ჰოლოგრაფიული და რვაგანზომილებიანი რეალობა

 

არც ისე დიდი ხნის სულ რაღაც 14 მილიარდი წლის წინ რაღაც ძალიან საინტერესო მოხდა. ვიღაც მას დიდ აფეთქება ეძახის, ვიღაც ინფლაციას, ვიღაცეები სამყაროთ დაჯახებაზეც საუბრობენ – დალღების შეჯახება… მაგრამ ამაზე უფრო საყურადღებოა ის, რაც სულ ორ ნანოწამის მერე გაჩნდა – ჩვენთვის ცნობილი და ჯერ კიდევ შეუცნობელი სამყარო თავისი კანონებთა და თავისი “მატერიის ყოფიერების ქაოსით”.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა მაგრამ მეცნიერებაში ეს მოვლენა მაინც ქვაკუთხედად რჩება. ყველა მეცნიერი ცდილობს ამოხსნას რა კანონებს ემორჩილება სამყარო, ადამიანი, მატერია, ატომები… ამან მიგვიყვანა უამრავი თეორიის შექმნამდე ფსიქიკაში, მატერიაში, სივრცესა და დროში და ა.შ. და ყოველი შემდეგი უფრო და უფრო ეფლობოდა მისტიციზმი. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ყველა თეორიაში შეგვიძლია ვიპოვოთ ორი კანონზომიერება ჰოლოგრფიულობა და რვაგანზომილებიანობა.

მაშ ასე მოდით ყველაფერზე დაწვრილებით მოვყვეთ. დავიწყოთ ჰოლოგრაფიულობით. ჰოლოგრაფიულობის პრინციპი გამოიყვანა დევიდ ბომმა მეოცე საუკუნის 30-იან წლებში. ის ამტკიცებს რომ მთელი მსოფლიო თავისი არსით ჰოლოგრამაა. ეს ნიშნავს, რომ ობიექტის ნებისმიერი ნაწილი შეიცავს ინფორმაციას მთლიან ობიექტზე, ასეთ დასკვნემდე ის კვანტური ფიზიკის ორი პარადიქსის – კორპუსკულარულ-ტალღური დუალიზმისა და აინშტაინ-პოდოლსკი-როზენის პარადოქსის კვლევისას მივიდა.

კტდ ამტკიცებდა, რომ ექსპერიმენტის მიხედვით ფოტონები ავლენდნენ ან ტალღის ან ნაწილაკის თვისებებს. პარადოქსი განპირობებულია ე.წ “არეული მდგომარეობით” რომლის მნიშველობა მოკლედ ასეთია “თუ ორ არეულ მდგომარეობაში მყოფ ფოტონს ავიღებთ და შევუცვლით სპინს (იმპულსის მომენტს) ერთ მათგანს, მაშინ მეორე ფოტონი შეიცვლის სპინს ნულის საწინააღმდეგო მხარეს დროით, მანძილისგან დამოუკიდებლად (იგულისხმება უსასრულობამდე).

ბომმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ნაწილაკებად დაყოფა არ არსებობს და ის რასაც დამკვირვებელი ხედავს ერთი და იმავე ტალღური ფუნქციის კოლაფსია. ხოლო სამყარო როგორც ჩვენთვისაა ცნობილი ესაა “აშკარა წესრიგის” გამოვლნება, რომელიც ერთ ინფორმაციულ მატრიცას ეფუძნება (ჰოლოგრამა) სადაც დროისა და სივრცის გაყოფა შეუძლებელია. ეს გახდა არალოკალური ურთიერთქმედების თეორიის საფუძველი, რომელიც იმაში მდგომარეობს რომ ინფორმაციას ჰოლოგრამის მსგავსად არ აქვს ლოკალიზაციის ადგილი, ის არსებობს ყველგან და ყოველთვის.

