წყვილში ურთიერთობები (სმენა)

სმენის ვექტორის ფუძეა საერთო. ძირითადი ფუნქცია არის ჩაწვდეს სამყაროს უმთავრეს კანონზომიერებებს. სმენის ვექტორიანი მთელ სამყაროს უყურებს ზემოდან ქვემოთ. საკუთარი გონებით მთელ სამყაროს ერთიან ორგანიზმად აერთიანებს. ამის გამო სმენის ვექტორიანი ადამიანი საკუთარ თავს არ აიგივებს თავის სხეულთან. ფიზიკური სამყარო სმენის ვექტორიანის ინტერესის აღსაზვრელად ძალზე მცირე და არასაკმარისია.

ასევეა ურთიერთობებშიც. სმენის ვექტორიანი ურთიერთობს იდეებით. ის ადამიანებს აღიქვამს მათი იდეებიდან გამომდინარე. სმენის ვექტორი პოლიგამიური ვექტორია. ოღონდ მისი პოლიგამურობა გამომდინარეობს არა სხეულებრივი ლტოლვიდან, არამედ იდეურიდან. არის ორი პოლიგამიური ვექტორი ურეთრა და სმენა, მაგრამ ურეთრალურ ვექტორს სურს ჯგუფი გაამდიდროს სხეულებით და ყველას უწილადოს საკუთარი ლტოლვა, სმენის ვექტორიანს კი სურს ყველას უწილადოს საკუთარი იდეები. მისი ურთიერთობები მისი აღქმიდან და მსოფლმხედველობიდან გამომდინარე.