ხანდახან აწმყოშიც ვხვდებით ხოლმე.

ერთად ისე კარგად იყვნენ – ვაჟმა ქალის ყველა მტკივნეული წერტილი იცოდა. ის ისე უყურებდა ქალს და ისე ესაუბრებოდა როგორც არავინ. ყველაფერი ყოველთვის დროული იყო. ერთადერთი რაც მათ სუსტს და ჯადოსნურ სამყაროს ემუქრებოდა ასეთი მომენტების ნაკლებობა იყო.

ქალი ვერაფრით ვერ იგებდა რატომ ხდებოდა ასე? რა ხდება – ქალი და მამაკაცი თითქოსადა ერთმანეთისთვის გაჩნდნენ, უყვართ ერთმანეთი, ერთად ყოფნა უნდათ, მაგრამ ერთად ცხოვრება ისეთი მტკივნეული და თითქმის შეუძლებელია თუ არ ჩავთვლით ველური ვნების მომენტებს როცა სამყარო გარშემო ქრება და მხოლოდ ისინიღა რჩებიან.

 

მიყვარს და ვეღარაფერს ვიგებ.

მთელი დანარჩენი დრო ცხოვრება ვულკანს გავდა. როცა ქალს უხაროდა მამაკაცი იწყენდა. ის რაც ქალისთვის ადვილი და საინტერესო იყო მამაკაცს წარმოუდგენელ სიძნელეებსა და პრობლემებს უქმნიდა. ქალი რაღაცაზე საუბარს იწყებდა და უცებ მკვეთრად გადადიოდა სხვა თემაზე ახალი იდეით გატაცებული. მამაკაცი კი რომელიც თავისი აზრის ფორმულირებას უშედეგოდ ცდილობდა ბოლოს ჩუმდებოდა და საკუთარ თავში იკეტებოდა.

ის ქალისგან სითბოსა და მზრუნველობას ელოდა, ქალი კი სიხარულსა და აღფრთოვანებას ელოდა მხოლოდ იმ ფქტითაც კი რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდა. ქალს მთელი სამყარო აინტერესებდა ყველა ადამიანის ჩათვლით, მამაკაცები იქნებიან ისინი თუ ქალები. მამაკაცს კი საეთოდ არ ესმოდა ასეთი გახსნილობა და გარშემო ყველასი და ყველაფრის სიყვარული და ქალს არაგულწრფელ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდა. ცდილობდა მისთვის სწორი ქცევა ჩაენერგა და საათობით უხსნიდა როგორ იყო მოწყობილი სამყარო. ქალი კი უბრალოდ წინააღმდეგობას კი არ უწევდა, გაცეცხლებული მთელი სიმძაფრით გამოხატავდა რისხვას. ის იტანჯებოდა და დუმდა, ქალი კი ვერ იგებდა რა ხდებოდა და ტიროდა.

 

მე გარშემო ვიყურები შენ კი საკუთარ თავში.

სვფ-ში არსებობს გარკვეული ფსიქოლოგიური თვისებების ნაკრები და მას ვექტორი ჰქვია. გამომდინარე აქედან სხვა და სხვა ვექტორების მატარებლებს სივრცის, დროის, ინფორმაციის და ენერგიის აღქმაც განსხვავებული აქვთ. სმენის და ვიზუალური ვექტორები ორივე ინფორმაციის მეოთხედს მიეკუთვნება, თუმცა ვიზუალური ვექტორი მეოთხედის გარე ნაწილს წარმოადგენს.

ვიზუალი ემოციურია და თავისი ბუნებით გამოხატული ესტროვერტია. სმენის ვექტორი კი მეოთხედის შიდა მხარეა – აბსოლუტური ინტროვერტი. ორივე ინეტელქტუალია და ერთმანეთისკენ მიიწევს და თუ სათანადო განვითარებაც აქვთ ბევრ საერთოსაც პოულობენ და მშვენივრად ავსებენ ერთმანეთს. მაგრამ ამასთან ერთად ვიზუალის ემოციურობა ღლის სმენას, ვიზუალმა კი სმენის საკუთარ თავში ჩაღრმავება შესაძლოა ეგოიზმად მიიღოს.

 

მამაკაცი ჯერ გუშინ და ქალი უკვე ხვალ.

თითქმის მსგავსი წინააღმდეგობები გვხვდება ანალურ და ურეთრალური ვექტორების ურთიერთობებშიც. სოციალურ როლებში საგრძნობი განსხვავების მიუხედავად ფსიქიკური აგებულებით ანალური და ურეთრალური ვეტორები კომპლემენტარულია. ურთიერთკავშირში ორივესთვის ფასეულია ისეთი ცნებები, როგორიცაა მეგობრობა, პატიოსნება, სისუფთავე.