დე ბროილ-ბომის თეორიაში მატერია და ცნობიერება “გაშლილი წესრიგის” განუყოფელი ნაწილებია და ისინი განუყოფელადაა დაკავშირებული არალოკალურ დონეზე, (იმპლიციტური “ფარული” წესრიგის დონეზე ) და ჰოლაგრამის იმავე პრინციპითაა ყველაფერი დაკავშირებული სამყაროში.
ავიღოთ მზის სისტემა. “აშკარა წესრიგის” დონეზე ჩვენ გვაქვს ცენტრი – მზე, რომლის გარშემოც ბრუნავენ პლანეტები და სხვა ციური სხეულები. ავიღოთ “პლანეტა-თანამგზავრის” სისტემა აქაც ყველაფერი ისევეა. იგივე ხდება გალაქტიკებშიც – ცენტრში ზემასიური შავი ხვრელია მის გარშემო კი ტრიალაბენ ვარსკვლავები თავიანთი პლანეტებისა და ასტეროიდების სისტემით. იგივე ემართება მთელს სამყაროს – ყველა გალაქტიკა მოძრაობს ცენტრთან მიმართებაში. ახლა გადავიდეთ “ატომის ” სისტემაზე – ასევე არის ცენტრი-ბირთვი რომლის გარშემოც მოძრაობენ ელექტრონები, ამიტომაც ატომის მოდელს ასეც ჰქვია “პლანეტარული”.

მაგრამ ჰოლოგრაფიულობის პრინციპს ერთი დიდი ნაკლი ჰქონდა, ნაწილის მთლიანი ჰოლოგრამიდან გამოცალკევებისას იკარგებოდა დეტალები და შედეგად ჰოლოგრამა ნაკლებად გასაგები ხდებოდა. ამის გამო დადგა მიკროსამყაროს პრინციპების მაკროსამყაროს პრინციპებთან შეფარდების საკითხი. ეს მოჩვენებითი უთანხმოება გადაწყვიტა ბენუა მანდელბროტმა, ფრაქტალური გეომეტრიის პრინციპის შემუშავებით, ამით მან ჰოლოგრამის მათემატიკური საფუძველიც შეიმუშავა.

ფრაქტალი ესაა გეომეტრული ფიგურა რომელსაც გააჩნია მისისვე მსგავსები ყველა დონეზე. რაც ნუშნავს რომ ფრაქტალის ამა თუ იმ ნაწილის დაკვირვებისას ჩვენ დავინახავთ საწყისის მსგავს ფიგურას. ფრაქტალი ჰოლოგრამისგან იმით განსხვავდება რომ ის უსასრულოა. ესაა სუფთა მათემატიკური აგებულება ხოლო მათემატიკაში არ არსებობს არც მთელი და არც წილადი რიცხვების ზღვარი და დროის დინამიკა საშუალებას აძლევს შეიცვალოს დროსთან ერთად საწყის პარამეტრების ცვლილებების მიხედვით. ამაშია მორფოგენეზის საიდულმო (ამაზე ოდნავ მოგვიანებით).

ბუნებაში ყველაფერს ფრაქტალური სტრუქტურა აქვს, მაგალითად ფოთლის ძარღვები იმეორებენ ხის ფორმას ვენულები და არტელიოლები იმეორებენ ვენებისა და არტერიების ფორმას, ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ყველა ობიექტი ფრაქტალურია. და რაც კიდევ უფრო საინტერესოა ყველა ამ ფრაქტალში ყველა ნაწილი ისე შეესაბამება ერთმანეთს როგორც 1:1,6 ან 1:1,62 რაც ძალიან ახლოსაა 1:1,618 – ოქროს კვეთასთან. დღეს აღარავისთვისაა საიდუმლო, რომ ბუნებაში ყველაფერს მსგავსი პროპირცია აქვს, ადამიანის სხეულს, ხის ფოთლებს, ფესვებს რტოებს, მოლუსკების ნიჟარებს და ა.შ. რა თქმა უნდა ყველგან არის მცირე უზუსტობა მაგრამ ეს უფრო ონტოგენეზის და გარემო პირობების გავლენის შედეგია.

