წყენის ოთხი დონე ანალურ ვექტორში

ანალის ვექტორიან ადამიანს ძირითადად აქვს წყენის ოთხი დონე:
1. წყენა ვიღაც კონკრეტულ ადამიანზე, ესაა კერძო წყენა. ასეთი წყენები ცხოვრებისეულია და შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ანალის ვექტორიანს. მაგალითად: როგორც წესი ანალის ვექტორიანის ურთიერთობა კანის ვექტორიანთან, მთავრდება იმით, რომ კანი ანალს რაღაცაში მოატყუებს, ამით კანის ვექტორიანს შეემატება ფული, ანალი კი შეიძენს გამოცდილებას და რჩება ნაწყენი. ეს ყოველდღიური წვრილმანებია და იშვიათად თუ გადაიზრდება ცხოვრებისეულ სცენარში. წყენა დედაზე, შეიძლება გადაიზარდოს ცხოვრებისეულ სცენარში, რადგან დედა ბავშვობაში უბრალოდ დედა კი არ არის, არამედ ლანდშაფტია. შეიძლება ცხოვრებისეულ სცენარში გადაიზარდოს წყენა ცოლზე, ამას ოჯახურ ურთიერთობებში განვიხილავთ. მაგრამ ესენიც ცალკეულ ადამიანებზე წყენაა და მთლიანობის კერძო შემთხვევებია.
2. წყენა ადამიანთა ჯგუფზე, მაგალითად: ქალებზე, ან კაცებზე, როდესაც თუ ანალი მამრია თვლის, რომ ,,ყველა ქალი სულელია“, ან თუ ქალია თვლის ,,ყველა კაცი ნაძირალაა“. ან მაგალითად: წყენა ერთ რომელიმე ნაციაზე, ვთქვათ: ,,ყველაფერი ებრაელი მასონების ბრალია“. ,,ყველა ვაჭარი მატყუარაა“. ანალის ვექტორიანებს ასეთი სტერეოტიპები საკმაოდ ხშირად აქვთ. ეს წყენებიდან მოდის და ამიტომ საკუთრი თავს, საკუთარ სქესს, ან საკუთარი ნაციას სხვებზე მაღლა აყენებს. ეს სიტუაციები შეიძლება იქცეს ცხოვრებისეულ სცენარად, ან შეიძლება არც იქცეს.
3. წყენა მსოფლიოზე, ან კაცობრიობაზე, შეგრძნება მთელ მსოფლიოზე წყენისა. ანუ ასეთ შემთხვევაში ანალის ვექტორიანი თავის წყენებში მთელ მსოფლიოს ადანაშაულებს. ამ დროს ანალი თვლის რომ ეს მისი სამყარო არ არის, მისი ადგილი აქ არ არის. ეს უკვე ნამდვილად ნეგატიური ცხოვრებისეული სცენარია.
4. არსებობს წყენა საკუთრ თავზეც, მაგრამ ასეთი წყენა შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ ანალის ვექტორიანს, რომელსაც ერთვის სმენის ვექტორი. აქ უკვე პიროვნული ,,მე“ იმდენად უზარმაზარია, რომ მასზე განაწყენებაც კი შეიძლება. მაგარმ ანალის ვექტორიანს, სმენის გარეშე შეუძლებელია ასეთი წყენა ჰქონდეს. (ამას სმენის ვექტორში დაწვრილებით განვიხილავთ).
მაშ ასე, წყენის ოთხი დონე, დაწყებული ერთი ადამიანიდან, კაცობრიობით და საკუთარი თვით დამთავრებული. აქედან უკანასკნელები ყველაზე ცუდია. რა შეიძლება ითქვას საკაცობრიო წყენის მდგომარეობაზე? თქვენ უკვე იცით, რომ წყენის მდგომარეობაში მყოფი ანალის ვექტორიანები ხშირად ენას უკიდებენ. საერთოდ ანალური ენის ბორძიკის მიზეზი შეიძლება რამოდენიმე იყოს. ეს შეიძლება დაემართოს წყენისგან, შიშისგან, ნევროზისგან, ესენი ფსიქიკის სხვადასხვა დონეზე წარმოიშობა, მაგრამ მექანიზმი ერთნაირია. სხეულებრივ დონეზე ენის მოკიდება კავშირშია საყლაპავ და მომნელებელ სისტემასთან. მთელი მომნელებელი სისტემა ანალის ვექტორიანებისთვის ძალზე მგრძნობიარე სისტემაა. ანალის ვექტორიანის მომნელებელი სისტემის მუშაობა, მკაფიოდ ასახავს ანალური ვექტორის მდგომარეობას. ეს გამომდინარეობს ანალური ვექტორის ფუძიდან, მათი ფუნქციაა – გადაამუშაონ ინფორმაცია, სასარგებლო ინფორმაცია შეინახონ, ყველა დანარჩნი კი მოიშორონ. სწორედ ასევე მუშაობს მომნელებელი სისტემა სხეულში, ის შეიწოვს საკვებიდან სასრგებლო ნივთიერებებს, ხოლო დარჩენილ მასას გამოყოფს. ყველაფერი მარტივი და სისტემურია. ეს ძალიან გავს ფრაქტალურ სისტემას, სადაც უმცირესი ნაწილაკიც კი, ზესისტემის შემცირებული ასლია.