წყვილში ურთიერთობა (ანალი)

ანალურ ვექტორზე და მის ურთიერთობებზე ჩვენ უკვე გვქონდა რამოდენიმე ლექცია, ამიტომ ამ თემას მხოლოდ ზოგადად შევეხებით. ანალური ვექტორის ფუძეა წარსული. რას ნიშნავს წარსული? ეს არის ყველაფერი, რაც იყო ადრე, ეს არის უზარმაზარი მოცულობის პერიოდი. წარსული უკვე მომხდარი და უცვლელი ფაქტია, ასეთივე პრინციპს ეფუძნება ანალის ვექტორიანის აზროვნებაც, ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენა მისთვის ერთხელ და სამუდამოდ ხდება და არ იცვლება. ანალის ვექტორიაი იღებს ინფორმაციას და ახარისხებს მას გონების დანაყოფებში, რაც უფრო ახლოს დგას რაღაც მის პირად ფასეულკობათა დონესთან, მით უფრო მაღალ ხარისხს ანიჭებს მას.

ყველაფერს რასაც ანალის ვექტორიანი ირჩევს თავისთვის, ირჩევს ერთხელ და სამუდამოს პრინციპით. ზუსტად ასევე აწყობს წყვილში ურთიერთობებსაც. ის დიდხანს ფიქრობს სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, მისთვის ძნელია გადადგას ნაბიჯი. მაგრამ თუ გადადგა, მთელი ძალით მიდის მისკენ. თუ პარტნიორს გონების განყოფილებაში მიუჩინა მეუღლის ადგილი, თუ დაარქვა: ჩემი ცოლი/ქმარი, მისთვის ამას ვეღარაფერი შეცვლის. ეს მისთვის მთელი ცხოვრების გადაწყვეტილებაა. განვითარების მცენარეულ დონეზე მყოფი ანალის ვექტორიანი ბოლომდე ვერ იაზრებს მონოგამიის სურვილს, მას უბრალოდ ლტოლვა აქვს საწინაღმდეგო სქესისადმი (რა თქმა უნდა მონოგამიის ჩანასახი მცენარეულ დონეშიც აქვს, მაგრამ რეალურად ის უბრალოდ ამბობს ,,ჩემი ცოლი“, თუმცა სხვებთან გავლის შესაძლებლობასაც უშვებს. უბრალოდ ამას იმით ამართლებს, რომ ეს მისი ცოლია, ის კი ვიღაც ,,ბოზი“ რომელიც ქალად არ უნდა ჩათვალოს – მთარგმნელის შენიშვნა). ხოლო თუ ცხოველურ დონემდე განვითარდა, აქ მთლიანად ანალური ფასეულობით უყურებს და სურს ყავდეს ,,თავისი ქალი/კაცი“, მას სურს მოაწყოს ოჯახი, რომელიც სამუდამო და ურღვევი იქნება ,,სანამ სიკვდილი არ დაშორებთ“. საერთოდ ოჯახი, ქორწინება, ანალური ფასეულობებია. ანალის ვექტორიანისთვის ურთიერთობები მნიშვნელოვანია და ძალზე ბევრს ნიშნავს. (ანალის ვექტორიანის ფსიქიკაში არ არსებობს სიტყვა განქორწინება, თუ მან ვიღაცას მეუღლე დაარქვა, ის მისია და მორჩა. მაშინაც კი თუ მოხდა რომ რაღაც მიზეზის გამო მეორედ დაოჯახდა, ახალ მეუღლეს ყოველთვის პირველს შეადარებს. ალბათ გახსოვთ პერსონაჟი ფილმიდან ,,სიყვარული ყველას უნდა“, რომელიც მთელი ფილმი პირველ ქმარს მისტირის ,,ასი წელიც რომ გავიდეს მაინც ჩემი ქმარი გქვია!“- მთარგმნელის შენიშვნა).