ახლა კი მორფოგენეზს მივუბრუნდეთ. მორფოგენეზი (ფორმის ფორმირება) – ესაა თეთრი ლაქა ბიოლოგიაში. მეცნიერები მოლეკულარულ ურიერთქმედების თეორიაზე დაყრდნობით ვერ გვაძლევენ პასუხს თუ რატომაა ცოცხალი ორგანიზმების ფორმა სწორედ ასეთი როგორიც არის. და რათომ შეესაბამება ის ცოტა თუ ბევრად ოქროს კვეთას. რატომ აქვს ადამიანს ორი ფეხი და ორი ხელი და რატომ ფორმირდება ისინი სწორედ იქ სადაც არის რა პრინციპს ეყრდნოდა ემბრიონში უჯრედების მიგრაცია და ა.შ.

პასუხი ამ კითხვაზე გასცა პიოტრ გარიაევმა გამოავლინა რა დნმ-ს ისეთი თვისებაა როგორიცაა ლინგვისტურობა, ჰოლოგრაფიულობა და კვანტური არალოკალურობა. ჰოლოგრამულობასა და არალოკალურობას ზემოთ უკვე შევეხეთ. ხოლო ლინგვისტურობა სწორედ ის პროგრამაა საიდანაც დმნ-დან ინფორმაციის ჩამოტვირთვა და ცილის მოლეკულების აგება ხდება.

ადრე არ იყო ცნობილი გენების ფუნქცია რომელიც ცილება არ კოდრებდა და ამიტომაც მათ “სარეველა დნმ” ან “ეგოისტი გენები” დაარქვეს, გარიაევმა პირველმა აღმოაჩინა რომ ამ გენებში ჩაწერილია ის პროგრამები რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს ყველა პროცესი მორფოგენეზიდან ხასიათისა და ფსიქიკის ტიპის ფორმირებამდე, ისინი განსაზღვრავენ რომელი გენები მიიღებენ მონაწილეობას ცილის სინთეზში, რომლები იქნებიან პასიურები და აშ.

ჰოლოგრამის კიდევ ერთი მაგალითია – ენგრამის კონსოლიდაცია და რეკონსოლიდაცია. კარლ პრიბრამმა თავგებზე ცდების შედეგად აჩვენა, რომ მეხსიერება ტვინის რომელიმე უბანში არაა კონსოლიდირებული, არამედ იწერება მთალს ტვინში როგორც ნერვიული იმპულსების ინტერრეფერენცირებული სურათი (ერთი სიგნალების მეორეზე დადება), მეხსიერების ინტენსვობა კი ნეირონების საერთო რიცხვზეა დამოკიდებული.

ჰოლოგრაფიის კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან, ფანტომური ფოთლის ეფექტი. ექსპერიმენტის აზრი იმაში მდგომარეობს რომ შეგვიძლია ავიღოთ ფოთლის ნაწილი და ფოტოლენტთან ერთად მოვათავსოთ ორ ელექტროდს შორის რომლებშიც დროს მოკლე მონაკვეთში დიდი სიხშირის დენი გაივლის. ფოტოზე გამოჩნდება მთელი ფოთლის გამოსახულება.

თუ ზემოთჩამოთვლილს გავაერთიანებთ დავინახავთ, რომ სამყარო ჰოლოგრამის პრონციპითაა აგებული და ინფორმაცია ამაზე არის ყველგან და ყოველთვის. როგორც ფიზიკა გვიჩვენებს, ეს ინფორმაცია არ იცვლება და მისი მაემატიკური ფორმულებით გამოხატვა შეიძლება.

ახლა ჩვენთვის ცნობილია, რომ ყველა სისტემას აქვს მსგავსებები სხვადასხვა დონეზე. რით გამოიხატება ეს მსგავსება? ახლა უკვე შეიძლება მეორე პრინციპზე გადავიდეთ- რვაგანზომილებიანობის პრინციპი ანუ 7+1.