ანალური ვექტორი დროის მეოთხედის შიდა ნაწილია, ამიტომაც ანალის ვექტორიანები წარსულისკენ მიისწრაფვიან. ესაა მათი ძლიერი მხარეა მეხსიერება – რაც სოციალური როლის შესრულებაში ეხმარება – თაობიდან თაობას გადასცემს საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას. ურეთრალები კი დროის გარე მეოთხედია და ეს ყოველთვის მომავალია.

ერთი აანალიზებს და ფიქრობს იმ მოვლენებზე რომელიც უკვე მოხდა, მეორეს კი თავისი ბავშვობის ხეირიანად გახსენებაც არ შეუძლია და სულ ხვალინდელ დღისკენ მიისწრაფვის. ანალს ურეთრალის უცერემონიობა აშინებს, ურეთრალს კი ანალის მონოტონურობა აკვირვებს და მის სიდინჯერ მოუხერხებლობას მიაწერს.

 

მხოლოდ მას ვაპატიებ.

ანალის ვექტორიან მამაკაცს ურეთრალი ქალი იზიდავს, ბუნებრივმა მიზიდულობამ ეს წყვილი შესაძლოა დიდი ხნითაც გააერთიანოს, ანალ მამაკაცს უზარმაზარი ლიბიდო აქვს მაგრამ ურეთრალი ქალისთვის შეიძლება ესეც არასაკმარისი აღმოჩნდეს.

ურეთრალი ქალი ასეთი მამაკაცისგან სხვასთან წავა, იმასთან რომელსაც უფრო სჭირდება, ვისთანაც თავისი სათნოების გამოვლენას შეძლებს – კან-ვიზუალ ბიჭუნასთან. ამასთან ასეთმა ვნებამ შეიძლება სულაც მოულოდნელად და განუზომელი ძლით იფეთქოს.

მერე კი შეიძლება ისევ მასთან დაბრუნდეს. და მხოლოდ ურეთრალი ქალის გაგება და პატიება შეუძლია ანალის ვექტორიან მამაკაცს, ყოველთვის გაამართლებს და ყოველი დაშორებისას თავს დაიდანაშაულებს. ნებისმიერ სხვა სცენარიან ქალს, ეს მამაკაცი არასოდეს აპატიებს. ანალური მამაკაცისთვის ერთგულება ყველაზე უფრო ფასეული გაგებაა ურთიერთობებში.

 

ჩვენი ისეთი განსხვავებულები ვართ, ისეთი რთულები.

თანამედროვე საზოგადოებაში დიდი ქალაქის მცხოვრებლებს შორის პოლიმორფია. სხვა და სხვა ფსიქიკური თვისებების შეთავსება სცენარებისა და წყვილში ურთიერთობათა განვითარებას განაპირობებს. ე.წ. ქვედა ვექტორები – ანალური, კანური, ურეთრალური და კუნთური ჩვენს სექსუალობას განაპირობებენ.

ზედა ვექტორები – სმენის, ვიზუალის, ყნოსვისა და ორალის, საკუთარ ფსიქოლოგიურ სურათს ადებენ. ურეთრალური, ყნოსვის და სმენის ვექტორები დომინანატურია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ვექტორთა თვისებები პოლიმორფის ფსიქიკაში სხვებზე უკეთ გამომჟღავნდებიან და საგრძნობ გავლენას მოახდენენ მის ფსიქიკასა და ქცევაზე.

გასაკვირი არ არის, რომ ორი სხვა და სხვა მისწრაფების ადამიანი – შიგნით და გარეთ, გუშინ და ხვალ ასე რთულად ეწყობიან ერთმანეთს. ერთმანეთს აწმყოში ხვდებიან, საერთო ფასეულობებით გაერთიანებულები ბუნებრივი ლტოლვით შეპყრობილები ერთი წამით საოცარი ვნების, სურვილებისა და გრძნობების ძალას ეძლევიან. მაგრამ ერთმანეთის საჭიროებების არ ცოდნა, ერთმანეთისადმი ყურადღებისა და ზრუნვის გარეშე ამ წამის მარადისობად გადაქცევა შეუძლებელია.

 

წამის მარადისობად ქცევა.

ასეთი ცოდნის მთელი სიღრმით ჩაწვდომა მხოლოდ ასე შეიძლება თქვენ ამ ცოდნის მიღება  სვფ ტრენინგებზე შეგიძლიათ. მიეცით თავს საშუალება სამყარო მთელი სისავსით შეიგრძნოთ. მიეცით თავს შანსი რომ არა მხოლოდ ერთი წამით არამედ თქვენი ცხოვრების ყოველი წამით დატკბეეთ.

 

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე.

წყარო:  http://psiholog-vektor.livejournal.com/118839.html