვდება რისთვის ცხოვრობს? ეს ის მდგომარეობაა, როდესაც დილით იღვიძებს და არ სურს საწოლიდან გადმოხოხება, რადგან უკვე დაღლილია, დაღლილია ცხოვრებისგან, საკუთარი თავისგან. რისთვის ადგეს?! მხოლოდ იმიტომ რომ მოწყენილი სახით იყუროს ფანჯრიდან, დაღვრემილმა ჭამოს და უაზროდ იაროს ოთახიდან ოთახში?! ნუთუ იმიტომ უნდა ადგეს, რომ ცარიელი თვალებით და შეშლილი გამოხედვით ავიდეს ტრანსპორტში და უყუროს ამ გონებაჩლუნგი ბრბოს სახეებს?! შეასრულოს მოსაწყენი სამუშაო, დაკავდეს უაზრო და არაფრისმომცემი ქმედებით, შესვენებაზე ჭამოს უგემური საჭმელი, შემდეგ დაბრუნდეს უაზრო სამსახურში, იშოვოს უაზრო ფული და რაღაც უაზრობებზე დახარჯოს?! საერთოდ რატომ უნდა გაახილოს დილით თვალი?! რომ წარმოიდგინოთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი სმენის ვექტორიანი როგორ ხედავ სამყაროს, დააყენეთ ტელევიზორში შავ-თეთრი გამოსახულება და რამდენიმე დღე ასე უყურეთ თვალმოუშორებლად უინტერესო გადაცემებს. ამით დაახლოებით გაიგებთ რა არის დეპრესია. ეს ის მდგომარეობაა რომელსაც ვერაფრით განკურნავთ. მას ამ ცხოვრებაში არაფერი ახარებს. დედა ეძახის: ,,შვილო, მოდი ჭამე!”, ის ამის აზრსაც ვერ ხედავს. რატომ ჭამოს, რატომ ადგეს, რატომ იმეცადინოს?! ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებივით უაზროდ იცხოვროს და ამ არაფრისმომცემ ციკლში ჩაებას?! ადგეს, ჭამოს, იმუშაოს, დაიძინოს, შემდეგ ისევ იგივე უაზრობა და ასე უსასრულოდ. მას ასე არ სურს. ასეთ მდგომარეობას დღეს სმენის ვექტორიანებში მასიურად ვაწყდებით.