ავიღოთ სისტემა “სამყარო”. სამყარო შედგება გალაქტიკებისგან რომლებიც ცენტრის გარშემო მოძრაობენ და პერიფერიებისგენ მიისწრაფვიან. პირველად გალაქტიკების რვაგანზომილებიანი მოდელი შემოგვთავაზა ჟერარ ანრი დე ვოკულერმა, შეცვალა რა ედვან ჰაბლის სისტემა რომელიც მას არასრულს და უსაფუძვლოს უწოდებდა. მან გამოყო გალაქტიკების 7 ტიპი ფორმების მიხედვით – ერთი არასწორი ტიპის გალაქიკა და ერთიც შერეული, რომელიც ყველა ნიშანს მოიცავდა. მოგვიანებით უილიამ მორგანმაც გამოყო გალაქტიკების 8 ტიპი და ერთ-ერთი მათგანი არასწორი ტიპის იყო.

შემდეგ სისტემა “გალაქტიკა”. ის ვარსკვლავებისა და სხვა ციური სხეულებისგან შედგება, თანამედროვე კლასიფიკაციაში გამოსხივების სპექტრის მიხედვით ვარსკვლავებსაც ყოფენ 7+1 ტიპებად. 7 სპექტრი ლურჯიდან წითლამდე და ერთიც “ჰოუკინგის სპექტრი”- შავი ხვრელები. თანამედროვე ასტროფიზიკოსების უმარვლესობაც ასევე გამოჰყოფს გამოსხივების 8 ტიპს. სხვა ციური სხეულების კლასიფიცირება შეუძლებელია. თანამედროვე აპარატურა არ იძლევა საჭირო მონაცემების შეგროვების საშუალებას.

მსგავსი პროცესები მიმდინარეობს მიკროსამყაროშიც. მეოცე საუკუნის ბოლოს ფიზიკოსების წინაშე დადგა პრობლემა სახელად “ნაწილაკების ზოოპარკი”, ადრონული კოლაიდერის საშუალებით ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ნაწილაკი და ანტინაწილაკი. ამასთან დაკავშირებით გაჩნდა მათი კლასიფიკაციის საჭიროება.

თავიდან ისინი დაყვეს ნაწილაკებად და ანტინაწილაკებად.მ ერე კი თაობების მიხედვით გაანაწილეს, გამოვიდა 8 ნაწილაკი (4 ნაწილაკი და 4 ანტინაწილაკი), სამი თაობის განმავლობაში. ეს მოდელი გახდა სტანდარტული. 2010 წლისთვის აღმოჩენილი იყო 226 ნაწილაკი, და ბევრი მათგანი არ ჯდებოდა კლასიფიკაციის სტანდარტულ ჩარჩოში. მაშინ ენტონ გარეტ ლისიმ და ჯეიმს ოუენ უეტერელმა შემოგვთავაზეს ერთიანი გეომეტრიული თეორია. რომლის აზრი იყო გეომეტრიისა დიზიკის ელემენტარული ნაწილაკების გაერთიანება. თუ მოხდება ყველა ცნობილი ნაწილაკის რანჟირება შესაბამისი მუხტით მივიღებთ 7+1 ტიპის ნაწილაკებს და 7+1 ტიპის ანტინაწილაკებს (1,2/3. 1/3 0 -1/3 -2/3-1 და ჰიგსის ბოზონი). ყველა ამ ნაწილაკის 8 განზომილებაში მოქცევით მივიღებთ მოდელს სახელად Е8. თუ მას რვაგანზომილებიან სივრცეში ვაბრუნებთ მაშინ შეგვიძლია მივიღოთ ელემენტარულ ნაწილაკებს შორის ურთიერთქმედების ყველა ტიპი და განვსაზღვროთ ახალი ნაწილაკების გამოჩენა (ნახატზე წითლადაა აღნიშნული თეორიული ნაწილაკები რომელნიც ისე უნდა იქცეოდნენ როგორც სუსტი ბირთვული ურთიერთქმედების ძალა). ამ მოდელის ერთი ნაწილის გამოყენება შეიძლება როგორც სივრცე-დროის მრუდის ასაღწერად აინშტაინის ფარდობითობის თეორიიდან და კვანტურ მექანიკასთან ერთად შესაძლებლობას იძლევა აღვწეროთ როგორ იქმნებოდა სამყარო.

