ჰიპერაქტიური ბავშვები.

ბოლო 20 წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა  ჰიპერაქტიური ბავშვების პრობლემას, რას უკავშირედება ეს?

საქმე იმაშია, რომ ვაღიარებთ ამას თუ არა,  ბოლო თაობები საგრძნობლად გვჯობნიან, როგორც განვითარების ტემპებით, ასევე ინტელექტუალობით. ასეა ფსიქოლოგიურ პლანზეც. ისინი საგრძნობლად ადრე „ხდებიან დიდები“ , პრაქტიკულად დამოუკიდებლად სწავლობენ თვალს, წერას, კითხავს, სვავენ სრულიად არაბავშვურ კითხვებს, კითხვებს რომელზეც ხშირად მშობლებსაც კი არ აქვთ პასუხები. სწრაფად და მარტივად ითვისებენ კომპიუტერსა & ინტერნეტს.

ამ საკითხის კვლევისას, სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში ვლინდება, რომ  თანამედროვე ბავშვების გამოხატული მაღალი ტემპერამენტი ერთი მხრივ მეტყველებს პიროვნული თვისებების განვითარებისთვის საჭირო უდიდეს პოტენციალზე  და მეორეს მხრივ  –  თვითონ ადამიანისგან მოითხოვს არანაკლებ დიდ ძალისხმევას, სამომავლოდ მისი განვითარებისა და რეალიზებისთვის. დღესდღეობით სწორედ მშობელზეა დამოკიდებული ვის „გაზრდის“: გენიოსს თუ გონებაშეზღუდულ დეგენერატს.

ყურადღების დეფიციტისას ჰიპერაქტიურ ბავშვებში ყველაზე მნიშვნელოვანია  ყოველმა მშობელმა გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ რეალური პათოლოგიები იშვიათია. უმეტეს შემთხვევაში პრობლემა გამოსწორებადია ბავშვის თანდაყოლილი უნარების მართებული განვითარებით, ამ შემთხვევაში სწორი აღზრდის და ენერგიის სათანადოდ მიმართვით ბავშვი შეიძლება განვითარდეს შესაძლო ვარიანტებიდან ყველაზე პოზიტიური გზით.

ამგვარად კანის ვექტორის ბავშვები გარდაიქმნებიან  დისციპლინირებულ, კანონმორჩილ არქიტექტორად, ლოგისტიკოსად ან ბიზნესმენად. ხოლო ბავშვები ურეთრალური ვექტორით დაიპყრობენ ახალ მწვერვალებს და საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსა და ხალხისთვის მაქსიმუმს გააკეთებენ. ის ფაქტი, რომ ისინი ჩვენ არ გვგვანან არ ნიშნავს, რომ ავად არიან  და მკურნალობას საჭიროებენ. აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ  საჭიროა  მათი ვექტორული უნარების გათვალისწინება, ჩვენ  უნდა დავეხმაროთ მათ განვითარებაში.

კანის ვექტორის ჰიპერაქტივობა

ყველაზე ცოცხალი და აქტიური ბავშვების ერთერთი საერთო მახასიათებელი კანის ვექტორია. ბავშვი ამ ვექტორით  დაბადებიდან სწრაფი და მოქნილი მონადირეა. დაჩქარებულია ნივთიერებათა ცვლა, მოქმედების, დეკორაციისა და  გარემოს ცვლილებას მისთვის მხოლოდ სიამოვნება მოაქვს. ის მოწოდებუია იყოს ყველაფერში პირველი,  ერთი ნაბიჯით სხვებს წინ უნდა უსწრებდეს. უნდა მოიგოს ნებისმირი, თუნდაც თავის მოგონილი შეჯიბრი.

ბავშს კანის ვექტორით ლოგიკური ტიპის აზროვნება აქვს და ამიტომ კონცენტრირებულია სარგებელზე. პატარა ოინბაზმა სათანადო მოტივაცის გარეშე შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ სწავლა-განათლება მას არ მოუტანს სარგებელს და ამიტომ ეს ყოველივე არ უღირს დროისა და ძალისხმევის ფასად.  ის მომენტალურად ადაპტირდებიან ცვლად გარემო პირობებთან, საკმაოდ მოქნილია და სწრაფად რეაგირებს. ასეთ ბავშვს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება, მაგრამ ძალიან უჭირს ერთ კონკრეტულზე კონცენტრირება და დაწყებული დავალების, საქმის ბოლომდე მიყვანა. კანის ვექტორის აღზრდისას ძირითადი მიმართულება უნდა იყოს დისციპლინა, ადეკვატური შეზღუდვებით და მათი ლოგიკური ახსნით, ასევე სწორად მართვადი სტიმულირების სისტემა.

 

ურეთრალური ქარიშხალი

ბავშვები ურეთრალური ვექტორით ასევე სპეციალური პრეპარატებით მკურნალობის რისკ ჯგუფში შედიან. ისინი უკონტროლონი არიან,  მაგრამ დაბადებულნი არიან ლიდერებად,  არ სცნობენ არანაირ წესებსა და კანონებს, მაგრამ ამასთან აქვთ თანდაყოლილი გულმოწყალებისა და სამართლიანობის გრძნობა.   ურეთრალური პერსონის მისია არის ლიდერის ფუნქცია.  მათ წინ მიჰყავთ ადამიანების ჯგუფი მომავლისკენ საკუთარი სისხლის ფასად, სიმტკიცით, არასტანდარტული აზროვნებით, სტრატეგიით, უზარმაზარი ფიზიკური და მენტალური ენერგიით.

კარგად შეიგრძნობს რა ქვეცნობიერად თავის რანგს ურეთრალური ბავში არ ემორჩილება ინსტრუქციებსა და მითითებებს (აღქმადია ზემოდან ქვემოთ). მისთვის არ არსებობს არც ავტორიტეტები, არც კანონები და როდესაც მშობლები მათ დასჯას ცდილობენ,  საპასუხო ქმედება მხოლოდ აგრესიაა. პატარა ბელადის აღზრდის პრინციპები უნდა ემყარებოდეს მისი რანგის პატივისცემას, ამგავარად   მას განვითარების საშუალებაც აქვს  და იმ თვისებების რეალიზებასაც ახდენს, რომლებიც თავიდანვე ჩადებულია მასში.  მიმართეთ ( ქვევიდან ზევით) ისე, როგორც ეკითხებიან რჩევას, განავითარეთ მისი სხვებზე პასუხისმგებლობის გრძნობა  – „შენ თუ არა, ვინ სხვა?“

მომავალში განვითარებული ურეთრალი ბავშვები ხდებიან გამოჩენილი შემოქმედებითი ადამიანები, პილოტები, ზღვაოსნები, მოგზაურები, გამომგონებლები, წარმატებიული კომპანიების ხელმძღვანელები, ქვეყნების პრეზიდენტებიც კი.

განუვითარებელმა ურეთრალ ბავშვებმა შესაძლოა ადგილი კრიმინალურ სივრცეებში დაიმკვიდრონ, ან „მარტოხელა მგელივით“  თავისი რანგის განტკიცებას შეალიონ თავის პოტენციალი. სახასიათოა გაუმართლებელი რისკი, რასაც შესაძლოა ფატალური შედეგიც ჰქონდეს.