წყვილში ურთიერთობები (ვიზუალი)

ვიზუალური ვექტორის ფუძეა კერძო, ცალკეული. ვიზუალის ვექტორიანები თავს აღიქვამენ როგორც ცალკეულ ინდივიდს. ვიზუალის ვექტორიანის სიკაშკაშე პირდაპირ კავშირშია მის თვითაღქმასთან. ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი ატარებს სურვილს მუდმივად იბრწყინოს, გამოირჩეოდეს დანარჩენებისაგან. აქედან გამომდინარეობს ვიზუალის ვექტორიანების მოთხოვნილება მუდმივად კავშირი ჰქონდეთ გარესამყაროსთან. ვიზუალის ვექტორიანებს აუცილებლად ჭირდებათ შეიგრძნონ უკუკავშირი, სურთ იგრძნონ რომ სხვები მათ ამჩნევენ, სურთ ადამიანების მათკენ მიმართული აღტაცებული მზერის ხილვა. ამ უკუკავშირის შეგრძნება მათ ფსიქიკაში არის საკუთარი თავისთვის საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცების მცდელობა. ეს განსაკუთრებულობა განაპირობებს ვიზუალის ვექტორიანების მაღალ მგრძნობელობას. ვიზუალის ვექტორიანებს სურთ ყველა ადამიანში დაინახონ რაღაც კარგი, რაღაც განსაკუთრებული. ვიზუალის ვექტორიანს აქვს უნარი მთლიანად ჩაიძიროს სხვა ადამიანის გრძნობებში. მას შეუძლია სრულფასოვნად გაატაროს საკუთარ თავში სხვისი განცდები და შეიგრძნოს მისი ემოციური მდგომარეობა. ეს კი წარმოშობს ისეთ უნიკალურ მოვლენას, როგორიცაა ემპათია (თანაგრძნობა).

  ვიზუალის ვექტორიანი ფლობს სიყვარულის გამორჩეულ უნარს, მას შეუძლია მთელი არსებით მიეცეს სიყვარულს და საკუთარი სურვილები მთლიანად შეურწყას თავისი სიყვარულის ობიექტის სურვილებს.