წყენა. გაუგე და აპატიე.

როგორ გამოიხატება ბავშვის წყენა?

ნაწყენ ადამიანს ხშირად ეუბნებიან ფრაზას: „ბავშვივით იქცევი“. ეს შემთხვევით არაა, სწორედ ბავშვობის ასაკში „აგროვებს“ ადამიანი წყენის მოცულობის უმეტეს ნაწილს, და ეს დაკავშირებულია მშობლებთან, ანუ მათ დამოკიდებულებასთან. ეს შესაძლოა გამოვლინდეს ორ უკიდურესობაში: უინტერესო დამოკიდებულებაში ბავშვის მიმართ ან პირიქით -ჰიპერმზრუნველობა (გადამეტებული ყურადღება). ასევე ტირანული მიდგომა, ერთ-ერთი მშობლის ოჯახიდან წასვლა, სიყვარულის ნაკლებობა – ეს ყველაფერი გროვდება წყენად და ხელს უშლის ცხოვრებაში უკვე გაზრდილ ბავშვს. როგორ მუშაობს ეს? მაგალითად ჰიპერმზრუნველობა არ უტოვებს ბავშვს არჩევანის თვისუფლებას და შედეგად ბავშვი იზრდება და ვეღარ „ერგება“ ყოფიერებას, მისთვის მოუხერხებელია ცხოვრება, რაც ასევე მშობლებზე განაწყენებას იწვევს. ტირანული (სასტიკი) დამოკიდებულება ესაა სიტუაცია, როდესაც მშობლები სიმკაცრეს ავლენენ ცემით და ჩხუბით. შედეგად ბავშვი იზრდება არა მხოლოდ ნაწყენი, არამედ დაკომპლექსებულიც. ბავშვები რომლებიც იზრდებიან მშობლებისგან უყურადღებოდ, მოკლებული არიან მათ მხარდაჭერასა და სიყვარულს, რაც ასევე იწვევს კონფლიქტს.