შიშები და ფობიები (ანალური ვექტორის შიშები) (3)

ადამიანები ხშირად გვეუბნებიან: კი მაგრამ ის ეროგენული ზონები, რომლებზეც საუბრობთ ხომ ყველას აქვს? მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ ეროგენულ ზონას ცოტა სხვა აზრით ვახსენებთ. რა თქმა უნდა სხეულზე ყველას აქვს თვალები, მაგრამ არა ვიზუალური ვექტორი, რატომ? იმიტომ რომ ეროგენული ზონა ნიშნავს ფუნქციით სხეულზე გამოხატულ ჩვეულებრივზე მეტად მგრძნობიარე ორგანოს. ანალური ვექტორის შემთხვევაში ასეთი ეროგენული ზონაა მომნელებელ-გადამამუშავებელი სისტემა, რომელიც სხეულზე გამოხატულია მომნელებელი სისტემით და ანალური ხვრელით. რას გვაძლევს ჩვენ ეროგენული ზონა? ის ჩვენ გვიჩვენებს, რა მდგომარეობაშია ამა თუ იმ ადამიანის ფსიქიკა. რადგან იმის მიხედვით, თუ რომელი ვექტორი გვაქვს ჩვენ, ერთი და იმავე მოვლენაზე ვავლენთ სხვადასხვაგვარ რეაქციას. კანის ვექტორიანი სტრესის დროს იქექება, იკვნეტს ფრჩხილებს, იკვნეტს ტუჩის კუთხეებს, რატომ? იმიტომ რომ მისი ეროგენული ზონა – კანია და როცა ის ცუდადაა, როდესაც გრძნობს, რომ რაღაც ისე ვერ არის, ეს მის ფსიქიკას აწვება და ქვეცნობიერ დონეზე მისი ფსიქიკა ამ სტრესს სტიმულირებას უკეთებს მის ეროგენულ ზონაზე. აი ანალის ვექტორიანის სტრესის გამოხატვა სხვანაირად ხდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასტრესილი ანალის ვექტორიანი უკანალს იფხანს, რადგან მომნელებელ-გადამამუშავებელი სისტემა სტრესზე თავისებურად რეაგირებს. ანალის ვექტორიანები ალბათ მიხვდებიან რაზეც ვსაუბრობთ. წარმოიდგინეთ ანალის ვექტორიანი სტრესულ სიტუაციაში. მაგალითად აქვს პირველი პაემანი, ან მალე სახალხოდ სიტყვით უნდა გამოვიდეს, ეს ანალის ვექტორიანებისთვის საკმაოდ სტრესული სიტუაციებია. რადგან ისინი ერთგვარად სხვების შეფასების ობიექტები ხდებიან, ეს კი მათთვის დისკომფორტია. რაც უფრო ახლოვდება ასეთი მოვლენა, ანალები მით უფრო ღელავენ, მით უფრო მოუსვენრად გრძნობენ თავს. შემდეგ კი სტრესისგან ისინი მუცელში გრძნობენ უსიამოვნო გამოძახილს. ჯერ იწყება მუცლის ბუყბუყი, შემდეგ კი ეს გადადის კუჭის ძლიერ აშლილობაში. სტრესულ სიტუაციებში ანალის ვექტორიანებს უნდებათ ტუალეტში შესვლა. ეს ასე მუშაობს იმიტომ, რომ მომნელებელ-გადამამუშავებელი სისტემა სხეულზე ასრულებს ანალური ეროგენული ზონის ფუნქციას და პირდაპირ კავშირშია წარსულ დროსთან. ჯგუფი მოძრაობს წარსულიდან მომავლისკენ, ჯგუფს ამისთვის ჭირდება ცოდნა და გამოცდილება. რას აკეთებს მომნელებელ-გადამამუშავებელი სისტემა და ანალური ეროგენული ზონა სხეულზე? ის გადაამუშავებს საკვებს, შეიწოვს სასარგებლო ნივთიერებებს და გამოდევნის გადამუშავებულ უსარგებლო მასას. იგივეს აკეთებს ანალური ვექტორი საკაცობრიო მასშტაბით, იღებს ინფორმაციას, გადაამუშავებს, ახარისხებს, სასარგებლო ინფორმაციას ინახავს და გადასცემს სხვებს, უსარგებლოს კი აარქივებს. სწორედ ამიტომ ეს ეროგენული ზონა არის ანალის ვექტორიანების ყველაზე ძლიერიც და ყველაზე სუსტი ადგილიც. ამიტომ სტრესი, სწორედ ამ ზონაზე ვლინდება, ხშირად დიარეით. როდესაც სტრესი დროში გაწელილია, ეს კიდევ უფრო მძიმეა ანალის ვექტორიანებისთვის. ასეთ დროს მათი ეროგენული ზონა საწინაღმდეგო კუთხით რეაგირებს და მათ ეწყებათ ხანგრძლივი და მტანჯველი შეკრულობა. სხეულზე ეროგენული ზონით გამოვლენილი მათი ფსიქიკური მდგომარეობა მათ ეუბნება, რომ რაღაც რიგზე არ არის და დროა ეს შეცვალონ. ანალის ვექტორიანებისთვის შეცვლა რთულია, ისინი წარსულის ხალხია, წარსული კი – უცვლელია. თუ უფრო ზუსტად ვიტყვით, ანალური ეროგენული ზონა არ შემოიფარგლება მხოლოდ მომნელებელ-გადამამუშავებელი სისტემით და ანუსით, მასში შედის ასევე ყელიც. საერთოდ მთელი მომნელებელ-გადამამუშავებელი სისტემა მოწყობილია თავისებურად, მას ამუშავებს სპინქტერები. სპინქტერი არის ერთგვარი მომჭერი კუნთები, რომლებიც განლაგებულია მთლ მომნელებელ-გადამამუშავებელ სისტემაზე, ერთიმეორის მიყოლებით. საქმე იმაშია, რომ ანალის ვექტორიანები სტრესზე რეაგირებენ სწორედ ამ სპინქტერებით. ზესტრესის დროს ყელის სპინქტერი ეჭიმებათ და ამის გამო სიტყვები ყელში ეჭედებათ, იწყებენ საუბარს ენის ბორძიკით (არ აგერიოთ ორალურ ენაბლუობაში), დაახლოებით ასე: ,,მმმმე მეეეელაპპპარაააკებით.“ იმიტომ რომ ზედმეტი სტრესისგან ყელის სპინქტერი დაიჭიმა და სიტყვები თავისუფლად ვეღარ ამოდის. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც აქვთ განცდა, რომ უსამართლოდ მოექცნენ (მაგალითად ანალ ბავშვს რაღაც ტყუილად დააბრალეს), ან მაშინ როცა თავს დაუცველებად გრძნობენ. სხვათა შორის ეს სწორედ ის მდგომარეობებია, რომლებიც ყველაზე ხშირად აფორმირებს ანალურ შიშებს. ეს ის ჟანგია, რომელიც მათ შიგნიდან ჭამს და შემდეგ გარეთ ფსიქიკურ დარღვევებად გამოვლინდება.