ამავე პრინციპით ხდება ბოზონების, ფერმიონების და ნაწილაკთა სპინების კლასიფიცირება. რა თქმა უნდა წარმოდგენა რვა განზომილებაზე შესაძლოა ყურით მოთრეული მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს სუფთა მათემატიკური მოდელები დაფუძნებულია ექსპერიმენტულ მონაცემებზე. ასე მაგალითად სუპერსიმების თეორია მდგრადი მათემატიკური მოდელის ასაგებად მოითხოვს მინიმუმ 11 განზომილების არსებობას, ხოლო სუპერსტრუნების საფუძველი M-თეორია კიდევ უფრო მეტს. ზოგირთ თეორეტიკოს-ფიზიკოსს დაჰყავს განზომილებების რაოდენოდა 246-მდე, რომელთაგან 8 ექსპერიმენტულად დამტკიცება შესაძლებელია, ყველა დანარჩენი კი მხოლოდ თეორიებად რჩება.
ფიზიკაში რვაგანზომილებიანობის თეორია პირველად ჰაიმ ბურდაჰმა შემოგვთავაზა, გასული საუკუნის 50-იან წლებში. თავიდან მან ფარდობითობის ზოგადი თეორიიდან გამოიყვანა 6 განზომილება და მერე კი კვანტური ფიზიკის პარადოქსიდან დაამატა კიდევ 2. შემდგომში მან უარი თქვა ამ 2 განზომილებაზე. ვერ შეძლო აეგო მოდელი რომელიც არ ეწინააღმდეგებოდა ფარდობითობის ზოგად თეორიას. მაგრამ მისმა მომდევარმა ვალტერ დრეშერმა შეძლო 7 და 8 განზომილებიანობის თეორიის დაბრუნება. და რვაგანზომილებიანი სამყაროს ნატიფი მოდელი ააგო, რომელსაც ახლა ჰაიმ-დრეშერის სივრცე-დროითი მოდელი ეწოდება.

მათგან დამოუკიდებლად ფიზიკოსმა პაულ ფილსნერმა საკუთარი სივრცე-დროითი მოდელი შექმნა, ბერვალდ-მორის მეტრიკის საფუძველზე. ისიც რვა განზომილებიანი გამოვიდა. აინშტაინ-მინკოვსკის სივრცე გამოიყურებოდა როგორც ზღვარი დროითი კონუსების კვეთაზე და რიგ წინააღმდეგობებს შეიცავდა. ორი მთავარი წინააღმდეგობა – სივრცე-დროის იზოტროპია (ერთგვაროვნება) და დებულება რომ სინათლის სიჩქარე სიჩქარის ზღვარია.

პირველი უარყოფილ იქნა რელიქტური გამოსხივებით და გალაქტიკების დაცილების სიჩქარით, მეორე კი კვანტური არალოკალურობით და ნეიტრინოს აღმოჩენით, რომლებიც სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობენ. ფინსლერის მოდელში დროის კონუსები შეცვლილია ტეტრაედრებით, რის შედეგადაც მათ გადაკვეთაზე წარმოქმნილი სივრცე, ანიზოტროპული და სინათლის სიჩქარით არ შემოფარგლული გახდა… და რვა განზომილებიანი… ასევე უნდა აღინიშნოს რომ ფინსლერის მოდელის დროც, თუ მას როგორც ცალკე სისტემას განვიხილავთ, რვა განზომილებიანია.
მოსკოვის უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათერდის გამგე პროფესორი ვლადიმიროვიც აღნიშნავდა რომ ურთიერთქმედების 4 სახეობიდან გამომდინარეობს სივრცე -დროითი რვაგანზომილებიანობა, რაც აინშტაინის ფარდობითობის თეორიასთან თანხმობაში მოდის.
ახლა როცა ეს ყველაფერი უკვე ვიცით გადავიდეთ ფსიქიკაზე. კარლ გუსტავ იუნგი გამოყოფდა 4 პარამეტრს (ფსიქიკური ფუნქციები; შეგრძნებები, აზროვნება, გრძნობები და ინტუიცია) მიმართულებით გარეთ (ექსტავერსია) და შიგნით (ინტროვერსია). თავად ის ამ კლასიფიკაციას არასრულყოფილად თვლიდა და მას აგდებულად ეპყრობოდა და მიაჩნდა რომ ეს “ბავშვური გასართობი” იყო. თავის მოღვაწეობას არ უკავშირებდა არანაირ კლასიფიკაციას, ამიტომაც არც ცდილობდა მათ აგებას.

