5 რჩევა ანალის ვექტორიანი ბავშვის მშობლებს

1. დაიცავით ბალანსი აღზრდისას.

განასხვავეთ თქვენი წარმოსახვა და ამბიციები – ბავშვის ბუნებრივი სურვილებისაგან. დატვირთეთ ის საკუთარი ტემპერამენტის შესაბამისად. ნუ მოაკლებთ ყურადღებას, მაგრამ ნურც გადაამეტებთ.

2. ეცადეთ განავითაროთ ბავშვის ბუნებრივი უნარები.
თუ თქვენს შვილს აქვს ანალური ვექტორი, ეცადეთ მასში განავითაროთ ანალიზის და სისტემატიზაციის უნარები. ყურადღება გაუმახვილეთ ისეთ თამაშებზე, რომლებიც მოითხოვს ყურადღებას და დინჯ მუშაობას (მაგალითად პაზლის, ან კონსტრუქტორის აწყობა), ეცადეთ მიაჩვიოთ წესრიგს. უკითხეთ შემეცნებითი წიგნები. ეცადეთ ყველაფერი აუხსნათ სწორად და დაწვრილებით – ეს მისი სწორად განვითარების გარანტია.

3. ნუ დაავალებთ ერთდროულად რამოდენიმე საქმეს.
მიაჩვიეთ ბავშვი დაწყილი საქმის დასრულებას, მაშინაც კი თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ ეს ძალიან დიდხანს გრძელდება. არ ააჩქაროთ და არ შეაწყვეტინოთ, მაშინც კი, თუ საქმე უბრალოდ საუბარს ეხება.

4. მიეცით მიმართულება და უკარნახეთ.
გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება, მოუყევით როგორ ჯობია მოქცევა ამა თუ იმ სიტუაციაში, მაგრამ მის მაგივრად ყველაფერი თქვენ არ გააკეთოთ.

5. რასაც დასთესთ იმას მოიმკით.
ნებისმიერ ბავშვს ჭირდება დედის სიყვარული, ყურადღება და მზრუნველობა, მაგრამ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანალის ვექტორიანი ბავშვისთვის. მიეცით მას ეს ყოველივე და თქვენ გაზრდით მზრუნველ, განვითარებულ შვილს და საზოგადოების ღირსეულ წევრს.