წყვილში ურთიერთობები (კანი)

კანის ვექტორში უკვე აღარ არსებობს მონოგამია. კანის ვექტორის ფუძეა ფორმა. კანური ეროგენული ზონა სხეულზე გამოვლენილია საზღვრად სხეულსა და გარე სამყაროს შორის. კანის ვექტორის ფუნქციაა კონტროლი და შემოსაზღვრა. კანის ვექტორი ჯგუფში ვლინდება საზღვრად გუშინდელსა და ხვალინდელს, წარსულსა და მომავალს შორის. ის აწმყოა, აქ და ახლა. კანური შეგრძნების სენსორით (შეხებით) ჩვენ ვიღებს ინფორმაციას გარე სამყაროზე. ზუსტად იგივეს აკეთებს კანის ვექტორიც, ის ეწევა აწმყოში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს. მისთვის წარსული აღარ არსებობს, მომავალი კი ჯერ არ არსებობს. ასეთივე პრინციპით აწყობს ურთიერთობებს, მოეწონა ვიღაც, ის დღესვე უნდა, ცოტა ხნის შემდეგ სიტუაცია იცვლება და იცვლება მისწრაფების ობიექტიც. კანის ვექტორიანისთვის მნიშვნელოვანია სიახლის ფაქტორი. თუმცა აქაც არის თავისი შტრიხები: კანის ვექტორიანებს უყვართ კონტროლი, ამიტომ ხშირად ცდილობენ პარტნიორი აკონტროლონ. ამიტომ პარტნიორს მუდმივად აკონტროლებენ: ,,სად იყავი?“ ,,სად მიდიხარ?“ ,,როდის მოხვალ?“.