იუნგის კლასიფიკაციაზე დაყრდნობით აურშა აუგუსტინავიჩიუტემ შეიმუშავა სხვა კლასიფიკაციის მოდელი – გამოყო 8 ფსიქიკური ფუნქცია, რაც სოციონიკის საფუძველი გახდა. ეს კლასიფიკაცია სრულყოფილი ვერ იქნებოდა რადგან ფსიქიკური ფუნქციების თეორია ყოველთვის ვერ დასტურდებოდა პრაქტიკაში. მიუხედავად ამისა სოციონიკის მიმდევრები აქტიურად იყენებენ ამ მოდელს.

ხასიათების უფრო ზუსტი აღწერა მოგვცა მარკ ბრუნომ – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ფსიქიატრმა. ცენტრალური ნერვიული სისტემის სპეციალისტმა ხასიათის 8 ტიპის კლასიფიკაცია, რომელიც ეფუძნებოდა არა ხელოვნურად გამოყოფილ ფსიქიკურ ფუნქციებს არამედ ფიზიოლოგიურ მონაცემებს. მაგრამ მის აღწერილობებს რაღაც აკლდათ მან 3 შერეული ტიპის ხასიათი დაამატა, და განსაზღვრა რომ სხვა შეთავსებადობა ტიპებს შორის შეუძლებელი იყო. შედეგად კი ამგვარი აღწერილობა პრაქტიკაში გამოუყენებელი გახდა.

და აი ფსიქოლოგიაში გამოჩნდა ვლადიმერ განზეზი. პირველი განათლებით ფიზიკოსმა შეძლო ფსიქოლოგიაში რაღაც ახლის შემოტანა, კერძოდ კი ობიექტების სისტემური აღწერა (აქამდ სისტემური მიდგომა მხოლოდ ფიზიკასა და მათემატიკაში გამოიყენებოდა). განზენის კონცეფციის თანახმად ნებისმიერი დაკვირვების ქვეშ მყოფი რელობის ასაღწერად აუცილებელი და საკმარისია 4 პარამეტრი – დრო, სივრცე, ინფორმაცია და ენერგია. გრაფიკულად ეს გამოისახება როგორც კვადრატი რომელიც შედგება 4 ნაწილისგან – კვარტელებისგან, სადაც ყოველ პარამეტრს თავისი კვარტელი შეესაბამება.

განზენის ე.წ. მატრიცა გახდა მისი მოსწავლის ვ.ტოკლაჩოვის შრომების საფუძველი და მოხდა მისი ტოლკაჩოვ-განზენის მატრიცად ტრანსფორმაცია. დუალობის პრინციპის თანახმად ახლა მისი ყოველი პატარმეტრი წარმოდგენილი იყო 2 იპოსტასით. მაგალითად დრო – წარსული და მომავალი, სივრცე – შინაგანი და გარეგნული, და ა.შ. მოცემული მოდელის უკვე ცნობილ ეროგენული ზონებისა და მასთან დაკავშირებული ხასიათების მონაცემებზე მორგებამ ტოლკაჩოვს უბიძგა ნაკლული ელემენტების მოძიებისკენ.

შედეგად აღმოჩენილი იქნა სისტემის ყველა 8 ელემენტი, დალაგდა თავთავის ადგილებზე და მიენიჭა გაგება ვექტორი და მიიღო აღწერა სახეობრივი როლების გადანაწილებისა და ურთიერთქმედებისა პირველყოფილი ჯოგის დონეზე.

