ჰიპერაქტიური ბავშვი: ღვთის რისხვა თუ საჩუქარი?

ერთი წუთიც ვერ ჩერდება ერთ  ადგილას. საბავშო მოედანზე გასეირნებისას უნდა ილოცო რომ კისერი არ  მოიტეხოს. ამ წუთას ხომ ყიჟინით მოქროდა სასრიალოდან ახლა სადაა? აი სადაა – ფეხებით კიდია ტურნიკზე.

და თუ შემთხვევით წვიმიანი დღეა, სახლი ნახევარ საათში სანაგვეს დაემგვანება. ყველა უჯრიდან იღებს ყველანაირ საგნებს. ზეწრებისგან კარავს დგამს. მარცხენა კუთხეში კოსმოსური ხომალდია – რიგში ჩამწკრივებული სკამები ფრანის ფრთებით. ოთახის ცენტრში კი უზარმაზარი გროვა სადაც რას არ იპოვით -კონსტრუქტორის დეტალები, მანქანის ნაწილები, დედის თმის სამაგრი, მამის ჩაქუჩი, დანა-ჩანგლები სამზარეულოდან…

ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან მოსწონს ჩვენს მეგობრებს და ნათესავებს. მაგრამ მითხარით მშობლებმა რა ქნან? აი საცაა სკოლაში უნდა მივიდეს და ბავშვი ხუთი წუთიც კი ვერ ჩერდება წყნარად მაგიდასთან. როგორ უნდა ისწავლოს? აი მეზობლის სასკოლე ბავშვი უკვე სუფთა წერაში ვარჯიშობს თან ისე წერს თვალს ვერ მოსწყვეტ. მშობლებს წიგნსაც უკითხავს ხმამაღლა. ჩვენთან რაღა ხდება? ალბომში ნაჯღაბნი, ნათხიპნი და ამისთვისაც კი ორი წუთსაც ძლივს ძლებს. კითხვაზე ხმასაც აღარ ვიღებ, ფერად-ფერადი ილუსტრაციები წიგნებიდან, დედისგან მალულად უკვე დიდი ხანია თვითმფრინავებად გაფრინდნენ.

ხშირად ასეთ ბავშვს უსვამენ დიაგნოზს: ყურადღების დეფიციტის სინდრომი ჰიპერაქტიურობით. იწყება მის “დასამშვიდებლად” მიმართული მკურნალობის კურსი. მაგრამ ასეთ რადიკალურ ზომებსაც კი იშვიათად მოაქვს შედეგი. სინამდვილეში რა ემართება ბავშვს და როგორ დავეხმაროთ?

ადამიანის ფსიქიკის გამოცანები.

ადამიანის ფსიქიკის ბუნების საიდუმლოს სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია გაგვიმხელს. ის განსაზღვრავს რომ ადამიანის ფსიქიკას ფორმირფება რვა ვექტორისგან და ყოველი მათგანი მფლობელს განსხვავებულ თავისებურებებს სურვილებს და თვისებებს სძენს. ყოველი ბავშვი ვექტორების განსაზღვრული ჯგუფით იბადება (3-5 და ზოგჯერ მეტიც) და ისინი განსაზღვრავენ მის ინდივიდუალობას.

მოძრავი და დაუგდეგარი ხასიათი დამახასიათებელია კანის ვექტორიანი ბავშვებისთვის. ძალიან აქტიურები არიან, ბევრს მოძრაობენ,მიზანდასახული და ამბიციურნი არიან. ლიდერობასა და სოციალურ მიღწევებს მიელტვიან, სიამოვნებთ კონკურენცია და ყველაფერში პირველობა.

ასეთი თავისებურებები მათთვის ბუნებრივია და არანაირ მედიკამენტურ თუ პედაგოგიკურ ჩარევას არ საჭიროებენ. მაგრამ აი კანური ბავშვისთვის შესაძლებლობების მაქსიმალურად წახალისებისთვის ოპტიმალური გარემოს შექმნა აუცილებელია. ამაში ასეთი ბავშვის ფსიქიკისამდი სისტემური მიდგომა დაგეხმარებათ.

განვითარებული კანის ვექტორიანი ადამიანი დისციპლინისა და თვითკონტროლისკენ  მიილტვის, მოზრდილ ასაკში კი ამავე ფუნქციებს უკვე საზოგადოებისთვის ასრულებს. ისინი მშვენიერი ლიდერები, მმართველები და ორგანიზატორები არიან. ბავშვს ამ თვისებების მაქსიმალურად განვითარებაში რომ დავეხმაროთ ჯერ კიდევ ბავშვობაში უნდა შევუქმნათ ამისთვის სათანადო პირობები.

უპირველესი და ძირითადი პირობა – დღის რეჟიმი და დისციპლინაა. ეს კანის ვექტორიან ბავშვს საკუთარი საქმიანოსის დროში ორგანიზების და სრუქტურირების საშუალებას აძლევს. ხშირადასეთი ბავშვის მშობლები ჩივიან რომ ბავშვი საერთოდ არ იცავს რეჟიმს, საღამოსთვის ძალიან გაღიზიანებულია, მისი თავის დროზე დაძინება კი შეუძლებელია. მიუხედავად ამისა რეჟიმი ეს სწორედ ისაა რაც ასე სჭირდება კანის ვექტორიან ბავშვს.

ასეთი ბავშვისთვის კარგია ლოგიკური და არითმეკიტული ამოცანების შეთავაზება ბავშვობიდანვე. ეს რომ მისთვის მოსაწყენ რუტინად არ იქცეს საჭიროა ამოცანებში სხვა და სხვა ელემენტების შემოტანა.