ჯგუფი, როგორც სისტემა მოქმედებასა და განვითარებაში (2)

რას ნიშნავს კერძო და საერთო მახასიათებლები? ნებისმიერი მოვლენა შეგვიძლია ავღწეროთ ინფორმაციით. მაგალითად ავიღოთ სუფრის კოვზი. კოვზის საერთო მახასიათებელი — ესაა საჭმლის მისაღები მოწყობილობა. კოვზის კერძო მახასიათებლები — ესაა მასალა, რომლისგანაც იგი დამზადდა, წარმოების ადგილი და თარიღი, წონა, გამოსახული ორნამენტი, მისი მოხმარების ისტორია და ა.შ. ამგვრად ინფორმაციის მეოთხედი ყველა მოვლენას აღწერს. ვიზუალური ვექტორი — ესაა კერძოს აღქმა, დეტალის გამორჩევა სამყაროს საერთო სურათიდან. და მისი საპირისპირო — სმენითი ზომა, სურათის აღქმა მთლიანად, საერთო მდგომარეობა. ჯგუფში ეს ვლინდება, როგორც ერთი მხრივ, კერძო სურვილი — მივიღოთ ყოველი ცალკეული ელემენტისგან, და, მეორე მხრივ, გაცემის საერთო მდგომარეობა, რომლისკენაც ჯგუფი მიისწრაფვის. მაგრამ კერძო მდგომარეობა — ესაა სტატიური ელემენტი, მოძრაობისთვის კი აუცილებელია ცვლილებები, ცვლილებათა აღმძრავი ძალები. ამ როლს ენერგიის კვარტელი ასრულებს.

დავუბრუნდეთ სუფრის კოვზის მაგალითს: თუკი გავაერთიანებთ კოვზს სუფრის სხვა მოწყობილობებთან — დანასთან და ჩანგალთან, — მივიღებთ უფრო მაღალი თანრიგის სისტემას, რომელსაც უფრო რთული ფუნქციების შესრულება შეუძლია. კოვზით შეგვიძლია მხოლოდ სუფი მივირთვათ, ნაკრებით კი შეგვიძლია სრულფასოვნათ ვისადილოთ. მაგრამ ჩვენს ნაკრებში არის ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული ფუნქციის მქონე საგნები, და უნდა გავანაწილოთ, რითი მივირთმევთ მაგარ საჭმელს, რითი მივირთმევთ სითხეებს და რა შემთხვევაში მოვიხმართ დანას. ენერგიის კვარტელის ორი ზომა — ორალური და ყნოსვითი — სწორედ ასე იქცევიან ჯგუფთან მიმართებაში, როგორც ახლახანს მოვიქეცით კოვზთან მიმართებაში. ორალური ვექტორი პასუხს აგებს გაერთიანებაზე — განცალკევებული ელემენტების ერთმანეთთან კოოპერირების უნარით საერთო გამაერთიანებელი აზრის ბაზაზე. ყნოსვის ვექტორი — ახდენს რანჟირებას, ყოველ ელემენტს მიუჩენს ადგილს ჯგუფში, მისი ფუნქციური თავისებურებების შესაბამისად.