რვა განზომილებიანი ადამიანური ფსიქიკის ფუნქციონირების სრული მექანიზმი რომლის ბაზაზეც შეიქმნა სვფ, აღმოჩენილ იქნა ი.ბურლანის მიერ. მან შემოიტანა მეოთხედების შინაგანი და გარეგანი ნაწილები, შინაგანი და გარეგნული წინააღმდეგობები ყოველ ვექტორში, და რაც მთავარია წარმოდგენა 8 განზომილებაზე, რომლის კერძო გამოვლინების შედეგებია ვექტორები. ი.ბურლანის შრომები გვაჩვენებენ არა მხოლოდ ადამიანის ფსიქიკის 8 შემადგენელს, არამედ მათ ურთერთქმედებასაც როგორც ერთ ადამიანში ისე წყვილში, გარკვეულ ჯგუფში და მთელს საზოგადოებაში.
მაშ ასე საერთო ფსიქიკური არაცნობიერი განსაზღვრულია 8 ვექტორით, რომლებიც სხეულებრივ დონეზე ხასიათდება გარკვეული ეროგენული ზონების არსებობით ან არ არსებობით, – სმენით, ვიზუალური, ყნოსვითი, ორალური, კანური, კუნთური, ანალური და ურეთრალური. ისინი შეადგენენ 4 მეოთხედს (ინფორმაცია, სივრცე, დრო, ენერგია) წყვილებად და წარმოქმნიან მათ შიდა და გარე ნაწილებს, რაც ნიშნავს რომ ერთი ვექტორი მიმართულია გარე (ექსტრავერტულ) და მეორე კი შიდა (ინროვერტულ) სივრცეში. სვფ ოპონენტები ამბობენ, რომ ასეთი დაყოფა სავსებით მართებულია ფიზიკისთვის, ხოლო ფსიქოლოგიაში ასეთი შეხედულებები არ ამართლებს. ასეა ეს?
ავიღოთ ინფორმაციის მეოთხედი და მისი ორი ვექტორი სმენა და ვიზუალი. აღარ აღვნიშნავ რომ ვექტორი განსაზღვრავს აღქმას, საკითხი ეხება იმას თუ რას აღვიქვამთ, ინფორმაციის მეოთხედის ვექტორები დროს, ენერგიას და სივრცეს აღიქვამენ საკუთარი მეოთხედის მეშვეობით, მაგალითად ინფორმაციის მეოთხედის ვექტორებისთვის ეს არაა დროის აღქმა თავის თავად არამედ ესაა დროზე ინფორმაციის აღქმა საკუარი თვისებების ბაზაზე.

ასევე არსებობს სხვაობა ინფორმაციის აღქმაში. აღქმის ვიზუალური არხი მიმართულია გარეთ და აღიქვამს ყველაფერს რასაც ხედავს. ასეთი აღქმა შეზღუდულია მატერიით და სამყარო სასრულია (არსებობს მხოლოდ ის რაც ჩანს, ან ,,იგრძნობა“ და რაც არ ჩანს იმის არსებობა გამოირიცხება) სმენაში ყველაფერი პირიქითაა, მისი სამყარო შინაგანი ინფორმაციაა და ის შეუზღუდავია.
იგივე ხდება დროის მეოთხედშიც – ურეთრალური ვექტორი მიმართულია მომავალზე (რადგანაც მისი ამოცანაა მომავლის უზრუნველყოფა), ანალური – წარსულში (მისი ამოცანაა გადასცეს თაობების დაგროვილი გამოცდილება) მომავალი არსებობს გარე სივრცეში რადგან ის მხოლოდ პოტენციურად არსებობს, წარსული კი ინახება შიგნით (მოგონებები, წიგნები, პერგამენტები). მეოთხედებად დაყოფა აღქმის ფილტრებად დაყოფას მოგვაგონებს.

ეს ყველაფერი ეხება კოლექტიურ ფსიქიკას. ინდივიდის შემთხვევაში რა ხდება? იქაც ყველაფერი იგივე. მაგალითად ტიმოთი ლირის შემუშავებული კონტურების თეორია ან გენომის რვა განზომილებიანობა. მეს ფუნქციური რვა განზომილებიანობის საინტერესო თეორია შემოგვთავაზა რუფ გოლანმა. სქემატურად ეს ისე გამოიყურება როგორც დავითის ვარსკვლავი (ორი შეთავსებული ტეტრაედრის პროექცია სიბრტყეზე) რომელიც ორი სამკუთხედისგან შედგება – ნევროტული (ფუნქციონალური მდგომარეობა) და აუთენტური (ინდივიდუაცია). ეს სამკუთხედები მონაცვლეობით მუშაობენ ეს როგორც გოლანი თვლის განპირობებულია “იდი”-სა და სუპერ ეგოს გამოჩენების მონაცვლეობით კონვენციალურ რეალობაში.

