ჯგუფი, როგორც სისტემა მოქმედებასა და განვითარებაში.

კაცობრიობა (ჯგუფი, ადამიანთა ჯოგი) უწყვეტ მოძრაობაში იმყოფება. ეს სიცოცხლისა და განვითარების მთავარი აქსიომაა. სამყარო რთულდება, იზრდება მოცულობასა და სტრუქტურაში. კაცობრიობის ყოველი ელემენტი — ადამიანური ერთეული, ანუ ცოცხალი ნივთიერების კაფსულა, — წარმოადგენს თვისებათა მატარებელს, რომელიც განაპირობებს იმ ფუნქციათა შესრულებას, რომლებიც აუცილებელია სისტემის არსებობისთვის. 8 ზომა ერთიანი ორგანიზმისა, რომელსაც კაცობრიობას უწოდებენ, გარკვეულ ადგილს იკავებს საერთო მოძრაობის წესრიგში. ამ წესრიგის გაგება, ვექტორთა განლაგების პრინციპის გაცნობიერება საერთო, უწყვეტად მოძრაოვ მოდელში, თანმიმდევრულად ახდენს სისტემის ფორმირების გაგებას ნებისმიერ დონეზე — მთელი კაცობრიობის, მცირე კოლექტივის და ცალკე აღებული ადამიანის მასშტაბებში.
როგორ ხდება ჯგუფი მოძრაობა.
მაშ ასე, რასთანაა დაკავშირებული უწყვეტი მოძრაობა? მოძრაობის მიმართულება იმ სახითაა მოცემული, რომ სიცარიელე ყოველთვის ავსებას მოითხოვს, ხოლო სურვილი — რეალიზაციას. სამყარო იმიტომ არსებობს, რომ არსებობს მიღების ძალა და გაცემის ძალა, მიღების სურვილი გვაიძულებს გამცემი ძალისკენ მოძრაობას. ამ მოძრაობის აბსოლუტურ მიზნად შეიძლება ჩაითვალოს სისტემის სრული გადაწყობა მუდმივი გაცემის მდგომარეობად. მაგრამ ეს არაა ჯადოსნური ცვლილება, რომელიც უეცრად დაემართება მთელ კაცობრიობას, — ესაა თანდათანობით მიმდინარე პროცესი, რომელიც ხდება მიმღები და გამცემი თვისებების ბალანსის შეცვლისას. ყველა ცვლილება ხდება ორ ზომაში, რომელთაგანაც ერთ-ერთი მოძრაობის აზრია, მეორე კი — ამ აზრის ანარეკლი ფიზიკურ სამყაროში. თვალსაჩინოებისთვის დავარქვათ ამ ორ ზომას მდგომარეობათა ღერძი და დროის ღერძი.
— მდგომარეობათა ღერძი — ევოლუციის აზრის მიმართულება, მისი ცვლილების, ზრდისა და გართულების სფერო, სადაც მიმდინარეობს გამცემი და მიმღები თვისებების ბალანსის თანდათანობითი ცვლილება. გამოიხატება, როგორც ჯგუფის გადასვლა მდგომარეობიდან მდგომარეობამდე. მდგომარეობათა ღერძზე მოძრაობაზე პასუხს აგებს ორი მეოთხედი: ინფორმაციის და ენერგიის.
— დროის ღერძი — აზრის ცვლილების გამოვლინება ფიზიკურ, მატერიალურ დონეზე. მდგომარეობათა ნებისმიერი ცვლილება (არსის ევოლუცია), იწვევს ცვლილებებს ფიზიკურ სამყაროში, რაც ვლინდება დროში მიმდინარე ცვლილებად. დროის ღერძზე მოძრაობა ხორციელდება დროისა და სივრცის მეოთხედების მეშვეობით.