წყვილში ურთიერთობა (ურეთრა)

თუ შევხედავთ ურეთრალურ ვექტორს ვნახავთ, რომ მისი ფუძეა მომავალი დრო. ურეთრალური ვექტორის ფუნქციაა ბელადობა, ის მიუძღვის ჯგუფს მომავლისაკენ. ურეთრალური ვექტორის ეროგენული ზონაა შარდ-სასქესო სისტემა. ურეთრალური ვექტორის სურვილი იმდენად დიდია, რომ ხდება მისი ამოტრიალება. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ის ვერ კმაყოფილდება მხოლოდ მიღებით და უჩნდება სურვილი გასცეს. ანუ მას სურს არა მხოლოდ თავისთვის, არამედ მთელი ჯგუფისთვის. ანუ მისი სურვილი მოიცავს მთელ მის ჯგუფს. მისი პასუხისმგებლობა ჯგუფის მომავლისკენ გაძღოლისა ვაისახება მის სექსუალურობაზეც. ურეთრალის ვექტორიანი ბუნებით პოლიგამია.

ურეთრალურ ვექტორს არ ახასიათებს ეჭვიანობა, წყვილშიურთიერთობაში ის არ არის მესაკუთრე. ის არ ეჭვიანობს ამ სიტყვის ანალური, ან კანური გაგებით. ურეთრალს არ აქვს სურვილი ვინმე მიისაკუთროს. იმის საჩვენებლად თუ რამდენად ათავისუფლებს ურეთრალი თავის მდედრს ეჭვიანობისგან, გამოდგება ურეთრალის ვექტორიანი პოეტის ვლადიმერ მაიაკოვსკის მაგალითი: მაიაკოვსკი აბსოლუტურად მშვიდად ცხოვრობდა თავის მუზასთან, ლილი ბრიკთან და მის ქმართან იოზეფ ბრიკთან ერთად და ყველანი ბედნიერები იყვნენ. ვლადიმერ მაიაკოვსკი და იოზეფ ბრიკი ინაწილებდნენ, საუზმესაც, სახლსაც და ლილისაც. ასე ცხოვრობდნენ წლების მანძილზე, შემდეგ კი საზღვარგარეთაც ასევე ერთად გაემგზავრნენ. ასეთი არც ისე ჩვეულებრივი ურთიერთობები ლაგდება ზოგჯერ ურეთრალ მამრთან.


რას ვხედავთ ჩვენ ურეთრალ მდედრებთან? ვხედავთ რომ სტანდარტული გაგებით არც აქაა ყველაფერი წესრიგში. ნებისმიერი სხვა ვექტორული წყობის მდედრს (ურეთრალის გარდა ამ მხრივ გამონაკლისი შეიძლება იყოს კან-ვიზუალი მდედრიც – მთარგმნელის შენიშვნა) სურს თავის მამრს ეკუთვნოდეს (ერთ მამრს), მაგრამ თქვენ უკვე კარგად იცით როგორი აზროვნება აქვს ურეთრალს, ის მხოლოდ ერთ ცალკეულს არ აღიქვამს, ის ხედავს ყველას ერთიანობაში. ამიტომ შეწყვილებაც მას ასევე სურს არა მხოლოდ ერთთან, არამედ ყველა მამრთან. აქ ვხვდებით ერთგვარ წინააღმდეგობას, რადგან ურეთრალი ქალი, როგორც მდედრი მიღების სურვილია, მაგრამ მეორე მხრივ მისი ვექტორული ბუნებით ის ურეთრალია, გაცემის თვისებაა. სწორედ ამიტომ ასეთივე გაორებული განცდები აქვს ნებისმიერ მამრს, რომელიც აღმოჩნდება ურეთრალის ვექტორიანი მდედრის გვერდით. ურეთრალი მდედრის გვერდით მყოფ მამრებს აქვთ იმის პრეტენზია, რომ იყონ მპყრობელი, მაგრამ რეალურად მათ ვერასოდეს ექნებათ ურეთრალ მდედრზე დომინაციის შეგრძნება. ურეთრალი მდედრის გვერდით მყოფ მამრებს ბედნიერების შეგრძნება აქვთ, თან საკმაოდ ძლიერი, მაგრამ ისე ცოტა ხანს, რომ ამის გაცდასაც ვერ ასწრებენ.