ამგვარად ვხედავთ რვა განზომილებიანობისა და ჰოლოგრაფიის პრინციპი (7+1) შესაძლოა მოერგოს ნებისმიერ სისტემას.

პრინციპს 7+1 ჰქვია იმიტომ, რომ ყველა შემთხვევაში სისტემის 7 კომპონენტს აქვს აშკარა სხვაობები და ადვილად ხდება მათი კლასიფიკაცია, ერთი კი რთულად მიესადაგება კლასიფიკაციას. ამას შეიძლება მივაკუთვნოთ გალატიკების არასწორი ტიპები, შავი ხვრელები, ჰიგსის ბოზონი და ლისი-ოუენის მოდელი, ასევე ბოზონების სისტემაში ახალი უერთიერთქმედების ბოზონები, და ნეიტრინო ფერმიონების სისტემაში, დამატებითი დროის განზომილება, თითო თითო თვისება ყოველ ვექტორშია, რომელიც სვფ სისტემიდან მოდის, რაც ემორჩილება იუნგის ფუნქციას, “იდი”-ს გოლანის მოდელში და ა.შ.

საერთო მათ ის აქვთ რომ მათ ვერ გამოყოფ სისტემიდან და ვერ დაშლი ნაწილებად. ჩვენ მხოლოდ მათი მოქმედების პარამეტრებზე დაკვირვება შეგვიძლია, მაგალითად იგივე ჰიგსის ბოზონი ურთიერთქმედების შედეგია (ნაწილაკების მას) ხოლო თავად ბოზონს ვერ ვიპოვით. ასევე ახალი ურთიერთქმედების ოზონები გვაძლევენ იგივე შედეგს (სუსტი ურთიერთქმედება) მათთვის თეორიაც არაა შემუშავებული. შავი ხრელები (გრავიტაცია) – შედეგი ჩანს, ტელესკოპში კი ისინი არ ჩანს, ასე ყველა დანარჩენთანაც.

მინდა კიდევ ერთხელ შევეხო რვაგანზომილებიანობას მატერიალური სამყაროს ორგანიზაციის კონტექსტში – ტალღები, ნაწილაკები, ატომები, მოლეკულები, ნივთიერებები, მატერია, ობიექტები, მაკროობიექტები, იგივე “7+1” რადგან ტალღების განსაზღვრა ხდება მათი პარამეტრების ნაკრების მიხედვით. მსგავსი ანალოგია შეიძლება გამოვყოთ ცოცხალი სისტემების ორგანიზაციის დონეებშიც.
აი დროის ფრაქტალურობისა და რვაგანზომილებიანობის კიდევ ერთი მაგალითი – ჩიჟევსკის ციკლები. ესაა 8 წლიანი ციკლი (უფრო ზუსტად 7-დან 8,5-9 მდე). ესაა მზის აქტიურობისა და გლობალური კატაკლიზმების ციკლები. ომების, რევოლუციების და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციკლი 102-104 წელი -13 რვაწლიანი ციკლი. ცოტა ბიოლოგიიდანაც – ორგანიზმის სიცოცხლის ყოველ 8 წელიწადში ყველა უჯრედი იცვლება ახლით, დმნ ფანტომის რღვევის პერიოდია -8-9 დღე, ხოლო ფანტომური დმნ სრული გაქრობა – 40 დღე (5 რვადღიანი ციკლი). ახალი პირობითი რეფლექსების ფორმირების პერიოდია ასევე 40 დღე.

არის კიდევ უამრავი მაგალითი როგორ გამოავლინე სხვა და სხვა მეცნიერებმა, მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მსგავსი პრინციპი მაგრამ ყველაფერს ერთ სტატიაში ვერ აღწერ.

წყარო

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე