ისინი იბადებიან რათა შეიცნონ სამყარო.

სმენის ვექტორის მქონე ბავშვებს შეუძლიათ გააოგნონ ზრდასრული ადამიანი. ისინი სერიოზული, დაკვირვებული და სხვა ვექტორების არ ქონის შემთხვევაში ძალიან ჩუმები არიან. ახასიათებთ მოულოდნელი და უჩვეულო კითხვების დასმა. შესწევთ დაფარული აზრის წვდომის უნარი, საუბრობენ უცნაურ იდეებზე, იტაცებთ რთული ლიტერატურული სიუჟეტები, თავის თავს სხვებზე კვიანად თვლიან.
სმენის ვექტორის მთავარი თავისებურება, რომელიც ბავშვობიდან ფორმირდება – ესაა აბსტრაქტული ინტელექტი, მასშტაბური აზროვნების უნარი. არსებობს რამოდენიმე მახასიათებელი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ სმენის ვექტორის არსებობა.
საკუთარი დამოკიდებულება ძილთან. ბავშვობიდან აქვთ პრობლემა დაძინებასთან დაკავშირებით, მათ ვერ დააძალებ 9-10 საათზე დაიძინონ, იმიტომ რომ აქტიური სიფხიზლის მდგომარეობაში არიან. ვერც ადრე ადგომის აუცილებლობით აიძულებთ დაწოლას და რაც უფრო იზრდება მით უფრო გვიან იძინებს. დილით გაღვიძება ძალიან უჭირთ. იმ შემთხვევაშიც კი თუ ეძინება 12-14 საათის მანძილზე – რაც იშვიათად და მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება თუ სმენის ვექტორი სხვა ვექტორებთან დაუბალანსირებელ მდგომარეობაშია – დილით გაღვიძება მაინც უჭირთ და კარგა ხანს ძილბურანის მდგომარეობაში იმყოფებიან. სხვა ვექტორებისგან განსხვავებით, რომლებიც მშვიდად არსებობენ თავიანთ ფიზიკურ გარსში, სმენა – ფიზიკურ სხეულში დროებითი ტუსაღია. მისი ძირითადი ცხოვრება სხვა სფეროებში, შინაგან შეგრძნებებში ვითარდება. ძილის მდგომარეობა დროებით ათავისუფლებს სხეულებრივი შეგრძნებებისგან. ხშირად კი მათ ქრონიკული უძილობაც კი ახასიათებთ თავისი „გამომდინარე შედეგებით“ და არაადეკვატურობით – ეს ზრდასრული სმენების თანამგზავრია. ბავშვობაში კი უბრალოდ გვიან იძინებს და ძნელად იღვიძებს. ეს ანალი ან კანი მშობლებისთვის მთელ რიგ პრობლემებთანაა დაკავშირებული. მიმართავენ დისციპლინირებულ და ძალისმიერ მეთოდებს – ადრე დაძინება, ადრე გაღვიძება, სკოლაში „გაგზავნა“. ასეთ შემთხვევაში არ არსებობს რაიმე რეფორმატურული რჩევა, ჩვენ ყველა საზოგადოების წევრები ვართ და კოლექტიური მუშაობის პრინციპს ვერ შევცვლით თუმცა, სმენებს ესაჭიროებათ ძილიდან სიფხიზლის მდგომარეობაში უფრო რბილი გადასვლა.
არსის ძიება.
პაწაწინა სმენას შეუძლია ისეთი კითხვების დასმა რომელზეც უფროსებისგანაც ვერ მიიღებს პასუხს. არსებობის არსის ძიებას მცირე ასაკიდან იწყებენ და ფიზიკური სხეულისა და ფსიქიკის მომწიფებასთან ერთად პერიოდულად, აქტიურად განიცდიან. 5-6 წლის ასაკში პირველად უჩნდებათ კითხვები: როგორ გაჩნდა სამყარო? ვინ შექმნა დედამიწა? არის თუ არა ღმერთი? რა იქნება როცა მოვკვდებით? კითხვები რომლებზეც ამომწურავ პასუხს ვერ იღებს ილექება მის ცნობიერებაში. ცხოვრების საზრუნავი თითქოს გადაფარავს მათ მნიშვნელოვნებას. მოგვიანებით, 15-16 წლის ასაკში კვალვ შეიგრძნობს სიცარიელეს უპასუხო კითხვების გამო. სმენის ვექტორის თვისებაა პირველმიზეზის ძიება ამიტომ აინტერესებთ ყველაფერი რაც ოდნავ მაინც იძლევა წარმოდგენას სამყაროს მოწყობის შესახებ: ასტრონომია, ფიზიკა, მუსიკა, უცხო ენები. ამ სფეროთა წვდომით უფორმირდება წარმოდგენა სამყაროს განვითარებასა და მის კანონებზე. სმენის უმთავრესი მიზანია – იპოვოს ყოვლისმომცველი იდეა, რომლითაც შეძლებს სამყაროს არსის ამოხსნას.
პატარა სმენა გამოიყურება ჩაკეტილად, გარიყულად – ეს მისი ჩვეული მდგომარეობაა რადგან მისი გონება მნიშვნელოვანი აზრებითაა დაკავებული. საკუთარი აზრთა მსვლელობიდან რომ გადმოეწყოს ყოფიერების დეტალებზე, მაგალითად უპასუხოს მასწავლებლის კითხვას, მას სჭირდება დრო. ხშირად ამ თავისებურების გამო ჩამორჩენილად თვლიან. ეს კი სერიოზული შეცდომაა – შესაძლოა დამღუპველი ცხოვრებისეული სცენარის მიზეზიც კი გახდეს. მისთვის ფიქრი აუცილებელია, მიზანმიმართული ჩარევა სხვა მდგომარეობაში გადასაყვანად შეიძლება სმენის ვექტორის უნარების სამუდამოდ გაყინვით დასრულდეს. სმენა ბავშვი შეიძლება დაბადებიდან საკუთარ სამყაროში ცხოვრობდეს. გართულებულ შემთხვევაში ეს აუტიზმის ნიშნებს ატარებს, ხოლო კეთილგანწყობილი არააგრესიული გარემო დადებითად მოქმედებს სმენის ვექტორის განვითარებაზე. როცა თქვენ ხედავთ თქვენი სმენის ვექტორიან შვილს მზერა სიცარიელეში აქვს მიპყრობილი – ნუ შეუშლით ხელს – ამ დროს ის ფიქრს სწავლობს, ფიქრს საკაცობრიო საკითხებზე, ერთეულიდან საერთოს მასშტაბებით აზროვნებას, აბსტრაქტულად აწყობს თუ აზრობრივ საკითხთა რიგებს – ამის უნარს მხოლოდ სმენის ვექტორს შესწევს. სმენა ბავშვმა შეიძლება გვიან დაიწყოს ლაპარაკი, მხოლოდ მაშინ როცა ამის აუცილებლობას იგრძნობს – ანუ აზრის გამოხატვის აუცილებლობას. სმენის ინტერესების სფეროა მათემატიკა, ასტრონომია, უცხო ენები, მუსიკა. ასევე ნაკლებად ჯანსააღი სფეროები – ინტერნეტი, კომპიუტერული თამაშები, არამატერიალურ/ვირტუალურ სამყაროში ის თავს მშვენივრად გრძნობს.
წყარო: http://training8.ru/
სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/